პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ზუგდიდის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ზუგდიდის ოფისი გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აღნიშნა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ზუგდიდი და სამეგრელო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ეს არის ადგილი, რომელსაც არა მხოლოდ სურდა არამედ განაპირობებდა ცვლილებებსაც, ასე იქნება 26 ოქტომბერსაც.
მისივე თქმით, “ კოალიცია ცვლილებისთვის” ნომერ 4-სა და სხვა პლატფორმებს შორის ბევრი განმასხვავებელი ნიშანია, მათ შორის ისინი ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე და ამ გუნდს აქვს უნარი დაიცვას საკუთარი სიტყვა, ქვეყანა დააახლოოს ევროკავშირს და იყოს თანმიმდევრული.
“ბოლო 30 წლის განმავლობაში ზუგდიდი და სამეგრელო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოა განვითარებაში. ეს ყოველთვის იყო ის ადგილი,რომელსაც არა მხოლოდ ცვლილების სურვილი ჰქონდა, არამედ განაპირობებდა ამ ცვლილებებს და ასე იქნება 26 ოქტომბერსაც. ზუგდიდი და სამეგრელო იქნება მართალი ბრძოლის არდში.
გაცილებით მეტნი ვართ ადამიანები ვისაც გვსურს კოალიციური მმართველობა, ბედნიერი ახალგაზრდობა, ვისაც სურს რომ მშობლები არ მიდიოდნენ ქვეყნიდან.
კოალიცია 4 ნომრით ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უდიდესი განსხვავება ნომერ 4-სა და სხვა პლატფორმებს შორის. ჩვენ ვართ გავლენებისგან თავისუფალი და ანგარიშვალდებული მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე. ამ გუნდს აქვს უნარი დაიცვას საკუთარო სიტყვა და იყოს თანმიმდევრული”, – განაცხადა მელიამ.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რომ სამეგრელო ეს არის საქართველოს ყველაზე ევროპული ნაწილი, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობდა და ახლაც იტყვის ქვეყნის განვითარებია გზაზე.
“ეს არის ადგილი, რომელიც რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში არასდროს არც ერთი ნაბიჯით არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან, ეს არის ევროპული საქართველოს ყველაზე ევროპული ნაწილი, საქართველოს კარიბჭე ევროკავშირია. მე ვამაყობ ამ კუთხით და მაქვს ამ კუთხის დიდი იმედი, იმაში რომ იქნება მთავარი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილების ინიციატორი. ევროპის კარიბჭე არის აქ და ჩვენ ქართველები ვიმსახურებთ უკეთესს. ზუგდიდით დაიწყება საქართველოს გაერთიანება და ევროპისკენ სვლა”. – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა დღეს სამეგრელოს მასშტაბით ოფისები გახსნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”