ყვარყვარე თუთაბერიმოქმედება პირველირუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზთან სოფლის წისქვილი. შუა ცეცხლთან ზის ყვარყვარე თუთაბერი, მეტსახელად ნაცარქექია და ქექავს ნაცარს. მეწისქვილე ფქვილს მინდავს და ჩუმად ღიღინებს.ყვარყვარე კმარა, მუდამ ხომ არ უნდა იღიღინო?!მეწისქვილეშენ რას გიშლი?!ყვარყვარე (თავაუღებლად)ფიქრს ნუ მაწყვეტინებ (დუმილია).მეწისქვილე (ხელის მოსათბობად დაიხრება კერასთან და აკვირდება ნაცარს) ეს რა მოგიქარგავს ნაცარში?!ყვარყვარეგეგმაა, ხომ გესმის, ბებერო. დახედე აქ, რა ამბავია… ეს არის რკინიგზა, აი, აქ იწყება, ასე მიდის… ა… ასე უხვევს და მიადგება ამ მაღალ მთას, ახლა აქედან გზა სად წავა, შე ძველო, აბა, თუ მიხვდები?!მეწისქვილე (აკვირდება)რა ვიცი!ყვარყვარეაქ გვირაბია საჭირო.მეწისქვილეგვირაბი რა საჭიროა?ყვარყვარემაშ, ხომ არ გადაახტება მატარებელი ამოდენა მთას?!მეწისქვილემერე, შე კაცო, მთას რად უხვედრებ წინ, ველზე გაუშვი, შენი ნება არაა?!ყვარყვარემოდი და ასეთ კაცს ელაპარაკე! გესმის, რა არის გეგმა? არ გესმის.მეწისქვილერა ვიცი!ყვარყვარემთავრობას ამ მთის გარშემო გაჰყავს გზა და იმ უხეირო ინჟინრებს ფიქრად არ მოსვლიათ, რომ გვირაბი აქ გზას შეამოკლებს (ამაყად). აი, მე რომ ჩემს გეგმას უფროსს წარვუდგენ და მერე ლარივით რომ გავიყვან მთაში ამოდენა გვირაბს, შენ ის უნდა ნახო.მეწისქვილენელა ილაპარაკე.ყვარყვარერატომ?მეწისქვილემანამადე ბაყაყს კბილები ამოუვა.ყვარყვარედიდი მოიჯარადრე ვიქნები, დიდისგან დიდი. აი, ნახავ, ქრთამს სულ ქერივით დავაბნევ დიდკაცობაში. თვალი დაგიბრმავდება, რომ გაგივლი და არ შეგხედავ.მეწისქვილე (წყენით)ჰმ!ყვარყვარეგეწყინა? მაშ, როგორ გგონია, მე, ყვარყვარე თუთაბერს, ენით შენ შემომიარ?მეწისქვილერა ვიცი, პატარა ხიდის გაკეთება აიღე იჯარით და ისეთი ბუქი დააყენე, თითქოს მთა და ბარი გქონდა გასასწორებელი და ის ხიდი მაინც ვერ გააკეთე.ყვარყვარეკი გავაკეთებდი, მარა დამეზარა, ის ოხერი, ტვინი წაიღო იმისმა ანგარიშებმა, თავი მომაძულა!მეწისქვილეჰოდა, აი, აგერ შენი პირით გამოტყდი.ყვარყვარეშე უტვინო, ამას თავს ვერ გავართმევ?! დახედე?!მეწისქვილე (ღიმილით)ნაცარში გვარიანად ქარგავ.ყვარყვარევითომ იცინი, არა? დამალე მაგ ჩაქონქილი კბილები, თორემ!..მეწისქვილე (წყენით)ჰმ! (მიდის და ფქვილში ხელს ურევს გულმოსული) ასე რომ იწელები, ამ წისქვილის პატრონი მე ვარ, თუ შენა ხარ?!(ყვარყვარე არ უპასუხებს. განაგრძობს ნაცრის ქექვას. წისქვილი იწყებს ხრიალს)მეწისქვილეეჰე, საფქვავი შემომელია. (ყვარყვარეს) შენთან ღიტინს მირჩევნია წყალი გადავუშვა და წისქვილი შევასვენო (მიდის).ყვარყვარეეე, ცეცხლი იფშუტება. სადაა შეშა?! ჯირკს მაიც მოვაგორებ კერასთან. (დაეჭიდება ჯირკს და ვერ დაძრავს) მძიმეა, რა ზარმაცი მოხუცია, სულ იმას უყურებს, რომ მე დავუპო შეშა და შემოვუტანო. მანამ ნუ გაითბობს გვერდებს, სანამ მე მას შეშა არ დავუჩეხო! (შემოდის მეწისქვილე. აკანკალებს, კერასთან თბება)მეწისქვილეთათრების მხარეზე რომ გავიხედე, გული გადამიტრიალდა.ყვარყვარერა მოხდა?მეწისქვილეთოფის სროლა აქეთ მოიწევს. ეტყობა, საქმე ცუდადაა.ყვარყვარემაშ, შენი სიტყვით, დღეს აქ თათრები შემოცვივიან და დაგვკლავენ?!მეწისქვილეთუ ჯარმა უკან დაიხია, ვინ იცის.ყვარყვარე (აღშფოთებული)ჩერჩეტობ!მეწისქვილეგანა ცოტა სასწაული მომხდარა?! (იხვევს წელზე ძველ შალს) ამისთანა დროს წელში ქარი გამიდგა და ვერც გავიქცევი.ყვარყვარერას ამბობ?! ტყუილა გული არ დამიშინო, თორემ… ამ წისქვილს სულ რიარიად წავიღებ!მეწისქვილემოერევი?ყვარყვარერას ვერა, გინდა ახლავე შიგ გამოგჭეჭყო?!მეწისქვილეეს რა გადავიკიდე. მე ისე ვატყობ, აქედან გადენასაც მიპირებ.ყვარყვარე (მოლბება)არა, რატომ!.. (სიცივისაგან შეაჟრჟოლებს) სად უნდა გაგაგდო ახლა ამისთანა ამინდში.მეწისქვილეროგორ, ვინ უნდა გავიდეს აქედან, მე თუ შენ?! ვისია ეს წისქვილი?!ყვარყვარეკარგი, გქონდეს.მეწისქვილეროგორ, შენი ნაჩუქარია?ყვარყვარეახლა ეს ზამთარიც ილევა და რომ გამოზაფხულდება, მერე მე ვიცი შენი სამაგიერო პატივისცემა. ისეთ განიერ მუხის ჩრდილს გიშოვი, რომ მეფესავით წამოწვე. (ამთქნარებს) ზაფხულში ჩრდილს რა ჯობია, ოჰ, რა მადაზე მოხვალ! მაშინ ნახე ჩემი მასპინძლობა, ჩიტის რძე რაა, იმას არ მოგაკლებ.მეწისქვილე (დაფიქრდება)რა ვიცი, ახლა შენ არ იყავი… ისე ავარდი, რომ…ყვარყვარერა ვუყოთ, კაცი ხან ავარდები, ხან დავარდები… და… ბოლოს… ეჰ, ადამიანის ბოლო უბედურია, სიკვდილი რომ გამახსენდება, სულ ჭინჭარივით გამბურძგლავს ტანში. ერთი ეს მითხარი, რაა კაცის სიცოცხლე?!მეწისქვილეარაფერი არაა, ჭირის დღეზეა კაცი გაჩენილი.ყვარყვარეჰოდა, აბა, სიამტკბილად მოვუქციოთ ერთმანეთს ღრანჭი, მეტი რაა ქართველი კაცის სიცოცხლე.მეწისქვილეამას არ ამბობ უჭკუოდ (ხელს უფათურებს კერას). ოჰ, ცეცხლიც გვეფშუტება.ყვარყვარემაშ, ერთი შენს გახარებას, წადი და შეშა მოიტანე.მეწისქვილეხომ იცი, წელი რომ მტკივა, შენ მოიტანე.ყვარყვარენელა ილაპარაკე. მე ყინვაში გავალ?! აქედან ახლა თოფითაც ვერ ამაგდებ. ხომ ხედავ, არ მცალია.მეწისქვილერას აკეთებ? შეშის დაჩეხა გიჭირს და ვითომ მთების გათხრაზე ფიქრობ?ყვარყვარესად შეშის დაჩეხა, შე უტვინო, და სად მთების გათხრა, რას მელაპარაკები?! მე ხიდის იჯარასაც იმიტომ გავუშვი ხელი, რომ პატარა საქმე ჭირივით მეზარება! (აღშფოთებული) და ახლა შენ ისე ამიგდე, რომ შეშის მჩეხველად მხდი?!მეწისქვილეეს რა გადავიკიდე, სამი ნაცოლევი კაცი ვარ და ამისთანა გაჭირვება არ დამდგომია. ქუჩიდან კაცი შემოვიხიზნე, ვიფიქრე, კედელყურეს გამიცოცხლებს-მეთქი, ეს კი სულ მომხდურივით არის (აღშფოთებული). მორჩა და გათავდა, შენი შემხიზვნელი აღარა ვარ!