მატეო პოლიტანო შესაძლოა, უახლოეს მომავალში “ალ შაბაბს” შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არაბული კლუბი ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს და მოთამაშის აგენტთან მუდმივ კონტაქტზეა.
“ალ შაბაბი” მატეოს 2-წლიან კონტრაქტსა და ანაზღაურების სახით წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობს. ამჟამად 30 წლის ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 4.1 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, პოლიტანოს “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება.