პოლიტიკურ ველს, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მისი ყველა მიმდინარეობით დატოვებს, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები შეავსებენ

„ჩვენ არაერთი პოლიტიკოსი ვნახეთ „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“, რომლებმაც დატოვეს პოლიტიკა და ეს სია აუცილებლად გაიზრდება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, „კოლექტიური ნაცმოძრაობას“ ქართულ პოლიტიკურ ველზე ჯანსაღი პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ.
„ჩვენ არაერთი პოლიტიკოსი ვნახეთ „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“, რომლებმაც დატოვეს პოლიტიკა და ეს სია აუცილებლად გაიზრდება. აშკარაა, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. პოლიტიკურ ველს, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მისი ყველა მიმდინარეობით დატოვებს, შეავსებენ ჯანსაღი ძალები. გვარამია და მელია იგივე „ნაცმოძრაობაა“, ხაზარაძე მედლის მეორე მხარეა, მაგრამ მაინც იგივე მედალია და ა.შ.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გაუქმების პროცესი მიდის ბუნებრივად და ამის ერთ-ერთი მტკიცებულება დროებითი საგამოძიებო კომისიაა. ეს კომისია, სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეჟიმი. ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის წარმომადგენლობა უცხოური ძალების – „დიფ-სთეითის“, გნებავთ დავარქვათ „გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს, ის ციხიდან უნდა იხდიდეს ფულს და უყურებდეს, როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები, რომლებმაც მისი ციხე გაიარეს – რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი, რომ გადაწყვიტონ, დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: ჩვენი ორგანიზაციის წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, რომელიც 17-18 წლის იყო, საკნიდან გამოსულმა რომ დამინახა, თვალი ჩამიკრა და გამამხნევა, ამის გამო, ჩემს თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?

მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!