“პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ხალხის მოტყუებას – ეს არ გახლავთ ჩამოშლის პირას მყოფი რეჟიმის აგონია” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

რეჟიმის დღევანდელი მოქმედება შემდგარი დიქტატურის ნაბიჯებია.
ეს არ გახლავთ არც ჩამოშლის პირას მყოფი რეჟიმის აგონია, არც დიქტატურის დამყარების დასაწყისი. პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ საკუთარი თავისა და ხალხის მოტყუებას და რეალობას თვალებში შეხედონ: ეს უკვე შემდგარი დიქტატურაა, რომელმაც საქართველო მონებად და ჯერ კიდევ თავისუფალ ადამიანებად გაყო, დიახ, ჯერ კიდევ, და ჩვენი უპირველესი ამოცანაა არ შემცირდეს თავისუფალ ადამიანთა რაოდენობა, ამისათვის კი სწორი დიაგნოზის დასმაა საჭირო და არა თავის მოტყუება. ყალბი პათოსით და გრძელ ვადაზე გათვლილი გულში ხელისბრაგუნა ლოზუნგებით უკვე შემდგარ დიქტატურას ვერ დაამარცხებ. არ მარცხდება ასე არც შიში და არც შიმშილი. 4 ოქტომბერმა აჩვენა რომ ამ ეტაპზე ხალხს სურს ტირანიისგან განთავისუფლება, მაგრამ არა როგორც მონაწილეს, არამედ როგორც მაყურებელს. ესაა მოცემულობა რომელიც უნდა მივიღოთ და სცენაზე ამსვლელმა თავზე და სკამზე ხელაღებულმა ადამიანებმა მოვძებნოთ ერთმანეთი. ჩვენი მდგომარეობის სწორმა დიაგნოზმა სწორი მკურნალობის გზა უნდა დაგვანახოს – თერაპია თუ ქირურგია და გამოსავალიც გამოჩნდება.
გამოსავალი მარტო კუბოდან არ არის, სხვა ყველა შემთხვევაში ეს გზა არსებობს და მას თავისუფალი გაბედული ადამიანები ხედავენ.
დრო ცოტაა. დავინახავთ და გადავრჩებით. აუცილებლად გადავრჩებით.
#რეჟიმი
#თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)