“პოლიტიკოსი არ ვარ… თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ…” – ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა

“რომას” ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი 8 აპრილს მოსკოვში გასამართ დაჯილდოვების ცერემონიალზე საპატიო სტუმარი იქნება.
ამ ფაქტს როგორც ვეტერანი ფეხბურთელის სამშობლო იტალიაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, დიდი სკანდალი მოჰყვა. ტოტიმ თავისი გადაწყვეტილება Ansa-სთან საუბარში ახნა:
“ჩემი სამუშაო ვიზიტი მოსკოვში რამდენიმე დღეა იწვევს გაუთავებელ კამათს, მაგრამ მე არ ვარ პოლიტიკოსი ან დიპლომატი.
ვარ სპორტსმენი, რომელიც ამ ღირებულებებს მთელ მსოფლიოში ვავრცელებ. ყოველთვის ასე ვაკეთებდი, ჯერ როგორც ფეხბურთელი, ახლა კი უკვე ახალ ამპლუაში. ვიმოგზაურებ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სპორტზე საუბარი მომიწევს. იმავეს კიევშიც სიამოვნებით გავაკეთებდი.
თუ
ჩემი ქვეყნის ხელისუფლებიდან ოფიციალურ თხოვნას მივიღებ, რომ მოსკოვში ვიზიტი გაუქმდეს, უკან უყოყმანოდ დავიხევ.
ყველა იმ ადამიანისთვის ყოველივე ეს ფარისევლობა და სპეკულაციაა, რადგან მათ ჩემი სახელი საკუთარი პიარის გამოსაყენებლად სჭირდებათ”, – თქვა ტოტიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში