პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა

პოლიტიკური ოპონენტების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ს ადმინისტრაციის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მიერ უნგრეთში უცხოური ჩარევის გამოძიების მიზნით დანიშნული კომისარი, ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ვაშინგტონში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შტაბ-ბინაში შეხვდა და უნგრეთში სააგენტოს საქმიანობისა და პარტნიორების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ შეხვედრამ ამერიკელ ოფიციალურ პირებში შეშფოთება გამოიწვია და ინფორმაციის გაზიარებაზე უარი განაცხადეს, რადგან ჩათვალეს, რომ ინფორმაცია, რომლის მიღებასაც უნგრელები ითხოვდნენ, შესაძლოა მთავრობას დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და 2026 წლის საპარლამენტო სთვის ოპოზიციაზე ზეწოლის მიზნით გამოეყენებინა.
„უნგრეთში USAID-ის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი ორგანიზაცია პოლიტიკური ხასიათისაა და უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“, – განუცხადა Reuters-ს ანდრაშ ლასლომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ შეხვედრა უნგრული მხარის მოთხოვნით გაიმართა და ლასლო ამერიკელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის USAID-ის რესურების მართვის ადმინისტრატორის მოადგილეს, კენეტ ჯექსონს შეხვდა.
ცნობისთვის, 13 მაისს უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ფიდესმა“ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს იმ ორგანიზაციების სია შექმნას, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და მათი საქმიანობა შეზღუდოს ან დახუროს ისინი, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მსგავსი ორგანიზაციები უნგრეთსა და მის კულტურას საფრთხეს უქმნიან.