ყვარყვარეჭკუაზე მოდი, ეს კერა არ გამიცივო, თორემ… (მუშტს მოუღერებს)მეწისქვილერას მემუქრები?ყვარყვარესულს ამოგაცლი, თუთაბერი ვარ, სულძაღლო!მეწისქვილებიჭო, ხელი დასწიე!ყვარყვარეყვარყვარე ვარ, ყვარყვარე! ძველებური ვაჟკაცის სახელი მქვია. ისე გავადენ ბდღვირს აქაურობას! (ნაცარს ურტყამს ჯოხს)მეწისქვილე (აღშფოთებული)ეს რა ბუღი დამიყენე! (მიდის კარისაკენ) ჩემს წისქვილში მე არ მეცხოვრება. (გააღებს კარს და კარიდან აწვდის ხმას) მართალი მითხრა გულთამზემ, ვინმე მაწანწალა არ შეიხიზნო წისქვილშიო. ნამდვილად გულთმისანია ის ჩემი გოგო. დღეს უნდა მოვიდეს და ვეტყვი, რაც შენგან შავ დღეში ვარ.ყვარყვარერაო, დღეს მოვა შენი ქალიშვილი? (მღელვარედ) მერე მაგ კარში, კაცო, რად ცივდები? შემოდი, არ გრცხვენია, ავად რომ გახდე?!მეწისქვილეარა, უნდა წავიდე. გაიგოს, რა ცეცხლში ვარ.ყვარყვარე (თავისთვის)ეჰ, რა ბებერი ძაღლია! (მივა კართან და ეძახის) მასპინძელო, მოდი, იმ წმინდა კვირიკეს ხატს გაფიცებ, გუშინ რომ ამბობდი, სასწაულმოქმედიო…მეწისქვილე (ყოყმანით მიუბრუნდება)ჩვენი შერიგება, რაც უნდა ხატზე დამაფიცო, არ მოხერხდება.ყვარყვარეშენ პირდაპირ ნაწილად დასარიგებელი კაცი ხარ… ჩამოჯექი ერთი, იმ ქალის ამბავს მომიყევი.მეწისქვილეაბა, უპატრონო გგონივარ?!ყვარყვარედღეს უნდა მოვიდეს?მეწისქვილეროცა ბარზე მუშაობამ გამტეხა, იჯარით ეს დოლაბი ამაღებინა.ყვარყვარემან გაშოვნინა ეს წისქვილი?მეწისქვილეჭკვიანი ქალია ჩემი გულთამზე. სახიერიც კარგი დადგა. მოწყალე დებში იმისთანა მეორე ვერ მოგართვეს.ყვარყვარეეს სიტყვები შენი ენიდან პირდაპირ თაფლივით მეწვეთება გულში.მეწისქვილეყველა მადლიერი ჰყავს სიკეთისათვის.ყვარყვარეალბათ სახეც ნახატივით ექნება, ა?მეწისქვილეარ ვიცი, შენ და ის როგორ მორიგდებით. მე ერთხელაც შენი ამბავი რომ მოვუყევი, ასე მითხრა: წისქვილიდან გააგდეო, იქ რომ მოვალ, არ დამხვდესო.ყვარყვარეარ დამხვდესო? (გაანჩხლდება) ის შენი გულთამზე, როგორც ვატყობ, ხრონჩებიანია, ცხვირი იმას წეროსავით ექნება.მეწისქვილებოლოს კი, ღვთის წინაშე, როდესაც ავუხსენი, არსად ბინა არა აქვს-მეთქი, კიდეც შეებრალე, იყოსო.ყვარყვარეშევებრალე? იცის კაცის შებრალება?!მეწისქვილემაშ, რა იქნება? როცა ქალი ომში და ტყვიაში მიდის ჭრილობების მოსავლელად, ალბათ, გულმოწყალეა.ყვარყვარე (სასოებით)ძალიან გულმოწყალეა! იმ ლამაზ სახეზე კბილები მარგალიტივით ექნება ჩაჩხრიალებული(შემოდიან კაკუტა და ქუჩარა – სანგრის მთხრელი მუშები).ქუჩარაბიჭო, კაკუტა! აქ რა სითბოა, ა? ხომ ხედავ, ჩვენი ნაცარქექია სულ კარგ ყოფაშია!კაკუტა (მოიკუნტება)ეგება აქ, ჩემო ქუჩარა, სადმე პურის ნატეხი ვიშოვოთ სულის ჩასაბრუნებლად.მეწისქვილერა ქარმა გადმოგაგდოთ, გამარჯობა მაინც გვითხარით!კაკუტათავიც რო დაგვავიწყდა?!ყვარყვარერა დაგემართათ, თქვე გლახაკებო? სულ ასე უნდა იწანწალოთ, უთაურებო? თქვენი კაცად გახდომა ვერასოდეს რომ ვერ მოვახერხე! აფსუს, თქვენ ჩემი მეზობლები იყოთ, სწორედ მერცხვინება.ქუჩარაიმ შეჩვენებულმა მოიჯარადრემ ჯარისთვის სანგრები გვათხრევინა, ასე თქვა, ფულს აიღებთო… და სოფელში სახლს დაიდგამთო… მაგრამ, თათრის ყუმბარები სულ ხეს და მიწას რომ გლეჯენ, სამუშაოზე რა გაგაჩერებს?!კაკუტაჩვენმა ჯარმა უკან დაიხია და მე და ქუჩარამ ნიჩბები მივაგდეთ თხრილში და რომ ვიბრუნეთ პირი, სულ დათვებივით მოვძუნძულებდით. რას ვიზამთ, კაცნი ვართ.ქუჩარაყურებთან რომ ტყვიები აზუზუნდა, ვიფიქრე ნაცარქექიამ…ყვარყვარე (გააწყვეტინებს)ვინ არის ნაცარქექია? მაგ სახელის შემრქმევი თუ მოვიგდე ხელში!..ქუჩარაარა, ყვარყვარე თუთაბერმა-მეთქი. ჰო, ასე ვიფიქრე, ჭკუა მოიხმარა და იჯარაზე ხელი აიღო-მეთქი (შარვალზე ანახებს ღიმილით). აგერ ტყვიამ ხორციც გამიწვა, (თითის თავს აზომებს) ამოდენაა ეს ოხერი და სულს კი ამოგაცლის.ყვარყვარემე ჭკუით ვცხოვრობ.კაკუტაისეთ უბედურ სამუშაოზე მიგვაყენა მოიჯარადრემ, რომ მე და ქუჩარას ხელის გული აბედივით გაგვიხდა, ფული კი სადაა!.. რამდენია ჩვენი ფული, ქუჩარა, საგზლად გვეყოვა?ქუჩარაერთი კიდევ დავთვალოთ (კაკუტა და ქუჩარა გაყუჩდებიან და ფულს ითვლიან).კაკუტაკიდევ დავითვალოთ.ქუჩარათუ გინდა, დავითვალოთ, მაგრამ… (შეჩერდება) ეს არის რა… ათასჯერ რომ დავთვალოთ ეს არის. კიდევ კარგი, ბედი გვეწვია, თორემ… ეს რომ არ გვეშოვა…(მიუთითებს შეხვეულზე)კაკუტაჰო, ეს რომ არ გვეშოვა, ჩვენზე უცოდვესი ძაღლი არ იქნებოდა.ქუჩარამაინც გაჭრა ჩვენმა იღბალმა.კაკუტაგაჭრა, პირდაპირ გაჭრა.ყვარყვარერა იშოვეთ?ქუჩარა (კაკუტას)ნუ ეტყვი, დამალე (კაკუტა მალავს შეხვეულს, ყვარყვარეს). არაფერია, აგერ, სადღაც, ერთ მკვდარს წავაწყდით.ყვარყვარემკვდარს წააწყდით? მკვდრები კიდევ მკვდარს წააწყდით?!ქუჩარასაქმეც ეს არის და ამიტომ გავძარცვეთ, თორემ ცოცხალი რას გაგატანს (კაკუტას) არ ანახო, მოიტა, მე დავიჭერ (გამოართმევს შეხვეულს).მეწისქვილეეჰ, მკვდარი გაძარცვეთ? ღმერთო, შენ შემეწიე! როგორ გაფუჭდა ხალხი, მარტო ამის გაგონება წარწყმედს ქრისტიან კაცს.კაკუტაჩვენი რჯულის არ იყო და…ქუჩარა (კაკუტას)ო, არ წამოგცდეს (კაკუტა დადუმდება) თათარი გავძარცვეთ.ყვარყვარემკვდარი თათარი სად ნახეთ, თქვე ბრმებო?!ქუჩარაიმ სანგრებიდან რომ გამოვიქეცით, აურზაურში მხარი გვეცვალა და სხვა ხევში შევსულვართ. მერე, ვხედავთ, აგერ, ჩვენ წინ, თათარი გაშოტილა, ერთ გულზე კიდევ შევშინდით, მაგრამ ვხედავთ, მკვდარია და ძვირფასად აცვია… მერე კაკუტამ ვერ მოითმინა და…კაკუტაქუჩარამაც ვერ მოთმინა.ქუჩარაცოცხალი კაცის მოკვლისთვის ჯვარს აძლევენ და ჩვენ…მეწისქვილეწაწყდებით, თქვე საწყლებო.ყვარყვარემანახეთ ერთი, რა აგიღლეტიათ.ქუჩარა (გაშლის თურქულ ძვირფას სამოსელს)ო, რა თვალსანახავია!კაკუტაო, რა ჩასირმულია!ქუჩარახომ ფასად გაიყიდება?ყვარყვარე (სინჯავს ხელში)ვისაც ვაჭრობის შნო აქვს, კი გაყიდის. ამას მე გავყიდი (მხარზე გადაიდებს). თქვენ ხომ მაინც ტყუილად დაკარგავთ.ქუჩარა (ხელს სტაცებს სამოსელს)ხელი გაუშვი!ყვარყვარე (არ უშვებს ხელს)დამანებეთ, თორემ, თუ სისხლი ამივარდა თავში, ხომ იცით, რას გიზამთ!ქუჩარა და კაკუტა (ხელს გაუშვებენ)შენით მოგვეცი, ჩქარა მოგვეცი!ქუჩარასულ ერთია, არ მოგეშვებით.ყვარყვარე (მუქარით)ჩვენს სოფელში, ერთხელ ხელით რომ ხე მოვთხარე, არ გახსოვთ?!ქუჩარაარ ვიცი.ყვარყვარეგზაში რომ დიდი ლოდი მოვხეთქე და მთიდან გრიალ-გრიალით დავაგორე, ის ხომ თქვენი თვალით ნახეთ!კაკუტაროდის ვნახეთ?ქუჩარა (ყვარყვარეს)ამ ნასისხლარს თუ მოგვცემ, ყველას ისე ვეტყვით, რომ მართალია-თქვა.კაკუტასულ ბატონ ყვარყვარეს დაგიძახებთ. სხვამ რომ გაგინოს, ჩვენ არ გავერევით.მეწისქვილედაუბრუნე, კაცო, მათი ნაცოდვილევი, მთელ ქვეყანაში გაგლანძღავენ, რად გინდა?ყვარყვარე (დაშოშმინდება)მე, რასაკვირველია, ფულს სახელი მირჩევნია.კაკუტა (ქუჩარას)დაშოშმინდა.ყვარყვარეგული არ მომაყვანიოთ, იცოდეთ, არ გამაბრაზოთ… თორემ, ფეხებში რომ მოგკიდებთ ხელს, თავებით მიგაწყვეტთ ამ წისქვილის ქვაზე.ქუჩარაცხრა მთას იქით მეზობელს შეგეყარეთ და აქ გაწყენინებთ?ყვარყვარემე იმნაირი ხასიათის ვარ, ხანდახან კაცი თუ არ მოვკალი, ავად გავხდები.ქუჩარაკი… ასეა…კაკუტაახლა მოგვეცი ბარემ.ყვარყვარემაშ, თუ გინდათ ეს მიიღოთ, შეშა დამიჩეხეთ.კაკუტადავჩეხოთ.ყვარყვარეაი, იქ, შემოსავალში რომ ბოძია, დაჭერით და მოტანეთ. ამ საწყალი მოხუცის ხათრით გეუბნებით.ქუჩარაიმოდენა ძელი? (კაკუტას) დავაპოთ.კაკუტასულ მარილივით დავფშვნით… (აპირებენ წასვლას)ყვარყვარედაიცათ, ჯერ ეს ჯირკი მოაგორეთ ამ კერიასთან.კაკუტა (უცბად აიღებს და დააგდებს დიდ ჯირკს კერიასთან)კიდევ ათი რო იყოს, რა არის…ქუჩარაახლა – იქ (აპირებენ წასვლას).ყვარყვარეეს რა გიქნიათ! (ჯირკზე უთითებს კაკუტას) შე ვირო, ა, დასაღუპავად დაგასაქმეთ?კაკუტა (დაბნეულედ უყურებს ჯირკს)ის ვქენი, რომ მითხარი.ყვარყვარე (ანჩხლად)რა გიქნია, მკვდარო, ა? შეიძლება ჯირკის ასე შემოდება კერიაზე?კაკუტაშევაბრუნო? (ასწორებს ჯირკს) ასე?ყვარყვარეახლა – გარეთ (კაკუტა და ქუჩარა ხელებს წაიკაპიწებენ და მიდიან) მაგათ ჰგონიათ, ერთი ბოძის დაჩეხვისთვის დავუბრუნებ ამ ტანისამოსს.მეწისქვილეროგორ, კიდევ პირს უტეხ?ყვარყვარესულ ვამუშავებ და მომეშვებიან, აბა, რას იზამენ.მეწისქვილე (წყენით)იმე!..ყვარყვარეთვალი სულ კარისაკენ მაქვს, რად არ გამოჩნდა, აღარ მოდის?მეწისქვილევინ?ყვარყვარეშენი სანაქებო ქალი, ის… გულმოწყალე.მეწისქვილეგულთამზე?ყვარყვარე (კმაყოფილად)ეჰ, რა დაგირქმევია ქალისათვის, პირველი საქმე სახელია.მეწისქვილეცუდად დამირქმევია, რას იტყვი?ყვარყვარეთამარ მეფეს ეკადრება, ისეთი სახელია (დუმილია, ქექავს ნაცარს).მეწისქვილერომ თქვას კაცმა, კარგი მუშებია კაკუტა და ქუჩარა, ხომ გესმის, როგორ მარჯვედ ჭრიან.ყვარყვარე (ქექავს ნაცარს, თავს არ იღებს)დამაცადე.მეწისქვილე (დუმილის შემდეგ)სწორედ საქები მუშებია, ოღონდ ბევრს თუ არ ანაფოტებენ იმ ნაჯახით.ყვარყვარე (თავს არ იღებს)ნუ მიშლი!მეწისქვილერას უნდა გიშლიდე… (აკვირდება ნაცარში) ეს რა მოგიქარგავს?ყვარყვარე (დუმილის შემდეგ)სასახლე, გალავანი, ბაღები… ვერ ხედავ?! აი, აქ, შეხედე, აქ სულ კიბეებია.მეწისქვილესად?ყვარყვარეეს არის მარმარილოს კიბე. აქედან შემობრძანდება შენი ქალიშვილი. აქ, ამ განიერ დარბაზში, გვრიტივით მოგოგმანდება და აქ ნესვივით გაგორდება.მეწისქვილესად, ამ ნაცარში?ყვარყვარენაცარი კი არა, ეს ჩემი სასახლეა.მეწისქვილეეს?ყვარყვარერომ ვერ გავაგებინე ამ კაცს, რა არის გეგმა?! იცი, რა არის გეგმა?მეწისქვილემე, რაც გლეხკაცს შეეფერება, ვიცი.ყვარყვარეიცი, რა არის კაპიტალისტი?მეწისქვილერა უნდა იყოს, ვთქვათ …ყვარყვარეკაპიტალისტი – ფულია. იცი, რა არის სოციალისტი?მეწისქვილეჰო…ყვარყვარებებერო, შენ აწი ხომ მალე დაგელევა სიცოცხლე, აბა რა, წელსაც ვერ აბრუნებ.მეწისქვილეეს ასეა, რას იზამ?!ყვარყვარესოციალისტი ამბობს, რომ საიქიოს ვერ ნახავო.მეწისქვილერატომ ვერ ვნახავ?ყვარყვარერატომ?! შენ იცი, ღმერთი რომ არ არის, ა?მეწისქვილე (აღშფოთებული)იმე! (თოფის ხმა)ყვარყვარე (შემკრთალი)რა ამბავია?მეწისქვილერისხვა არ იყოს, პირჯვარი მაინც დაიწერე, შე წაწყმედილო! (კაკუტა და ქუჩარა კარებში შემოყოფენ თავს)კაკუტა და ქუჩარა (ერთად)გესმით?მეწისქვილე (უცბად წამოდგება)რა ამბავია, ბიჭებო?ქუჩარავითომ თათრის ჯარი შემოიჭრა, ისეთი ბრძოლაა.კაკუტააგერ ქალი და კაცი მორბის.მეწისქვილესწორედ უბედურებაა.კაკუტახედავთ, ქალი და კაცი აქეთ რომ მოძუნძულებენ?!ქუჩარა (კაკუტას)ჩვენც მოვუსვათ, რაღას ვუცდით?მეწისქვილე (კართან)თავს უშველეთ! (მეწისქვილე, კაკუტა და ქუჩარა გარბიან)ყვარყვარე
(აპირებს გაქცევას. ჩაიკეცება და წამოდგება, მიირბენს კარებთან) გარეთ ტყვია რომ მომხვდეს?! (შიშით დააყურებს) ფეხის ხმა მესმის (უცბად დააკვირდება მხარზე გადაკიდებულ თურქულ სამოსელს და ხელს ჩაავლებს) ჰა, ეს ხომ მიშველის ახლა! (იცვამს ტანისამოსს და თან უკან იხევს) ახლა თათარი თათარს ხომ არ მოკლავს… მათი ენა რომ არ ვიცი?! აა, მუნჯი ვარ, ვითომ მუნჯი ვარ… მუნჯური ხომ ყველა ენაზე ერთნაირია! (მოისმის ფეხის ხმა) მოდიან, მოდიან… და, ახლა რომ არ მომკლან, სწორედ ძაღლის იღბალია საჭირო!.. (ყვარყვარე იმალება. წისქვილში შემოდიან გულთამზე და სევასტი)სევასტი (უჭვრეტს კარში)ჩაიარეს, სხვა კვალმა გაიტყუა!გულთამზედაჭრილი არა ხარ?სევასტიარა.გულთამზეპროკლამაციები ცეცხლში ჩაყარე, აგერ ცეცხლი.სევასტიარ დამრჩა.გულთამზე (მიმოიხედავს)ნეტა სად გაქრა მამაჩემი, რა მოუვიდა? (ჩამოიღებს კედლიდან მეწისქვილის ტანისამოსს) აი, გადასაცმელი.სევასტი (ათვალიერებს და იცვამს)ისეთია, ჩემს გაჭირვებას რომ მოუხდება?გულთამზებედს ვუმადლოდეთ, თუ გადავრჩით… სამხედრო ფორმის მითვისება და ჯარში პროპაგანდა. რომ მოგვწეოდნენ, ხომ დავიღუპებოდით!სევასტიხანდახან გმირობაც მარტო ესაა – არ ფიქრობ, რა მოგელის.გულთამზეაწი მაინც ვერ გაიჭაჭანებ ამ არემარეზე.სევასტიფრონტი დიდია. სადაც წავალ, ყველგან ვიპოვი თანაგრძნობას.გულთამზემე რომ აქ ვარ სამსახურით დაბმული?!სევასტიმერე რა მოხდა, მაგ დაბრკოლებას განა ვერ გადავლახავთ?!გულთამზეროგორ არა, მე ისე ვამბობ, თორემ… ჩვენ ერთმანეთს ისე შევეთვისეთ, სიკვდილის მეტი, არ ვიცი, რა გაგვთიშავს.სევასტიჩვენ ისეთი გზა ავირჩიეთ, ყოველ ნაბიჯზე გველოდება რაიმე ხიფათი, ამიტომ უნდა შევეჩვიოთ განსაცდელს და მუდამ გულგრილად უნდა შევხვდეთ. (უჭვრეტს კარში) ეჰე, გამოჩნდნენ!გულთამზეისევ აქ ტრიალებენ?სევასტიეს წისქვილი საიმედო არაა.გულთამზემაშ?სევასტისადმე ბუჩქებში შევძვრები და მერე, როდესაც დაღამდება, გავიპარები.გულთამზე (ხელს ხელზე ურტყამს)მერე მე?.. მე სად შეგეყარო?სევასტიშეგატყობინებ… ახლა უნდა დაგემშვიდობო… როგორ მიყურებ? ნუ გეშინია. შენ გგონია, უკანასკნელად ვხვდებით ერთიმეორეს?.. რად კანკალებ?!გულთამზესიცოცხლევ! (ერთმანეთს ეხვევიან)ყვარყვარე (თავი წამოყო)რა ხვევნა-ალერსია, ეე, რას შვრებით! (სევასტი და გულთამზე მოიხედავენ)სევასტი (გულთამზეს)აქ ოსმალო საიდან გაჩნდა?!გულთამზე (გაკვირვებული)არ ვიცი.ყვარყვარეაქეთკენ თათრები არ გადმოჭრილან?სევასტიარა.ყვარყვარე (გამოდის)მაშ, რა იყო, ასე გულის გასახეთქად რომ შემოვარდით (გულთამზეს დააკვირდება). ოჰო, ოფოფივით ქალია.სევასტიუკაცრავად, ბატონო.ყვარყვარეუკაცრავადო!სევასტითუ შეგაწუხეთ, ბოდიშს ვიხდით,ყვარყვარემესმის, (თავისთვის) ცხოვრების წესი მე ასე გამიგია, კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე: მაგრამ, თუ მაგრადაა – გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს…(სევასტის) ბოდიშს იხდი?სევასტიმე მგონია, გითხარი.ყვარყვარემერე, საალერსოდ რომ შემოხიზნულხარ, რა წესია? თქვენც კუთხე მოგინახავთ, რაღა! წყალი კი არ მაქვს ამ ძარღვებში, მეც ვაჟკაცის სისხლი მაქვს. სულ არ მერიდებით მამაკაცს?!სევასტიდამშვიდდით. (ამოიღებს უბიდან პაპიროსს) თქვენ, პაპიროსს ხომ არ ინებებთ, მიირთვით.ყვარყვარეკი. (გამოართმევს, თავისთვის) ეტყობა, ძალიან მშიშარაა.სევასტიაქ, თურმე, შესანიშნავი სანადირო ადგილებია.ყვარყვარეოო, მონადირის ნანადირევი მე ძალიან მიყვარს. (გადახედავს გულთამზეს) ეს ოფოფი ვინ არის?სევასტიეს გახლავთ ამ მეწისქვილის ქალი.ყვარყვარეგულთამზე?გულთამზედიახ. (გაკვირვებით) თქვენ ვინ ბრძანდებით?ყვარყვარე (უცბად)შენ ამის ცოლი ხომ არა ხარ?გულთამზეარა.ყვარყვარე (მღელვარედ)მაშ, რა იყო, რომ გულში ჩაგიხუტა?სევასტიეს რა თქვენი საქმეა?ყვარყვარეუჰ, რა ქალს აფუჭებს!გულთამზეძალიან როშავ, ვიღაცა ხარ!ყვარყვარე (გულთამზეს)შენ გაჩერდი შენთვის! (სევასტის) შენ ახლა ჩემთან გაქვს საქმე და, თუ ვაჟკაცი ხარ, გამაგრდი!სევასტი (მოემზადება თავის დასაცავად)არ გაბედო, თორემ ცუდ პასუხს გაგცემ!ყვარყვარე (ძრწოლით)ეს კაცი ახლა შემომაკვდება, არ გავუშვებ…გულთამზე (შეშინებული გააღებს კარს)წავიდეთ.სევასტიჰო, კარგი, გავშორდეთ ამ თავხედს.ყვარყვარე (გულთამზეს)შენ აქ დარჩი (მოიგდებს მკლავით გულთამზეს) იმას კი ნამდვილად დავგლეჯ… დავ… დავ… მაგრამ თუ ბედი აქვს და გამასწრო, რა…გულთამზერა აშვებული ნადირია!სევასტი(სასოწარკვეთილებით გაიწევს ყვარყვარეზე. ყვარყვარე მოულოდნელად გარბის და ეფარება ტომრებს).გულთამზე (იცინის)როგორ უცბად მოიკუნტა.ყვარყვარე (კანკალებს)თუ ასეთი რამე მოვახერხე, რომ არ დამახრჩო, სწორედ მოსალოცი ვიქნები. (სევასტის) შე კაცო, ხელმწიფეები შერიგებულა და ჩვენ რა…სევასტისულ მთლად უსუსურია.ყვარყვარე (სევასტის)ღონე კი მაქვს, შენისთანა პატიოსან კაცს თითი როგორ დავაკარო?! კაცს ხელს როგორ შემოვარტყამ, სინდისი გობქვეშ კი არ შემინახავს?!სევასტიუტიფარია, ვიღაცაა.გულთამზეოო, ეს კაცი, ალბათ, ის არის, მამამ რომ მითხრა, (იცინის) ნაცარქექიაა!..სევასტირას ამბობ! (ყვარყვარეს) შენ ვინა ხარ?ყვარყვარეყვარყვარე თუთაბერი.გულთამზედია!სევასტი და გულთამზე (ერთად)ყვარყვარე თუთაბერი! (იცინიან. მოისმის სროლის ხმა. დააყურებენ)გულთამზესიცილის დროც არა გვაქვს.სევასტი (იცქირება ჭიტანოში)წავალ, თორემ… მაგვიანდება.გულთამზეჯერ გავიხედოთ, უცაბედად არავის შეეფეთო. (სევასტი და გულთამზე მიდიან)ყვარყვარეეე, რას იზამ, კიდევ არა უშავს, რა უშავს! ენის მასალით ქალთან კაცი პირს ყოველთვის მოიბან. ეს ვერ გამიგია, ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ ჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო. ასეა… (ქექავს ნაცარს) ახლა ისეთი რამე უნდა მოვიგონო, რომ მისი თეთრი პერანგი ხელში დავაფრიალო… უჰ, რა ქალია! ცეცხლივით არ შემომენთო! რა დროს ნაცრის ქექვაა! (კრავს ფეხს ნაცარს) გათავდა, ყვარყვარე, შენთვის თბილი ნაცრის ქექვა. (წამოდგება) ერთხელ დავბადებულვარ და ერთხელ უნდა მოვკვდე! (ბრაზით მიდის კარისკენ, შეჩერდება) ჭკუით, ყვარყვარე თუთაბერო, მართალია, ერთხელ დაიბადე, მაგრამ მეორეჯერ კი არ დაიბადები… მოითმინე, ფეხის ერთი გაკვრით ბურთი ლელოზე ვის გაუტანია. ოო, ასეა… (ფრთხილად გაყოფს თავს კარში) ესენი კიდევ აქ არიან?!(დაღონებული შემოდიან სევასტი და გულთამზე).გულთამზეხომ ხედავ, როგორ დაგეძებენ!ყვარყვარემგონია, ვიღაცას ემალებიან, ერთი გავიხედო? (კარს გააღებს)სევასტი (უკან გამოსწევს ხელით ყვარყვარეს)აქეთ!ყვარყვარე (თავისთვის)აა, მთავრობას ემალება! ნეტა რის მოქმედია? რა გამეხარდება, თუ გაკოჭეს! (სევასტის ხმამაღლა) ნუ გეშინია, მე ქურდს და ყაჩაღს არ გავწირავ.სევასტიმაგაზე ვერ გეტყვი მადლობას. მე არც ერთი არა ვარ.ყვარყვარე (თავისთვის)მაშ ვინაა? სოციალისტი ხომ არ არის? (სევასტის) მე სოციალისტები უფრო მიყვარს, ისინი რომ ქადაგობენ, სწორედ ჩემი საქმეა. რომელ სახლშიც გინდა შედი და მოირთხე მაგრად ფეხი, სმა-ჭამა სულ მუქთი იქნება. მე რომ მკითხონ, სოციალისტების სურათებს ეკლესიაში დავკიდებდი, სულ წმინდანებივით წვალობენ ხალხისათვის, მეც ხალხისათვის ვწვალობ ამ ქვეყანაზე და, ჩემი არ იყოს, შენც სოციალისტი ხარ. გულთამზე (რომელიც მღელვარედ იცქირებოდა ჭიტანოში) უი, აქეთ მოდიან, რა ვქნათ, კარს მოადგნენ.სევასტიმაშ, როგორც ვხედავ, ვერ გავძვრები. (ურტყამენ გარედან კარს)ყვარყვარე (ნეტარებით)გაება.გულთამზევინა ხართ?ხმა გარედანკარი გააღეთ!გულთამზერა გნებავთ?ხმა გარედანკანონის სახელით მოვითხოვთ, გააღეთ კარი!..გულთამზე კედელს მიეყუდება, გარედან ურტყამენ კარს. კარი ჩამოვარდება შემოდის ორი ოფიცერი. ჯარისკაცები დგანან კართან.პირველი ოფიცერი (აღშფოთებით უთითებს ყვარყვარეზე)ხედავ?პირველი ოფიცერი (რევოლვერს უმიზნებს ყვარყვარეს)თქვენ დატუსაღებული ხართ.ყვარყვარემეე?გულთამზევერ გავიგე, ვის ეძებთ?პირველი ოფიცერიგანა ეს ოსმალოა?გულთამზეარა, ეს ერთი საწყალი ნაცარქექიაა, მხოლოდ გადაცმულია, ბატონებო.პირველი ოფიცერი (1-ლ ოფიცერს)ოო, ეს ქალიცა ადასტურებს, რომ გადაცმულია (ოფიცრები იცინიან).პირველი ოფიცერიეს არის ფარულად მომუშავე რევოლუციონერი. ოთხი თვეა, რაც შტაბის საიდუმლო განყოფილება ეძებს, მაგრამ ისე სცოდნია გადაცმა, რომ ეშმაკს თვალს აუხვევს.სევასტი (გულთამზეს ჩუმად)თუ ყვარყვარემ არ გამცა, გადავრჩები. (ოფიცრებს) რას ლაპარაკობთ? ღმერთმა დასწყევლოს, თუ ეს ავი კაცია, სინდისის მაინც არ რცხვენია?!პირველი ოფიცერიუჰ, რამდენი ხანია, ამას ვეძებთ!პირველი ოფიცერიბოლოს მივაგენით, მაგრამ დილას აქეთ კი ვდევთ.პირველი ოფიცერიოო, რაც ჩვენ გავსავათდით!ყვარყვარე (გაბრუებული)ეს რა შავი დღის გადარეულები მომადგნენ! (სასოწარკვეთილებით მოიხედავს, უეცრად შეაჩერებს თვალს სევასტის) ააა, მივხვდი…პირველი ოფიცერი (ცეცხლისკენ)ქარყინვამ ლამის სახე სულ დამითუთქა.პირველი ოფიცერიარაყმაც ვერ გვიპატივა, იმ პირსაცეცხლემ! (ოფიცრები ცეცხლს ეთბობიან)ყვარყვარეძლივს არ მივხვდი! ბატონო ოფიცრებო, თქვენ რომ ეძებთ, ის კაცი…ოფიცრები (რევოლვერებით ემუქრებიან)ხმა გაკმინდე!გულთამზე (ტუჩზე ხელს მიაფარებს)არ წამოგცდეს.ყვარყვარე (იშორებს გულთამზეს)თუ მომკლავენ?გულთამზე (ალერსით ეჩურჩულება)ხვალვე გაიგებენ, ვინცა ხარ და გაგიშვებენ (ეალერსება). გემუდარები, არ დაგვღუპო!ყვარყვარე (აღელვებული, გულთამზეს ალერსით)რას მთხოვ, შე გვრიტო, ცეცხლმოკიდებულო! (ხვევს ხელებს)გულთამზეგაჰყევი, ხმა არ ამოიღო!ყვარყვარესად წავიდე? (კოცნის)გულთამზე (ზიზღით)ნუ იმტლუშნები. (ოფიცრებმა განკარგულება გასცეს კართან და პირი მოიბრუნეს)ოფიცრები (ყვარყვარეს)აიბარგე.ყვარყვარემე კი არა, ის კაცი, ეგერ…გულთამზე (მუდარით)წადი! (ეალერსება) წადი…ყვარყვარე (ოფიცრებს)არა, ვისაც თქვენ ეძებთ…გულთამზე (ტუჩებზე ხელს მიაფარებს, ყვარყვარე კოცნის)პირველი ოფიცერიაკოცე?პირველი ოფიცერიეს რა გულჩვილობაა! (გულთამზეს) თქვენ თანაუგრძნობთ?გულთამზე (ტუჩზე ხელს აფარებს ყვარყვარეს და თან უპასუხებს ოფიცრებს)არა, მე ვემუდარები, ყუმბარა არ გაისროლოს… დაგნებდეთ. ხომ ხედავთ, როგორ ვკანკალებ. მე მშიშარა ქალი ვარ…ოფიცრები (უკან დაიხევენ)რაო, ყუმბარაო! ისეთი ალყაა, ჩიტი ვერ გაფრინდება (მიდიან კარისაკენ და იძახიან). მარჯვედ, ბიჭებო, ყუმბარები ჰქონია, მოემზადეთ, ეცადეთ კი, მაინც ცოცხლად წამოიყვანოთ! (მიდიან)ყვარყვარეგამიგონეთ, ბატონო ოფიცრებო. (სევასტის) ჩქარა, გაჰყევი, შე პირუტყვო, შენი გულისთვის არ დაგვწყვიტონ! (გულთამზეს) მოდი, ერთი აქ ჩამოჯექი. (ცდილობს მუხლზე დაისვას გულთამზე)სევასტიკმარა! ამ დამცირებას სიკვდილი მირჩევნია! (გადაწყვეტილად) წადი, ვერაგო, და გამაცხადე.გულთამზე (სევასტის)გიჟო, შენ ხომ იცი, სახრჩობელა არ აგშორდება (მიუჯდება ყვარყვარეს და ელაპააკება თანაგრძნობით). იცი შენ, რა მოგელის ეს რომ გასცე?ყვარყვარეკი, ხახვს დამაჭრიან.გულთამზერევოლუციონერები მოგკლავენ, ეს არ იცი?ყვარყვარე (აწრიალდება)ეჰე, ვაი, უბედურებას!გულთამზეჯაშუშს დაგარქმევენ და იმ დღესვე ტყვიით გაგაციებენ.ყვარყვარემართლა მომკლავენ ის წყეულები. (წამოდგება) ამას რა ჭირს გადავეკიდე.გულთამზეახლა გაჰყევი, ხმა არ დასძრა, იქ კი თქვი შენი ვინაობა და გაგიშვებენ. რა გიჭირს, უდანაშაულო კაცი ხარ.ყვარყვარეჰოდა, იცოდე, კარგი ბუმბული დამახვედრე. მე მაგის ტყავის გადასარჩენად რა თავს ვიტკენ!.. ფეხს ტყუილად არ დავისველებ, გაიხედე ერთი, რა თოვლყაპია.გულთამზეყელამდე პატივში იქნები, როცა მოხვალ.ყვარყვარეკიდევაც შევიშნობ, თქვენი ამბავი ხომ გავიგე! (მოკუმშავს მუშტს) აწი ასე მეყოლებით გამოჭერილი და ერთმანეთს არ მიგაკარებთ.(ჯარისკაცები მოღერებული ხიშტებით შემოდიან. აკეთებენ წრეს ყვარყვარეს გარშემო)ოფიცრებიცოცხლად წამოიყვანეთ, თუ დაგნებდათ.ყვარყვარეჰო, არ მომკლათ, მართალი კაცი ვარ, არ დამღუპოთ.ოფიცრებიმარჯვედ, ბიჭებო, მარჯვედ… (მიჰყავთ ყვარყვარე ჯარისკაცებს, ოფიცრებიც მიჰყვებიან)გულთამზე (ცხვირსახოცით იწმენდს ტუჩებს)ტფუ, რა ბილწად დამლოშნა…სევასტიშენ ნამდვილი გმირი ხარ მოთმინებით.გულთამზეშენ ამ წუთში მდევრები არ გყავს, შორს წავიდეთ.სევასტიშენც?გულთამზემეც მოვდივარ.…არმიის შტაბის საიდუმლო განყოფილება. საწერ მაგიდასთან ზის ადიუტანტი. ცოტა მოშორებით მეორე მაგიდასთან ზის დაბალი ჩინის მწერალი.მწერალი (წერს. რამდენჯერმე გაუბედავი წამოდგება, ბოლოს სასოწარკვეთილებით მიდის ადიუტანტთან)თქვენო… კე…კე…კეთილშობილებავ, პოლკოვნიკის წარწერაა… და ეს… ვერ ამოვიკითხე.