პოლიციამ მთავარი არხის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

პოლიციამ მთავარი არხის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

“ამ ვიდეოს მხოლოდ იმიტომ ვდებ, რომ იცოდეთ, ვის ეძახით პოლიციას. იცოდეთ, რომ როცა დაგიმარტოხელებენ, არც დარტყმას დაგაკლებენ და არც გინებას და ათას შეურაცხმყოფელ სიტყვას. მე რომ არაფერი დამაკლდა იმით, როგორც მომექეცით, კი იცით. იმ მახინჯ სისტემასთან ბრძოლა, რომლის ნაწილიც ხართ, დიდი ხანია გაცხადებული მაქვს. მაგრამ, იმ ხალხმა მინდა ნახოთ ეს, ვისაც ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ეს პოლიცია გმირია. არა! არც გმირია, არც პოლიციელია და არც კაცია, არც ერთი! წერტილი! თქვენს თავებზეც გავიარე და, ჰო, ცეცხლი ოლიგარქიას” – წერს მამისეიშვილი.