პოლიტიკური თავდასხმა შეერთებული შტატების ლიდერზე. რეპუბლიკური პარტია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჩააგდო ინიციატივა უკრაინისთვის 60-მილიარდიანი დახმარების გამოყოფაზე, ახლა ჯო ბაიდენს ომში მყოფი ქვეყნის არასათნადო დახმარების გამო აკრიტიკებს.
“უკრაინის გამარჯვების გეგემა” – ასე ჰქვია 3 კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, სადაც პუნქტობრივად არის გაწერილი ოფიციალური კიევისთვის გამარჯვების მისაღწევად საჭირო მხარდაჭერის ფორმები და საშუალებები. პრალალურად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევისგან ელოდება ომის წარმოების გეგმას, რის შემდეგაც ოფიცლური ვაშინგტონი ამერიკული დახმარების კოორდინირებას უკეთსად შეძლებს.