“პოლიტიკაში დაბრუნდა ის კაცი, რომელმაც წაართვა ხალხს პოლიტიკა… დადასტურდა, რომ “ოცნებას” უჭირს და შიდა დაპირისპირება აქვს” | ნიკა გვარამია ოლიგარქის დაბრუნებაზე
“პოლიტიკაში დაბრუნდა ის კაცი, რომელმაც წაართვა ხალხს პოლიტიკა… დადასტურდა, რომ “ოცნებას” უჭირს და შიდა დაპირისპირება აქვს”, – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას. როგორც მან განაცხადა, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ “ოცნებას” უჭირს და შიდა დაპირისპირება აქვს
პოლიტიკაში დაბრუნდა კაცი, რომელმაც პოლიტიკა წაართვა ხალხს… არსად არ წასულა, მაგრამ უკვე ფორმალურ თანამდებობაზე… სიტუაცია დრამატულად შეიცვალა, ქართველი პოლიტიკოსები უნდა მიხვდნენ, რომ აქ არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა პირდაპირი მნიშვნელობით. ბოროტება თავს გრძნობს სუსტად, რადგან გამოიხმო თავისი ფალავანი და ყველა კვლევის თავზე გაიარა… აღმოჩნდა, რომ ყველა შეფასება და კითხვა იმაზე, რომ “ქართული ოცნება” იმყოფება ევერსტზ, აღმოჩნდა რთული ტყუილი. ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის დაბრუნება… და სახე, ეს სახე იყო აბსოლუტურად იდენტური იმ სახისა, რომელიც მე ვნახე 2018 წლის შეურაცხყოფილი სახე, სალომე ზურაბაშვილის პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, ეს იყო აგრესიული, მღრღნელივით, რაღაცნაირი დაძაბული სახე. ჩვენ ვიხილეთ იგივე, იგივე ვიხილეთ ტონალობაში, ემოცია უტყუარი რამე და ეს ჭორები ოპოზიციის გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებული აღმოჩნდა და ეს ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გვითხრა ამ წუთში. მეტად უნდა გვჯეროდეს ჩვენი ძალების და ნაკლებად უნდა გვჯეროდეს ნებისმიერი ვინმეს გარდაუვალი გამარჯვების, ასეთი რამ არ არსებობს და ეს ამ წუთში გავიგეთ… ბიძინა ივანიშვილი არის ახლოს საერთაშორისო სანქციებთან, ის ახლა იქმნის ფორმალურობის საბურველს, რომ უკვე იყოს სახელმწიფოს ფუნდამენტებში მყოფი ადამიანი, რომლის დასანქცირება ნიშნავს დარტყმას სახელმწიფოზე… ის, რომ “ოცნებას” უჭირს და შიდა განხეთქილებები აქვს, მოვიდოდა ხმები, თუმცა ესეც დაადასტურა… ვიხილეთ “ქართული ოცნების” პირითვე მოყოლილი სისუსტეები და ვიხილეთ როგორ ვცდებით, ხოლმე საკუთარი უღონობის დემონსტრირებისას” – განაცხადა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უკვე მესამედ დაბრუნდა და ის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.