ადიუტანტიმერე მე ახლა შენთვის სად მცალია? (დაკეცავს ქაღალდს და ჯიბეში ჩაიწყობს ხელებს). ხომ გაიგონე, არ მცალია (მწერალი დაბრუნდება თავის მაგადასთან და სცდილობს ამოიკითხოს). და ასეთ წერა-კითხვის უცოდინარს გზავნიან შტაბის საიდუმლო განყოფილებაში მწერლად (აფურთხებს). ტფუ, შენ უნდა ეგდო პირველ ხაზის სანგრებში და არა კანცელარიაში.მწერალი (ტუჩები უკანკალებს)ფრიად გაურკვეველია.ადიუტანტიშენთვის ყველაფერი გაურკვეველია, შე უტვინო. ხატზე დავიფიცებ, რომ შენ სტუდენტი არა ხარ. აკი მითხრა პახომამ, ყალბი დოკუმენტით შევიდა უნივერსიტეტშიო.მწერალიპახომამ, თქვენი ერთგული რომ ვარ, იმისთვის ამითვალისწუნა, თქვენო კეთილშობილებავ. (ქვლიქვინით) რა ვქნა, რად მიწყრებით?!ადიუტანტიუყურე ამ კატის ჯიშს, როგორ შემაბრალა თავი. მოდი, ჰო, მოდი!…მწერალი (უცბად წამოვარდება და მიდის ქაღალდით. ჩურცულებს)ადიუტანტიეს რა ოქმია, წისქვილში რომ რევოლუციონერი დაატუსაღეს, რა ვერ ამოიკითხე?მწერალი (უთითებს)აი, ეს წარწერა, თქვენო კე… კეთილშობილებავ.ადიუტანტი (კითხულობს, ეტყობა ვერ ამოიკითხა)რა გაქენებულია, რა… ეშმაკიც ვერ გაარჩევს (მიუგდებს უკანვე. ხურავს თავის ქაღალდებს, თითქოს მალავს). შე ძაღლის გაჩენილო, ამ ფრიად საიდუმლო ქაღალდებში ნუ იყურები. ხანდახან რევოლუციონერიც კი მგონიხარ, – რა ვიცი.მწერალი (დაჩაგრულად)მე რევოლუციონერი?ადიუტანტი (აღშფოთებით)სტუდენტი ხომ ხარ?!მწერალიკეთილ საიმედოდ მიცნობენ. – წმინდა მიხეილის ჯგუფში ვითვლები, თქვენო კეთილშობილებავ.ადიუტანტივირი ხარ. მორიდება არა გაქვს, ყველაფერს მეკითხები.მწერალისადაცაა პოდპოლკოვნიკი შემოვა, თქვენო კე…. კეთილშობილებავ, თუ ასლი არ დახვდა მერე…ადიუტანტიმერე, ამისათვის მეც ხომ მიმაყოლებს. ამ საქმის გამოძიებამას მიანდვეს?მწერალიდიახ, ეგრე, თქვენო კეთილშობილებავ.ადიუტანტიმაშ, რიგიანად გადასწერე.მწერალი (ფლიქვინი)რა ვქნა, თუ გაბრაზდა სანგრებში მიკრავს თავს.ადიუტანტინუ ფლიქვინებ (ფეხებს დაურტყამს). ყველაფერი შენი ბრალია! (შემოდის გენერალი და პოლკოვნიკი).გენერალიის დიდი ამბები ვის არ ახსოვს. ჩვენს შტაბში ბრძოლა ყველას წაგებული ეგონა… და, ასეთ დაბნეულობაში, მე მოულოდნელად მოვიპოვე ბრწყინვალე გამარჯვება.პოლკოვნიკითქვენო მაღალაღმატებულებავ, სამხედრო ისტორიკოსები მრავალ ფურცლებზე გადაშლიან თქვენს საგმირო მოღვაწეობას და, ალბათ, იტყვიან, რომ ეს მხოლოდ თქვენ შეგეძლოთ.გენერალიჩემი მტრები გამარჯვების შედეგაც არ ცხრებიან, ახლა გაიძახიან, თითქო მე დაუზოგავად ვეპყრობი ცოცხალ ძალებს… თითქო ძვირად მიჯდება გამარჯვება… მაგრამ იმათ პატრიოტიზმი ხომ არასოდეს არ ჰქონიათ – მხოლოდ შური ალაპარაკებთპოლკოვნიკირასა ბრძანებთ?! თქვენი წყალობით არმიამ დიდი სახელი მოიხვეჭა, ცოცხალ ძალების დანაკლისიც უცბად შევავსეთ, თქვენო მაღალაღმატებულებავ!… მხოლოდ ერთი გარემოება მაბრაზებს, როგორც ჩანს, ჩვენს არმიაში მავნე სოციალისტები დაძვრებიან.გენერალიოჰო, მაგ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს.პოლკოვნიკიერთი ქვემძრომი დავატუსაღეთ.გენერალირა დანაშაული აქვს?პოლკოვნიკიომის საწინააღმდეგო ფურცლების გავრცელება.გენერალისად, ჯარში?პოლკოვნიკიდიახ, აქ, ფრონტზე.გენერალიჩამოახრჩეთ.პოლკოვნიკიდიახ, რასაკვირველია. (ადიუტანტს) პოდპოლკოვნიკი იყო აქ? აწარმოებს გამოძიებას იმ სოციალისტზე, რომელიც წისქვილში დაიჭირეს?ადიუტანტისწორედ ასე, ბატონო პოლკოვნიკო, გამოძიებას აწარმოებს.გენერალი (პოლკოვნიკს)ამ საღამოსვე შედგეს საველე სასამართლო თქვენი თავმჯდომარეობით. ასეთმა დამნაშავეებმა სასჯელისაგან გამოძრომა იციან. მაგრამ ახლა მარჯვედ დახვდით, თოკი არ ააცილოთ.პოლკოვნიკიისეთი მამხილებელი საბუთებია, თქვენო მაღალაღმატებულებავ, რომ დამნაშავე, ალბათ, ხმასაც ვერ ამოიღებს. (ადიუტანტს) ტუსაღს დაჰკითხა გამომძიებელმა?(ადიუტანტი და მწერალი ცახცახებენ).ადიუტანტიჯერ არ დაუკითხავს, ბატონო პოლკოვნიკო (ტელეფონი რეკავს. ადიუტანტი აიღებს მილს და დააყურებს).ადიუტანტი (გენერალს)თქვენო, მაღალაღმატებულებავ, პირადად გთხოვენ ტელეფონთან.გენერალი (ტელეფონში)ოო, წამოიყვანეთ? მოგილოცავთ, მოგილოცავთ… როდის წამოიყვანეთ? დაჭრილი არ არის? ცბიერი ფაშა იყო. აცნობეთ ტფილისს. (პოლკოვნიკს) ისრაფილ ფაშა დაუტყვევებიათ.პოლკოვნიკი (აღტაცებით)მოულოდნელი სიხარულია.გენერალიჩემი კბილის მატლი ის იყო.პოლკოვნიკიუმაღლესი ორდენი გერგებათ, თქვენო მაღალაღმატებულებავ.გენერალიარც თქვენ დარჩებით უნაწილოთ, ბატონო პოლკოვნიკო. სამწუხაროა, რომ გერმანიის ფრონტზე ასე არ მიდის ჩვენი საქმე (გენერალი და პოლკოვნიკი მიდიან. ადიუტანტი და მწერალი თავისუფლად ამოისუნთქავენ).ადიუტანტიეს დიდი კაცები რომ დამადგებიან თავზე, ისე ვიკარგები, ისე ვკანკალებ, თითქო ეს არის ფეხი უნდა წამკრან და გამსრისონ.მწერალიმეც – რომ გადმომხედავენ, ვნატრობ მიწა გამისკდეს.ადიუტანტიშენ მასე შეგფერის (მუქარით წამოდგება). ისევ რომ მელაპარაკება! მე შენი უფროსი ვარ, პირდაპირი უფროსი.მწერალი (აწურვით)სწორედ ასე, თქვენო კეთილშობილებავ.ადიუტანტი (აჯავრებს)თქვენო კეთილშობილებავ. ასე ხომ არ დამაბერებენ, წარმატებას ველი. შეიძლება ორი ჩინი ერთად მივიღო, მაშინ როგორ მომმართავ? კეთილშობილებას მეტყვი?მწერალიმაღალკეთილშობილებავ.ადიუტანტიახლა?მწერალითქვენო კეთილშობილებავ.ადიუტანტიმაშინ, აი, მაშინ? როცა ორ ჩინს მივიღებ?მწერალითქვენო მაღალკეთილშობილებავ.ადიუტანტი (ბრაზით)ახლა?მწერალითქვენო კეთილშობილებავ.ადიუტანტი (აღშფოთებით)რატომ ა? სადა გაქვს უფროსის დაფასება.მწერალი (ფლიქვინით)რა წყალში გადავარდე! (შემოდის ჯარისკაცი ხელში ქაღალდით. შეჩერდება და ღრმად ითქვამს სულს. ჯარისკაცი მიდის ადიუტანტის მაგიდასთან).ჯარისკაცი (მღელვარედ)პეტროგრადიდან აპარატზე დეპეშა მივიღეთ (ღრმად სუნთქავს). ჩვენ გვგონია ფრიად საიდუმლოა… თუმცა იქედან ასეთი წარწერა ახლავს… ყველას, ყველას, ყველას!…ადიუტანტიჩამაბარე (უცქერის ჯარისკაცს).მწერალი (ჯარისკაცს)შენ ჭეშმარიტ რუსთა კავშირიდან მახსოვხარ. აი, თქვენო კეთილშობილებავ, ამანაც იცის როგორი კეთილსაიმედო ვარ.ჯარისკაციიცოდეთ, ქვეყანა სულ გადაბრუნებას აპირებს. ჰო, ჰო, რა ამბავია!ადიუტანტირაო, რას მიედ-მოედები! შენ ჩვენი კავშირის წევრი ხარ?ჯარისკაციარა, რა ვიცი, მე ჩემთვის ვარ…ადიუტანტიმაშ, აპარატზე ვინ მიგიღო, თუ იქაც ებრაელი დაგვისვეს?ჯარისკაციახლა რა ვთქვა… ისეთი ამბავია, რომ…ადიუტანტი (აღშფოთებით)რაო, ეს რა პასუხებს მაძლევს?!ჯარისკაცი (აძლევს დეპეშას)წაიკითხე და ნახავ, თუ შენს ენა არ დაგებმება (ჯარისკაცი სწრაფად გაბრუნდება. კარებში შეეფეთება გამომძიებელს, გვერდს აუვლის და მიდის. შემოდის გამომძიებელი – პოდპოლკოვნიკი. ადიუტანტს გადაუკითხავი დეპეშა ხელში შერჩება და წამოდგება სალამით. მწერალი ფეხზე გაშეშდება.გამომძიებელიგამოიყვანეთ ტუსაღი. (მოხელეებს) მომეცით მასალები. ( ადიუტანტი და მწერალი უხერხულად გადახედავენ ერთმანეთს). ხომ გაამზადეთ?მწერალიმოგართმევთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ.გამომძიებელიცქვიტად, – ნუ გეძინებათ.მწერალი (მიაქვს გამომძიებელთან საქმე)გამზადებულია… მხოლოდ ერთი წინადადება…გამომძიებელი (შლის ქაღალდებს)რა წინადადება?მწერალი (ცახცახებს)თქვენო მაღლ… კეთილ… შობ… ლებავ…გამომძიებელიგაციებს?მწერალიდიახ.გამომძიებელი (გაიცინებს)აი, შენ ძაღლის შვილო (მოხელეები პატივისცემით იღიმებიან). აგერ ჩექმამ ფეხი დამჭეჭკა, მაგრამ პანღურს ისე მოგცხებ ამ ფეხით, რომ ერთსაც არ დავიკვნესებ (მოხელენი ისე იღიმებიან).ადიუტანტი (თითქო აღტაცებით)რა კარგ ხასიათზეა.გამომძიებელი (კარებში ეძახის)შემოიყვანეთ ტუსაღი ( ადიუტანტი იხედება დეპეშაში. სახეზე ეხატება გაკვირვება. შემოჰყავთ ნაცარქექია. გამომძიებლის ყურადღება უცებად ნაცარქექიაზე გადადის).გამომძიებელი (ნაცარქექიას აკვირდება)თავს ძალიან ისაწყლებ, მაგრამ შენს სახეზე მაინც ვკითხულობ, რომ სახელმწიფო დანაშაულის ჩადენა შეგიძლიან.ნაცარქექიაბატონო, რას ბრძანებთ, სულ ტყუილად ამაგდეს კერიდან.გამომძიებელიროდის დაიწყეთ მუშაობა არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ?ნაცარქექიამეე?! ვინ გგონივართ, ბატონო, დამაკვირდით. ხელმწიფის ერთგულ კაცს მეუბნებით?გამომძიებელიკმარა. მოჰყევი აღსარება. იცოდე, რამდენ მეტს დანაშაულს აღიარებ, იმდენად შეგიმსუბუქდება სასჯელი. ჩამოხრჩობა დახვრეტად შეგეცვლება, ესეც საქმეა.ნაცარქექიავაი, ამ შავ დღეს!.ადიუტანტი (დეპეშას კითხულობს და ხმამაღლა ამოიგმინებს) ეს რა ამბავია დეპეშაში?!გამომძიებელი (აღშფოთებული მოხელეებისკენ)ხმა გაკმინდეთ! (ნაცარქექიას) აბა, ჯერ დამისახელეთ თქვენი თანამოსაქმენი? დაიწყეთ, სულერთია, სიმართლე არ დაიმალება.ნაცარქექიააქ ფანჯრიდან ორ მეზობელ გლეხს მოვკარი თვალი, გეტყვიან ვინა ვარ, ტყვილად არ დამღუპოთ. ისე მიყურებ, ბატონო, რომ… სულ მაკანკალებს, ეს რა მდუღარესი ვტუცე ფეხი.ადიუტანტი (მღელვარედ)ამ განყოფილების მოხელეები მაინც შუა ცეცხლში ვართ.გამომძიებელი (ფეხებს უბაკუნებს)როგორ ბედავ?ადიუტანტიჯერ ეს წაიკითხე და მაგ ფეხი მერე დამირტყი.გამომძიებელირაო? კიდევ ენას მიბრუნებ? (მუქარით უახლოვდება).ადიუტანტი (აცქერდება დეპეშას)ასეა… რევოლუციაა… დეპეშაა… მოდით.გამომძიებელირევოლუციაა, სად?ადიუტანტიარის, არის… (მწერალს რბილად) შენც მოიწი აქეთ.გამომძიებელი (გაკვირვებული)ხომ არ გაგიჟებულა?! (გამოართმევს დეპეშას, კითხულობს) ნიკოლოზ მეორე გადადგა… (ჩიფჩიფებს).ადიუტანტი (რბილად მწერალს)შენც წაიკითხე, მეგობარო.გამომძიებელი (გარკვეულად იმეორებს)უმაღლესი ძალაუფლება… სახელმწიფო სათათბირო… აღმასრულებელი კომიტეტი… (მღელვარედ მოხელეებს) თქვენ ხომ გესმით, რას ვკითხულობ.მწერალი (გაბედა მისვლა და კიდეც კითხულობს)შედგა პეტროგრადში მუშათა დეპუტატების საბჭო.ადიუტანტიახლა ვრწმუნდები, რომ არაფერი არ მომჩვენების.გამომძიებელი (განაგრძობს კითხვასშედგა დროებითი მთავრობა.ადიუტანტი (განაგრძობს კითხვას)ამიერ-კავკასისი მეფის მოადგილის ნაცვლად დაინიშნება რწმუნებული-ემისარი…გამომძიებელირევოლუციაამწერალიმე, როგორც სტუდენტმა, თქვენ უნდა გითხრათ…ადიუტანტი (პატივისცემით)ჰო, ჰო, შენ იცი, – ალბათ.მწერალიეს რევოლუციაა.გამომძიებელირევოლუციაა.ადიუტანტირევოლუციაა.მწერალიდა, როგორც სტუდენტი, გეტყვით, რომ… ჩემი მატერიალისტური თვალსაზრისით რევოლუცია შლის ისტორიაში ახალ ფურცლებს.ადიუტანტიჰო, ჰო, კიდევ, კიდევ რა იცი?მწერალირევოლუცია სპობს მის მოწინააღმდეგე ატომებს.ნაცარქექიაშიშით ისე ვარ გაბრუებული, რომ ყურთა სმენა დამეკარგა, ისინი ჩემ ჩამოხრჩობას ხომ არ ამზადებენ. განა არ მომხდარა ასეთი მაგალითი, რომ მართალი კაცი ეშმაკის კლანჭში ჩავარდნილა?!გამომძიებელი (ნაცარქექიასაკენ მიბრუნდება და უკვე ნაცარქექიას წინაშე დგას, როგორც დამნაშავე. ადიუტანტი და მწერალი განაგრძობენ თავისთვის დეპეშის კითხვას. ინტიმურად ეჩურჩულებიან ერთმანეთს)გამომძიებელიბატონო რევოლუციონერო, თქვენ, ალბათ, დიდიხანია მუშაობდით ხალხის საკეთილდღეოდ მეფის მთავრობის წინააღმდეგ.ნაცარქექიაბატონო, არ დამღუპო.გამომძიებელიარა, ნუ გეფიქრება.ნაცარქექიასხვისი ცოდვა არ წამცხო.გამომძიებელითქვენ, სპეტაკი რევოლუციონერი ხართ, კარგად ვიცი.ნაცარქექიარას ბრძანებთ, ჩემისთანა მართალი ხეც არ არის. – ტყუილად ღადარში არ განხვიო.გამომძიებელინუ, ნუ ღელავთ, დაბრძანდით. (ჯარისკაცებს) გადით აქედან. რა საჭიროა თოფიანი ყარაული, ადამიანია, მხეცი ხომ არ არის?!. (ჯარისკაცები მიდიან).