„პოლიტიკური კონცეფციიდან გადავდივართ პრაქტიკული სამხედრო გეგმის შემუშავებაზე“ — სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს ლიდერების დახურული შეხვედრის მიზანი იყო გეგმების შემუშავება უკრაინის დასაცავად.
„პოლიტიკიდან ვინაცვლებთ პრაქტიკულ სამხედრო დაგეგმარებაზე, სწორედ ეს ხდება დღეს“, — თქვა სტარმერმა BBC-ის ჟურნალისტთან და დაამატა, რომ კონცეფციიდან კონკრეტულ გეგმებზე გადასვლა გულისხმობს გზების ძიებას, როგორ უნდა იქნას დაცული „უკრაინის ცა, ზღვა და საზღვრები“.
„მსურველთა კოალიცია“, რომლის წევრი ქვეყნების სამხედრო ლიდერთა შეხვედრა შედგა დღეს დილით დიდი ბრიტანეთში, ნორტვუდში, 30-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაც გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ლიდერობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას