პოლიტიკური პარტიები დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს.
ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება.
როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი, „ევრპული საქართველო“. თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ. მათ შორისაა „გირჩი“ და „საქართველოსთვის“.
„ქართული ქარტია“ პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა. ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.