პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილება 17 ივნისს გამოცხადდება

სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს.
გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ენიქიძე მიიღებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ნანუკა ჟორჟოლიანი, უფლებადამცველებთან ერთად დაესწრო.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას მოლოდინი არ აქვს, რომ მის მიმართ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რაც არ უნდა განაჩენი გამოიტანონ, ვიცით, რომ რუსის მონა, ყოველთვის რუსის მონა იქნება და ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭვს ქვეშ დააყენებს, ყოველთვის შევაგინებთ”,- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანს შს სამინისტრო 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. კერძოდ, ჟორჟოლიანს დეპუტატების მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია