პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია – ცაგარეიშვილი გახარიაზე

იაფფასიანი ტრიუკი, – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, გახარია, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
“20-25 კონკრეტიკა ხომ არ არის, ანუ თუ მას დასჭირდა, 5 ოჯახს ამოაკლებს, თუ არ დაჭირდა, დაამატებს… ეს პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია. ახლად ფეხადგმულია ბატონი გიორგი პოლიტიკასა და მის ლაბირინთებში კარგად ვერ ერკვევა. ნახავს, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკები არასდროს არ ამართლებდა. ახლა დაადგინა მან ეს 20-25 ოჯახი, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მანამდე არ იცოდა?!”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია ყოფილი პრემიერის მიერ რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ, ეკონომიკური ზრდით, ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.

ასევე დაგაინტერესებთ

სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს