პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ უნდა დაისაჯონ ჩვენი სამხედროები – ბურჭულაძე პარტნიორებს მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძე ამარეკელ პარტნიორებს მიმართავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით სამხედროები ქართველი სამხედროები არ უნდა დაისაჯონ.
ამის შესახებ მან დღეს, 6 ივლისს, მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინ ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი ვადით აჩერებს სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“.
„რა თქმა უნდა, დასანანია ეს ქმედება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს პარტნიორებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება. ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