„პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა“ – „ოცნების“ დეპუტატი ლომჯარიაზე, ზურაბიშვილსა და გახარიაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო პარტია დამოუკიდებლად ვერ ნიშნავდა. ასე გამოეხმაურა ის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გამოკითხვას.
„ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე. უბრალოდ, საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში. ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც ბატონი [გიორგი] გახარიას გაპრემიერება – უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო“, – თქვა ლევან მაჭავარიანმა.
გუშინ, 14 აპრილს, „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ამავე პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა პარტიიდან წასვლის მიზეზზე და მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ს დაკავების ოპერაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს ჩართვა დაასახელა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