პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლობას აგრძელებს, ისინი პატიმრის სიკვდილით მანიპულაციას და პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ

პოლიტიკურად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ მავნებლობას აგრძელებს, ისინი პატიმრის სიკვდილით მანიპულაციას და პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ
პატიმრის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია, სიკვდილს ჩასაფრებული ადამიანების პოზიციაა, რომლებიც მისგან სარგებლის მიღებას და საზოგადოებაში ყალბი აღქმების გაჩენას ცდილობენ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან “ვივამედში” გადაყვანილი პატიმრის იოსებ გორგაძის გარდაცვალებას.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, პატიმარ იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პატიმარი სასტიკად იყო ნაცემი.
„პოლიტიკურად გაკოტრებული ნაციონალური მოძრაობა, მავნებლობას აგრძელებს, ისინი პატიმრის სიკვდილით მანიპულაციას და პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
პატიმრის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედია, სიკვდილს ჩასაფრებული ადამიანების პოზიციაა, რომლებიც მისგან სარგებლის მიღებას და საზოგადოებაში ყალბი აღქმების გაჩენას ცდილობენ.
პატიმარ იოსებ გორგაძის საქმესთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს პატიმარი სასტიკად იყო ნაცემი, მესმის მისი ოჯახის წევრების, მაგრამ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს! სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმარზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, მისი დაზიანება, შემაღლებული ადგილიდან(საპირფარეშო) გამოვარდნამ გამოიწვია, რაც სხეულის მძიმე დაზიანებაში აისახა, გამოძიება მყისიერად დაიწყო, პროცესში აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველის აპარატი. გამოძიების არცერთ ეტაპზე, ცემის ფაქტი არ დადასტურდა! ხელის სახელმწიფოსკენ გაშვერა, არასწორი და ამორალურია.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება