პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, ზუსტად ამის გამოხატულებაა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში

პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, ზუსტად ამის გამოხატულებაა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში
პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. დღეს ჩვენთან, პოლიტიკურ სისტემაში, არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება. ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილს და დავით ბაქრაძეს, ომის დაწყებიდან ოთხი დღის განმავლობაში, პირიდან ღიმილი არ მოსცილებიათ, როცა ბარბაროსი მტრისაგან ულმობლად იწირებოდნენ ხელისუფლებისგან სრულიად დაუცველი ადამიანები“ – კონსტანტინე გამსახურდია ოპოზიციონერი აქტივისტის, ლეილა ცომაიას 2008 წლის წერილს აქვეყნებს

ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა – იგივე პროცესის მოწმეები ვართ ამჯერადაც, როგორ იწყებს აგორებას წინააღმდეგობა ემაარ ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით