„პოლიციამ მკვლელის სახლში აღიარებითი წერილი იპოვა“ – პრაღის ტრაგედიის შემზარავი ახალი დეტალები

კაცმა, რომელმა პრაღის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, აღიარა, რომ რამდენიმე დღით ადრე ორმაგი მკვლელობა ჩაიდინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ დევიდ კოზაკის სახლში წერილი იპოვა, რომელშიც კოზაკი აღიარებს, რომ ჩარლზის უნივერსიტეტში სროლამდე 6 დღით ადრე სთან ახლოს, ტყეში 32 წლის კაცი და მისი 2 თვის ქალიშვილი მოკლა. კოზაკმა ასევე საკუთარი მამაც მოკლა. შედეგად, კოზაკის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
24 წლის კოზაკმა, რომელიც უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა, თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ალყა შემოარტყა.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ კოზაკი დიდი ხნის განმავლობაში იყო პოტენციურ ეჭვმიტანილთა სიაში და პოლიციელები მასთან გასაუბრებას გეგმავდნენ. ოფიცრები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ეს დროულად ვერ მოახერხეს.
კოზაკმა პრაღაში სტუდენტებს ცეცხლი 21 დეკემბერს გაუხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”