„პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“ – საქართველოში არ შემოუშვეს ფაშინიანის ყოფილი მრჩეველი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს ყოფილი მრჩეველი, ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს.
„ამ დროისთვის ეჭვი არ მეპარება, რომ ეს უარი, – ანუ დეპორტაცია, – პოლიტიკურია“, – აცხადებს ხარატიანი.
არსენ ხარატიანი 2018 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში ახლად მოსული ნიკოლ ფაშინიანის მრჩეველი საგარეო საკითხებში. მას შემდეგ არასამთავრობო სექტორსა და მედიაში საქმიანობს.
არსენ ხარატიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ 4-საათიანი დაკავების შემდეგ, უკან გააბრუნეს.
იგი ლუქსემბურგიდან მოფრინავდა თბილისში, ხვალ, 18 სექტემბერს, კი თბილისიდან სომხეთში უნდა დაბრუნებულიყო და ბილეთიც ჰქონდა.
ახლა იგი სტამბოლში დააბრუნეს, საიდანაც ლუქსემბურგში დაბრუნება მოუწევს.
„საქართველო იყო და არის ჩემი მეორე სამშობლო და ვინც მიცნობს, მიხვდება, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს უარი“, – წერს ის ფეისბუკზე.
გადაწყვეტილება რომ პოლიტიკურია, მისი მოსაზრებით, ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ან ეშინია ჩემნაირი ადამიანებისა, ან ჰყავთ პატრონები მოსკოვსა ან ბაქოში, საიდანაც ეუბნებიან, რომ „გაწმინდონ სივრცე“ არჩევნებამდე“.
„არავის აუხსნია მიზეზი, რატომ ამიკრძალეს შემოსვლა საქართველოში, სადაც 5 წელზე მეტი ვცხოვრობდი, შევქმენი მედია, დავაარსე სხვადასხვა ორგანიზაცია, ვეხმარებოდი სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ხიდების მშენებლობაში და ა.შ.“ – წერს იგი.
„[საქართველოში] 26 ოქტომბერს ტარდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი განსხვავებული ადამიანია, ვინც შეიძლება იყოს [ხელისუფლებისთვის] არასასურველი“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბრისას.
„ვვარაუდობ, რომ ს მხრიდან, მაგრამ ასევე ქართული შიდა ლოგიკით, ცდილობენ შეძლებისდაგვარად შეამცირონ საქმიანობა ჩემნაირი ადამიანებისა, რომლებიც დასავლური ღირებულებების და დემოკრატიის დამცველად ითვლებიან“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
„საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე მმართველი „ქართული ოცნება“ არათუ არ ზრუნავს ახალი მეგობრების მოძებნაზე, არამედ მსგავსი ქმედებებით ახალ მტრებს იძენს. ერთი რამ ჩემთვის ცხადზე მეტია, საქართველოში დავბრუნდები და ეს ძალიან მალე იქნება“, – წერს იგი ფეისბუკზე.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა ამ საკითხზე. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
ხარატიანი 11 სექტემბერს, დან თბილისში ფრენის შემდეგ, ასევე დააყოვნეს თბილისის აეროპორტში და ქვეყანაში არ უშვებდნენ, თუმცა რამდენიმე საათში საზღვრის კვეთის უფლება მისცეს.
როგორც იგი ფეისბუკზე წერდა, -ს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრეს და მისცეს ბლანკი, რომელშიც უარის მიზეზი დაკონკრეტებული არ ყოფილა და ეწერა მხოლოდ „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზი“.
მისი თქმით, საზღვრის კვეთაზე უარის მიზეზად შსს-ის მიერ მისთვის მიცემულ ბლანკში ახლაც „სხვა მიზეზია“ დასახელებული.
სწორედ ამ მუხლით ეუბნებიან უარს საქართველოში შემოსვლაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ჟურნალისტებისა თუ აქტივისტების ნაწილს.
არსენ ხარატიანი ხშირად მოგზაურობს საქართველოს, სომხეთს, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის.
16 სექტემბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ს შეხვდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით