„პოლიტსაბჭოში დამიდასტურეს“ – „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ისევ ირაკლი კობახიძე იქნება

“ქართული ოცნების” პრემიერობის კანდიდატი კვლავ ირაკლი იქნება – ამის შესახებ მ, რომელიც დღეს მთავრობასთან ერთად “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და მმართველი გუნდის საარჩევნო სიის მეორე ნომერია, ჟურნალისტებს ოცნების მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განუცხადა.
კითხვაზე – წარადგენს თუ არა “ოცნება” კობახიძეს პრემიერობის კანდიდატად და თუ ჰქონდა კობახიძემ ამ თემაზე კომუნიკაცია თავად ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს პროცედურები კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
“კონსტიტუციით არის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურა, ეს ხდება ს შემდეგ პირველი სხდომის ჩატარებისთანავე და ეს მოხდება, როგორც კი მთავრობის პირველი სხდომა შედგება”, – განაცხადა კობახიძემ.
ჩაკითხვაზე – კვლავ თავად იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: “ვიკითხე პოლიტსაბჭოში და დამიდასტურეს, რომ ასე იქნება”.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