პოლიტიკამ უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს მეტი ძალა, ენერგია და შანსი, საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს – ჩვენი პროგრამა, ჩვენი ფილოსოფია ემსახურება ამას

პოლიტიკამ უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს მეტი ძალა, ენერგია და შანსი, საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს – ჩვენი პროგრამა, ჩვენი ფილოსოფია ემსახურება ამას
ღირსების საკითხია ჩემთვის, რომ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა ქართველის – ბუნებრივია, ქართველში ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვგულისხმობ, ვინც ერთად ვქმნით ჩვენს ქართულ სახელმწიფოს – ყველა მათგანის უფლება დაცული და გამყარებულიც უნდა იყოს. – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ლგბტ პროპაგანდის და უმცირესობის უფლებების შესახებ საუბრისას გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკამ არა მარტო უნდა დაიცვას, არამედ უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები იმისთვის, რომ მეტი ძალა და შანსი მიეცეს ყველას, საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და “ლელოს” პროგრამა სწორედ ამას ემსახურება.
“ღირსების საკითხია ჩემთვის, რომ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა ქართველის – ბუნებრივია, ქართველში ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვგულისხმობ, ვინც ერთად ვქმნით ჩვენს ქართულ სახელმწიფოს – ყველა მათგანის უფლება თავის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებაში, დაცული და გამყარებულიც უნდა იყოს.
მე მარტო დაცვა არ მგონია სწორი არავის უფლების, მე ვფიქრობ, პოლიტიკამ, იმ კარგ და სწორ შემთხვევაში, რაც მე მინდა რომ იყოს, უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს მეტი ძალა, ენერგია და მეტი შანსი, რომ საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს და ჩვენი პროგრამა და ჩვენი ფილოსოფია ემსახურება ამას.” – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს