პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, დემოკრატიის რღვევამ და მზარდმა რუსულმა გავლენამ, იმოქმედა ინვესტორთა ნდობაზე. რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა – JPMorgan-ის “ქართული სცენარის” მიმოხილვა უკრაინისთვის

პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, დემოკრატიის რღვევამ და მზარდმა რუსულმა გავლენამ, იმოქმედა ინვესტორთა ნდობაზე. რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა – JPMorgan-ის “ქართული სცენარის” მიმოხილვა უკრაინისთვის
“რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული და ევროპის მომავალი” – ასე ქვია JPMorganChase-ი ანგარიშს, რომელშიც ში ომის დასრულების რამდენიმე სცენარია გაანალიზებული. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მსგავსი სცენარია, რომელსაც ბანკი ყველაზე რეალისტურად მიიჩნევს.
ანგარიში JPMorganChase-ის გეოპოლიტიკის ცენტრმა, Center for Geopolitics-მა, მოამზადა და მასში დეტალურადაა ახსნილი, თუ რას ნიშნავს საქართველოს მსგავსი სცენარი? პოლიტიკურთან ერთად, განხილულია ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები ორივე ქვეყანაში.
ანგარიშში წერია, რომ დღეს საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც ს მიმართ მეგობრული ოლიგარქია, გაყინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მიიღო რუსული სტილის “აგენტების კანონი”, რის გამოც -მა და ევროკავშირმა ქვეყანას დახმარება გაუჩერეს. პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, დემოკრატიის რღვევამ და მზარდმა რუსულმა გავლენამ, იმოქმედა ინვესტორთა ნდობაზე. ამის პარალელურად, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა. მხოლოდ რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2022-2023 წლების მშპ-ში 15%-ს აჭარბებდა, ასევე, გაიზარდა ვაჭრობა და რუსეთის მოქალაქეების რიცხვი ქვეყანაში. 30.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკით (2023 წელი), საქართველო გზავნილებსა და ტურიზმზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანაა, რომელიც ზრდას აგრძელებს, თუმცა მოწყვლადია. ერთ დროს რეფორმების წარმატების მაგალითად მიჩნეული ქვეყანა, ახლა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხოების და ინსტიტუციური საყრდენების არარსებობამ ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ მმართველობას და შეასუსტოს ეკონომიკური პოტენციალი.
როგორც JPMorgan წერს, უკრაინაშიც საწყის ეტაპზე დონორებს, შესაძლოა, დახმარების სურვილი ჰქონდეთ და ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა დასავლეთთან პოლიტიკური და უსაფრთხოების ნაწილში ინტეგრაციის არარსებობის პირობებში, ქვეყანა, შესაძლოა, გეოპოლიტიკურად ნაცრისფერ ზონაში აღმოჩნდეს. ამას ემატება ისიც, რომ 7 მილიონამდე უკრაინელმა ლტოლვილმა შესაძლოა, არც ომის შემდეგ მოინდომოს ქვეყანაში დაბრუნება, რის გამოც ეკონომიკას ასე საჭირო კვალიფიციურ მუშახელი მოაკლდება. ამას დაემატება ისიც, რომ მსგავს არასტაბილურ და უსაფრთხოების თვალსაზრისით მყიფე ქვეყანაში შემცირდება უცხოური ინვესტიციებიც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მყარი გარანტიების გარეშე, უკრაინის მომავალი, შესაძლოა, საქართველოს გამოცდილების მსგავსი იყოს. ომები შესაძლოა მშვიდობის გარეშე დასრულდეს და ყველაზე ძლიერი დასავლური სენტიმენტებიც მინელდეს, თუ დასავლური ინსტიტუტების მხრიდან შესაბამისი პასუხი არ იქნება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ამ ეტაპზე ევროპა ცდილობს სანქციებით რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, თუმცა აშშ ჯერჯერობით ამ პროცესს არ უერთდება. 19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს. 23 მაისს გავრცელდა „დიდი შვიდეულის“ [G7] საერთო განცხადება, სადაც წევრი ქვეყნები ამბობენ, რომ რუსეთი თუ არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას სანქციებით ზეწოლას გააძლიერებენ.
აქვე ვკითხილობთ, რომ G7-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრა 20-22 მაისს კანადაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც და უკრაინის ფინანსთა მინისტრიც.