“პოლიტიკოსებს უნდა მოვთხოვოთ გარანტია, რომ არჩევნების მერე “სირცხვილიასავით” არ გაიყიდებიან” – ბატიაშვილი

ანალიტიკოსი,.ზურაბ ბატიაშვილი:
იმას, რაც “სირცხვილიასთან” დაკავშირებით მოხდა და მერე ამის აფიშირებას (ვიდეოს ჩაწერას) ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოებაში დათესონ ნიჰილიზმი, რომ ყველა იყიდება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რომ შემდეგში პოლიტიკოსებსაც მოისყიდიან და ა.შ.
რა თქმა უნდა, მათ უამრავი ფული, კომპტომატი და ა.შ. აქვთ პოლიტიკოსთა გადაბირებისთვისაც.
ჩვენ, მოქალაქეებმა, რა თქმა უნდა, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, ნიჰილიზმში არ უნდა ჩავვარდეთ!
ყველა არ იყიდება!
მოკლედ, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ!
მაგრამ ამავე დროს პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს უნდა მოვთხოვოთ ის მექანიზმი, პირობა თუ გარანტია (რაც გინდა ის დაარქვით), რომ არჩევნების მერე “სირცხვილიასავით” არ გაიყიდებიან და არ გაყიდიან ჩვენს მიერ მათთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მიცემულ ხმებს!.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო