პოლიტიკური და კორუფციული სკანდალი ლატვიაში | 613 830 ევრო ყოფილი პრემიერის ჩარტერებისთვის

საქართველოზე 5-ჯერ უფრო მდიდარ ლატვიაში სრულმაშტაბიანი პოლიტკური და კორუფციული სკანდალია მომწიფებული. თავს არ შეგაწყენდით აწყობილი დემოკრატიისა და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის პრობლემებზე საუბრით, რომ არა ამ კონკრეტული ეპიზოდის მსგავსება საქართველოს რეალობასთან.
საქმე იმაშია, რომ ლატვიის ყოფილი პრემიერი, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს, ევროპაში საქმიანი ვიზიტებისას ბიუჯეტის ფულით ჩარტერულ რეისს ქირაობდა და ისე მიდიოდა შარლ მიშელთან, მაკრონსა თუ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შესახვედრად. ლატვიელები მაღალჩინოსანს არ პატიობენ ამ ჩარტერულ რეისებზე ბიუჯეტიდან გახარჯულ 600 000 ევროს.
მერე რა, რომ ის საქმეზე დაფრინავდა, და არა მაგალითად შვილის პრესტიჟულ უნივერსიტეტში გასაცილებლად. “ა” წერიტილიდან “ბ” პუნქტამდე მისვლა ხომ რეგულარული რესითაც შეეძლო და პირად კომფორტზე გახარჯული თანხების მიზანშეწონილობა ახლა ამ კონკრეტულმა ჩინოვნიკმა დეტალურად დაასაბუთოს.
ვერ გეტყვით, მივა თუ არა სკანდალი სისხლის სამართლებრივ პასუხიმსგებლობამდე, მაგრამ პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი უკვე გახდა. ხო, ალბათ გაგახსენდათ საქართველო, პრემიერი ღარიბაშვილი და მისი მდიდარი მამაც, სხვათაშორის ამ მდიდარი მამის მიერ ვითომ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი ქვითარი საზოგადოებას ჯერაც არ უნახავს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი