პოლიტიკური საბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება –

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური საბჭოსგან მიიღო შეთავაზება, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, რასთან დაკავშირებითაც ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება.
მისი განმარტებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავის გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების დროს ისაუბრა. საგანგებო ბრიფინგი მან ცოტა ხნის წინ გამართა.
“ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტიკური საბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება 1 თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტიკურ საბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულშიც, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავის გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა