პოლიტანოს სერიოზული მსურველი ჰყავს – იტალიელი “ნაპოლის” დატოვებაზე თანახმაა

“ნაპოლის” გარემარბმა მატეო პოლიტანო შეიძლება ზაფხულში კლუბი შეიცვალოს, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იტალიელის გადაბირებით “რომა” ინტერესდება და “ჯალოროსიში” მისი ხილვის სურვილი პირადად რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ გამოთქვა.
თავის მხრივ, ტრანსფერის წინააღმდეგი არც დე ლაურენტისია, “ნაპოლის” პრეზიდენტს პოლიტანოს სანაცვლოდ 12-დან 15 მილიონ ევრომდე სურს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტანომ “პარტენოპეის” დატოვებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.
ცნობისთვის, მატეო “ნაპოლიში” ყოველწლიურად ხელფასის სახით 3.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.