პოლიტიკური შეთანხმება გადამწყვეტ ეტაპზეა – ბრძოლის რა საერთო წესებზე თანხმდება პროდასავლური ოპოზიცია (ვიდეო)

მინუს 4 გრადუსში, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიორგი ვაშაძეს ციხის კართან ოჯახის წევრები შეხვდნენ. პირველი ადგილზე მისი ქალიშვილი ანკა ვაშაძე მივიდა, მოგვიანებით კი მას დაჩი, მიშკა და ქეთი შეუერთდნენ.

ციხის კართან ვაშაძეს ასევე დახვდნენ თანამებრძოლები და მხარდამჭერები. შვიდთვიანი პატიმრობის დასრულების შემდეგ, “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება და აღნიშნა, რომ გამარჯვების გზა პოლიტიკური ერთიანობის გავლით გადის.

ამ ფონზე, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსოლიდაციის პროცესზე საუბრობენ კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრებიც. მათი განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ერთობლივ სამოქმედო ხედვაზე, რომელიც საფუძვლად დაედება პოლიტიკურ თანამშრომლობას, პასუხისმგებლობების გადანაწილებასა და საერთო მოქმედების წესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს