„პოლიტიკო“: ევროპელ ლიდერებს სურთ ზელენსკის დახმარება ტრამპთან შეხვედრისას

ევროპელი ლიდერები აპირებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტ ს, ორშაბათს, ვაშინგტონში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე, იუწყება Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ამ მიზნით, გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ზელენსკის თან ახლდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. ორივე პოლიტიკოსს ტრამპთან კარგი პირადი ურთიერთობები აქვს.
ცოტა ხნით ადრე, გამოცემა Axios-მა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელაინფორმაცია, რომლის თანახმად, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მას სურს ზელენსკისთან და ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი სამიტის ჩატარება 22 აგვისტოს. თუმცა, პუტინს ოფიციალურად არ გამოუცხადებია ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის განზრახვა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სიტუაციას ართულებს“ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით და ზე თავდასხმების გაგრძელებით.
15 აგვისტოს ალასკაში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ რუსეთსა და ს შორის დაუყოვნებლივ სამშვიდობო შეთანხმებას ამჯობინებს.
ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს ჯარების გაყვანას დონბასის (რომელიც მოიცავს დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებს) მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან.
თუმცა, ეს მოსკოვის მიერ სამშვიდობო შეთანხმებების დადების ერთ-ერთ მთავარ პირობად ითვლება.
მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. გუშინ, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზამოსკოვთან მშვიდობის დამყარების შემთხვევაში, ნატოს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მსგავსი. ეს ნიშნავს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან აგრესორის წინააღმდეგ შეიარაღებული პასუხი გასცენ.
-ის შტატ ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ორ დღეში კი დაიგეგმა ს შეხვედრა ტრამპთან ვაშინგტონში, თეთრ სახლში.
ფორუმი