პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის სთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები 2025 წლის სთვის დანერგილ სიახლეებს გაეცნენ
2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს პარტიული სიის, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში () 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ იმ სიახლეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ადმინისტრაციამ 2025 წლის არჩევნებისთვის დანერგა.
პოლიტიკურ პარტიებს მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა პირველად აქვთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე. შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პარტიებმა, პარტიული სიები, ასევე მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები 4 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს

ვხედავთ, რომ მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიცც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი