“პოლიტჯაშუში” – “თეთრი სახლის “რომელიღაც” ჩინოვნიკების განცხადებები პოლიტიკურია” – სუსი ფარცხალაძეზე

სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან, ოთარ ფარცხალაძეზე დასმული კითხვის პასუხად, განაცხადა:
“ასეთ მძიმე დანაშაულში სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, პირზე ბრალის წაყენება მოითხოვს სტანდარტის უმაღლეს დონეს. თუკი ეს სტანდარტი არ გაქვს, მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არ გაძლევს ამის საშუალებას, ძალიან ძნელია, რომ ფარცხალაძეს, ან ნებისმიერ პირს თეთრი სახლის რომელიღაც ჩინოვნიკის გაცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში. ეს არის წარმომადგენელი. წერილობით უამრავი შეკითხვაა გაგზავნილი როგორც გენერალური პროკურატურისგან, იუსტიციის სამინისტროსგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, პასუხი კი არ მოგვსვლია. ეს ჩაითვალა იმ გარემოებად, რომ განცხადებას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რაიმე სამხილი ყოფილიყო და მათ ჩვენთვის არ მოეცათ”.

ასევე დაგაინტერესებთ