“პოლიციამ გოგა მემანიშვილს დაურეკა და დიახ, ბატონო გოგა გავაჩერეთო” – დათუნა დანელია

სამოქალაქო აქტივისტის, დათუნა დანელიას ცნობით, პარტია “დროას” ოფისიდან გასვლის შემდეგ მათი მანქანა ორმა პოლიციელმა გააჩერა, ერთ-ერთმა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, გოგა მემანიშვილს დაურეკა და აცნობა, რომ გიგა ლემონჯავა და აქტივისტები გააჩერეს.
აგვეკიდა 2 პოლიციელი და რომელმაც გაგვაჩერა გოგა მემანიშვილს დაურეკა და დიახ, ბატონო გოგა გავაჩერეთო. ვინც არის განწყობილი პრო-ევროპულად ყველას აჩერებენ და ამათ ჰგონიათ, რომ შეშინდებიან. კალაძეს ხომ რაღაც “ფეტიში” აქვს ნაძვის ხის ანთებასთან იმიტომ, რომ წინა წელს მან ვერ აანთო ნაძვის ხე და უბრალოდ ბავშვებისთვის არის ეს ნაძვის ხე და უნდა იყოს ბავშვებისთვის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ იქ ზონდერები და ტიტუშკები, უნივერსიტეტიდან გამოყვანილი ახალგაზრდები, “ქოც სექტორი”, რომლის გამოც დააკავეს ნენე გაბლაია,” – თქვა დათუნა დანელიამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია “დროას” ოფისთან მობილიზებულია სუს-ის მანქანები, დააკავეს ოფისიდან გასული აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება