პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოების წევრებთან გაიმართა.
პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილზე „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას “ხალხის ძალის” ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი – პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”