პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ ს საქმის ხელახლა განხილვა არ დაიწყება

პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის, ს საქმის ხელახლა განხილვა არ დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც მხარეთა პოზიციები მოისმინა.
კერძოდ კი, ალეკო ელისაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია შეიცვალა და საქმეს გიორგი გელაშვილი განიხილავს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ისინი თანახმა იყვნენ საქმის განხილვა ხელახლა არ დაწყებულიყო და პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელებულიყო. იგივე პოზიცია დააფიქსირა დაცვის მხარემაც.
სხდომა 25 ოქტომბერს გადაიდო.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება – ის სავარაუდოდ, 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება

გია ვოლსკი – EPP-იმ რეზოლუცია მიიღოო ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია, მავნებლობის სხვა ფორმაა ეს, „ნოუჰაუ“ – გიგი წერეთელი თინა ბოკუჩავად და ლევან ხაბეიშვილად გადაიქცა