პოლიციამ „ინდიგოს“ ჟურნალისტი, საბა სორდია „გადამოწმების მიზნითა“ და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ საბაბით დააკავა

პოლიციამ „ინდიგოს“ ჟურნალისტი, საბა სორდია „გადამოწმების მიზნითა“ და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ საბაბით დააკავა. ჟურნალისტი გადაყვანილია დიღმის იზოლატორში.
როგორც საბა სორდიამ ადვოკატს უთხრა, იგი დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, მიუხედავად ამისა, მაინც დააკავეს. ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს, წაართვეს კამერა GoPro და მისი დამტვრევით დაემუქრნენ.
უცნობია, როდის გაათავისუფლებენ საბა სორდიას წინასწარი გადაყვანის იზოლატორიდან – 24 საათში თუ 48 საათში.
ფოტო: მინდია გაბაძე