პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადებისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ო. და კუბის რესპუბლიკის მოქალაქე 1991 წელს დაბადებული მ.ს.
„დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე პრიმა, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში

თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…