პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო – გამოიყენეს წყლის ჭავლი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა დაიწყო.
პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენა პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში.
დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება.
პოლიცია სპეც. საშუალებებს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი.
დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს აგინებდნენ.
პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.
სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“