პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყბის საინვესტიციო იმიჯზე აისახება – რას ამბობენ ეკონომისტები

სანქცირებულ მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელება არავის მოუნდება, – ასეთია ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრება, თუმცა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე ქვეყანა არ მივა. მათი მოლოდინით, ს ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდგომ ურთიერთობები დალაგდება და ვითარების დრამატიზებაც მაშინვე დასრულდება.
16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენლმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შედგა შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს.
საქართველოს მთავრობის წევრების დასანქცირებაზე საუბარი ევროკავშირისან და -სგან გამუდმებით ისმის. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თანამდებობის პირებს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის სანქციები რამდენიმე დღის წინ დაუწესეს.
7 დეკემბერს, ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა განაცხადა, რომ „საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა”.
15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ესტონეთმა კიდევ 14 პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა ლიეტუვას საგარეო უწყების მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ სანქციები დამატებით 17 პირს დაუწესეს.
გადაწყვეტილების შემდეგ ექსპერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დასანქცირებულ მთავრობასთან თანამშრომლობა აღარავის მოუნდება. ასეთი შეხედულება აქვს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს, რომლის აზრითაც სანქცირებულ მთავრობას ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან არავინ დაელაპარაკება და არ შეიქმნება აღარც ერთი პროექტი, რომელსაც მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა აემაღლებინა.
„ძალიან დიდი სიბრიყვეა, როდესაც სანქციების შედეგების რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობამდე დაყვანა ხდება. პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ჩვენი ფულით ხელფასგადახდილი ადამიანები ტალინში, ვილნიუსში ან ნიუ იორკში ვერ გაატარებენ შვებულებას ან შვილებს იქ ვერ ასწავლიან. გასაგებია, რომ მათ ეს არ ადარდებთ. პრობლემა ის არის, რომ სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, არ განვითარდება აღარც ერთი პროექტი, რომელსაც შენი კეთილდღეობა უნდა აემაღლებინა, ჯანმრთელობა უნდა მოეტანა, უფლებები უნდა დაეცვა. არ შედგება მოლაპარაკებები ტერიტორიული მთლიანობის არათუ აღდგენაზე, შენარჩუნებაზეც კი, არ გაგრძელდება თავდაცვის ძალების, პოლიციის, უსაფრთხოების განვითარების პროექტები”, – დაწერა სოციალურ ქსელში გოცირიძემ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოსთან მეორე ნაწილს. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, პატარა ჩავარდნები იქნება, მაგრამ კრიტიკულ ზღვრამდე ქვეყანა არ მივა. მეტიც, 20 იანვის შემდეგ, ურთიერთობები გადალაგდება.
„ჯერჯერობით არ არის რადიკალური სანქციები დაწესებული, თუმცა ამ 1 თვის გამავლობაში, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. მიუხედავად ცალკეული არასახარბიელო მომენტებისა, არ არის დღეს ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენთან აღარავინ ითანამშრომლებს. ბუნებრივია, შეფერხება იქნება, სადღაც შესუსტდება ურთიერთობა და სადღაც გაძლიერდება.
მოკლევადიან პერიოდში, თავისთავად ცხადია, რომ იყოს სერიოზული შეფერხება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ვიმედოვნებ დარეგულირდება სიტუაცია და კარგად განვითარდება მოვლენები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოწესრიგდეს დასავლეთთან ურთიერთობა, არ გავართულოთ რუსეთთან ურთიერთობა და არ ჩავერთოთ ომში.
თეორიულად რომ წარმოვიდგოთ, თუ არ იქნება უცხოური ინვესტიციები და დასავლეთთან ვაჭრობა, ეკონომიკაში გართულდება მდგომარეობა, მაგრამ ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე ქვეყანა არ მივა. მეორე მხრივ, საუბარი, რომ დასაქცირდება მთავრობა და მმართველი ჯგუფები და ეს ხალხს არ შეეხება, არასწორია, რადგან მოსახლეობას ყველა შემთხვევაში შეეხება.
