“პოლიციამ იძალადა პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე” – აშშ–ის ელჩის უმწვავესი განცხადება

აშშ-ის ელჩის ს განცხადება
ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ -სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა. გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად. მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია. მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე – ჩანაფიქრი იყო, რომ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ, როგორც ტერორისტები აკეთებენ: მძევლები აჰყავთ და რაღაცაში ცვლიან – ახლა არ იციან ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს