პოლიციამ თელავში ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 1995 წელს დაბადებულ ა.გ-ს და 1972 წელს დაბადებულ კ.ზ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.წ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო” – აცხადებს .
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.