პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება – Bloomberg

საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირა ბოლო დღეების განმავლობაში ანტირეკორდებს ამყარებს. გუშინ, ლირა მკვეთრად გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის კურსმა 38,6-დან 41 ლირას მიაღწია, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული 14%-იანი ცვლილებაა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს ვაჭრობა $1=37,9952 ლირას კურსით დაიწყო.
ერთწლიან პერიოდში ლირა თითქმის 28%-ითაა გაუფასურებული და ძირითად ვალუტებს შორის მას ყველაზე არასახარბიელო შედეგი აქვს.
როგორც გამოცემა წერს, სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ მიმდინარე წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან პრეზიდენტ ს მთავარი კონკურენტის, სტამბოლის მერ ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური რისკები გაიზარდა და ინვესტორებმა ქვეყნის აქტივები ჩამოიშორეს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს დროით 13:00 საათისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 38 თურქული ლირა ღირს.