ბევრი რამ გაირკვევა 20 იანვრის შემდეგ, თუ რა პოლიტიკას დაიჭერს აშშ. არ შეიძლება იმის თქმა, რომ სიტუცია მხოლოდ გართულებისკენ წავა. არ იქნება ისეთი ვითარება, რაც კოლაფსში მოგვაქცევს. ბევრი რამ შეიძლება რომ პოზიტიურად შეიცვალოს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებაზე ახდენს უმნიშვნელოვანესს ზეგავლენას და იმედი ვიქონიოთ, რომ ურთიერთობები დალაგდება და ნორმალურ კალაპოტში მოეცევა.
აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაცია ახალ სანქციებს ამზადებენ, ანუ ისინი ბოლომდე დგამენ ჩვენს საწინააღმდეგო ნაბიჯებს. სამწუხაროდ, სანამ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან, ასე გაგრძელდება. აშშ-ში ახალმა ძალამ იმიტომ გაიმარჯვა, რომ პოლიტიკა შეიცვლება, თუნდაც იმ საკითხებთან მიმართებით, რომელსაც ჩვენ გვედავებიან. მომავალში ჩვენი და შეერთებული შტატების თანხვედრა იქნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დაგვეთანხმებიან, მაგრამ მოლაპარაკებების და განვითარების პერსპეტივა ნამდვილად გაჩნდება”, – ამბობს სილაგავა.
ამერიკის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ურთიერთობების გადატვირთვას მოელის გიორგი ცუცქირიძეც. ეკონომისტის შეფასებით, საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა აღარავის მოუნდება, არის რადიკალურ ჭრილში დანახული პროცესი.
„საერთოდ, არანაირი სანქცია არ არის, მაგრამ ეს რამდენად იქნება წითელი ხაზი და ბარიერი, ამას ვერ გეტყვით. როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაზე ან მის პირველ პირებზე სანქციებს წესდება, ეს ხდება მაშინ, როცა ევროკავშირსა და კონკრეტულ სახელმწიფოს შორის, პრაქტიკულად, ურთიერთობა იყინება. საქართველოს მაგალითზე კი ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა არ გაჩერებულა, არამედ გრძელდება, ამიტომ ამ კუთხით უნდა შევაფასოდ მოვლენები.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ან ცალკეული წევრების მიმართ, არ არის კარგი და მისასალმებელი, მაგრამ სიტუაციის ძალიან გამუქებულ ასპექტში წარმოჩენას არ ვეთანხმები. საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა აღარავის მოუნდება, არის არასერიოზული შეფასება. რას ნიშნავს არავის არ მოუნდება? ვინ დაადგინა ეს კრიტერიუმი – ვის მოუნდება და ვის არა?
20 იანვრის შემდეგ ურთიერთობები გადალაგდება. ევროკავშირს რომ სდომოდა პროცესების გამწვავება, მკვეთრ სანქციებს შემოიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა პრინციპულად არ დაუჭირეს მხარი. აქ არ ვგულისმობ მხოლოდ უნგრეთის ან ს პოზიციას, რაც ისედაც ცნობილი იყო. სხვა ქვეყნებიც ხომ არის? რუმინეთი, ესპანეთი და იტალია ხომ არის?! ეს მცირე სანქციებიც კი არ იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება. ადრე როდესაც ცალკეულ ქვეყნებს ასანქცირებდნენ, ყოველთვის აბსოლუტური კონსესუსი იყო. ახლა არ ყოფილა ასეთი რამ. ამიტომ არა მგონია, რომ ისეთ პოზიციაში აღმოჩნდეთ, რომ არავის აღარ მოუნდეს ჩვენთან თანამშროლობა. ეს არის ოპოზიციური კრიტერიუმით შეფასებული პროცესი”, – ამბობს გიორგი ცუცქირიძემ.
წყარო: რეზონანსი