ადიუტანტი (ამოიღებს ყუთიდან ქაღალდებს. მწერალს)ეს საბუთები თუ არ მოვსპეთ სულ, სულ, სულ დავიღუპებით.მწერალიგუშინ რომ ცნობები შევადგინეთ?ადიუტანტიოო, ის უსათუოდ მოვნახოთ. მაგრამ ჯერ ეს მოვსპოთ.(ადიუტანტი და მწერალი მიდიან ქაღალდებით.)გამომძიებალი (ლაქუცით)თქვენი ყარაული მოვხსენით.ნაცარქექიაჯერ, ბატონო, გამიკითხეთ.გამომძიებელიმიიღეთ ჩემგან აღსარება, რომ მე სულისა და გულის სიღრმეში მუდამ დემოკრატი ვიყავი… და როდესაც მეფე უმოწყალოდ სჯიდა რევოლუციონერებს, მწარე გულით ვტიროდი… მაგრამ ისეთი დრო იყო, რომ ცრემლს ვერ გამოაჩენდი.ნაცარქექიამეფის მოღალატეები, ბატონო, მე ყოველთვის მძულდა, ტყუილად რატომ მცდით.გამომძიებელიარა, მუდამ თავგანწირული ყოფილხართ ხალხისთვის.ნაცარქექიაბატონო, რატომ მჭრი ამ ყელს!გამომძიებელითქვენი მოღვაწეობა ამ არმიაში კარგად ვიცით.ნაცარქექიამე არ ვარ ის კაცი, გაიგონეთ.გამომძიებელიის არა ხართ?ნაცარქექიაოო, მადლობა ღმერთს, გაგაგონეთ, ის კაცი მე არა ვარ.გამომძიებელიაა, მივხვდი. თქვენ ამ ხერხით გინდოდათ სასჯელი აგეცდინათ, რათა მეორედ შეგეწირათ თავი ქვეყნისთვის. ო, რა კეთილშობილებაა.ნაცარქექიამაშ, არაფერს არ დამიჯერებ?! (ძრწოლით) მახრჩობ მართალ კაცს?გამომძიებელიროგორ გეკადრებათ, – კაცს ჩამოვახრჩობ? ადამიანი ხომ ბუნების გვირგვინია.ნაცარქექიამერე მე კატად მთვლი?!!გამომძიებელიო, თქვენ ვერ ხედავთ თქვენს სიმაღლეს, თქვენ არ იცით სად მიგიყვანათ თქვენმა წმინდა ცხოვრებამ, სად, სად…ნაცარქექიასად?!.გამომძიებელიმე მოვსულვარ თქვენთან იმ მტრედის მსგავსად, რომელმაც ნოეს კიდობანში მშვიდობის ამბავი მოუტანა… ოღონდ, დაიმახსოვრეთ ჩემი მტრედობა და კალთა მაფარეთ თქვენს სასუფეველში.ნაცარქექიასასუფეველშიო, – უსათუოდ მახრჩობენ.გამომძიებელიმე თქვენ გახარებთ ისეთ ამბავს, ისეთ ბედნიერებას, რომელზედაც თქვენ ოცნებობდით, რომლისთვისაც სულს ლევდით! მოემზადეთ დიდი სიხარულისთვის.ნაცარქექიარაო, რას ბრძანებ?გამომძიებელირევოლუცია მოხდა, მეფე ტახტიდან გადადგა და დღეს ახალი მთავრობაა.ნაცარქექიარევოლუცია მოხდა? (თავისთვის) რას ლაპარაკობს ეს კაცი?! (გამომძიებელს) მერე?გამომძიებელითქვენ იმდენი ღვაწლი მიგიძღვით, საფლავშიაც არ დაგივიწყებდნენ, თორემ, ცოცხალს, ხალხი თქვენზე მეტად ვის დააფასებს.ნაცარქექიაეჰე! (თავს ასწევს) რევოლუცია მოხდა?გამომძიებელიდიახ.ნაცარქექია (ამაყად)მერე?გამომძიებელიქვეყანა გადაეცა თავგანწირულ რევოლუციონერებს.ნაცარქექიამერე ჩემი თავგანწირვა?!გამომძიებელისულ დაგიფასდება.ნაცარქექია (აღშფოთებით)ამ ამბავს მიმალავდი?გამომძიებელიაკი ვთქვი.ნაცარქექიაენა იმდენი ათოხარიკე, სული კინაღამ გამძვრა.გამომძიებელიარა, მე მხოლოდ თქვენი ამაგი და თავისდადება მოვიგონე.ნაცარქექიაჩემი ამოდენა თავისდადება და ამაგი ახლა წყალში გადაიყრება თუ, როგორ გგონია!…გამომძიებელირას ბრძანებთ, თქვენ დიდი მოღვაწე ხართ. (ქაღალდებზე მიუთითებს) აქ ამის შესახებ საბუთებია.ნაცარქექიააქ კიდევ რაა! (გადაუყრის საბუთებს) შენ გგონია ახლა მთელი ჩემი ცხოვრება ხელისგულზე გიწერია!გამომძიებელიარა, მე რა ვიცი… ამ არმიაში რაც ჩაგიდენია, კიდევ ცოტაა… სხვაგანაა თქვენი მთავარი გმირობა.ნაცარქექიაჰო და, ასე ილაპარაკე.გამომძიებელითქვენს შუბლზე მე ვკითხულობ ღრმა ფიქრების ნიშანს, თქვენა ხართ უდიდესი რევოლუციონერი.ნაცარქექიატყუილია თუ?გამომძიებელიმე, როგორც შეგნებული დემოკრატი, დაბლა ვიხრები თქვენს წინაშე.ნაცარქექიამერე ახლა მე ტუსაღი კი არა ვარ!.. არა ვარ… არა ვარ…გამომძიებელიარა, თუმცა ფორმალურად ითვლებით, სანამ ჩვენი უფროსი ოფიციალურად არ გამოგიცხადებთ ამ ბედნიერებას, რაც მე გაცნობეთ… მანამდე კი, თავი ტუსაღად რომ არ იგრძნოთ, აი შემობრძანდით კაბინეტში, წამოჯექით სავარძელში და…ნაცარქექიაენა დაამოკლე. ბედნიერება, თორემ შენი მოცემულია. ჩამოხრჩობას რომ მიპირებდით, რას ფიქრობდით? გეგონათ ასე შეგრჩებოდათ?!.გამომძიებელიმე? (ხმის კანკალით) ჩემს შესახებ ცუდ რამეს ხომ არ ფიქრობთ, აგიხსნით, ბატონო, მე ერთი პატარა კაცი ვარ.ნაცარქექიაარა, სად მცალია მე ახლა შენთვის, შე ჩიჩია – შე გლახა,გამომძიებელიდიახ, ხალხისთვის უნდა იფიქროთ და იზრუნოთ.ნაცარქექიარა მაქვს მე საფიქრალი?! მოტყუილდება რამეში ყვარყვარე თუთაბერი თუ რა გგონია?! (შედის კაბინეტში. შემოდიან ადიუტანტი და მწერალი).ადიუტანტიროგორ არის საქმე; ამ რევოლუციონერს ყველაფერი უთხარი?გამომძიებელიარა.მწერალისულ არ იცის?გამომძიებელიმე არ მითქვამს, მაგრამ იცის.ადიუტანტი და მწერალისაიდან, საიდან გაიგო?გამომძიებელიგამჭრიახი კაცია.ადიუტანტი (მწერალს)დავიღუპეთ. მე და შენ ყალბი საბუთები რომ შევადგინეთ სოციალისტებზე, ის თუ…მწერალი (სიტყვას წაართმევს)ოო, ის თუ არ გავანადგურეთ, ვიღუპებით – მერე სად არის?ადიუტანტიეგებ პოლკოვნიკთანაა(აპირებენ წასვლას. შემოდის გენერალი. ცივად შეხვდებიან. გენერალი გარშემო მიმოიხედავს, შეხვედრა იუცხოვა).გენერალი (მრისხანე ტონით)გამიმზადეთ ცნობა?ადიუტანტირომელი ცნობა?გენერალი (გაკვირვებული)ააა, არმიაში დეზერტირობის საღამო.მწერალიეს როდის მოითხოვეთ?გენერალი (მწერალზე)ეს ვინაა?ადიუტანტი (აწოდებს დეპეშას)პეტროგრადიდან დეპეშაა. ტვინი გადაგვიბრუნდა, ღმერთო ჩემო, აი, აი, დახედეთ.გენერალი (მრისხანე გამომეტყველებით უპასუხებს)ეს რას ჰგავს?!!ადიუტანტითქვენო მაღ…ალ… კიდევ მოგაგონებთ: დეპეშას დააკვირდით.გენერალირაო, ა? ეს რა წესრიგია!..ადიუტანტიმე მგონია წესიერება არ დამირღვევია.გამომძიებელირასაკვირველია.გენერალი (გამომძიებელს)თქვენც (დაბნეული იხედება) აააა, ყველას ავიწყდება მოვალეობა. გასწორდი!ადიუტანტი (მშვიდად მოიტანს დეპეშას და თვალწინ დაუდებს)პეტროგრადიდან გახლავთგენერალი (თანდათან მეტის ინტერესით კითხულობს, დრო და დრო ამოიყივლებს)სახელმწიფოს… სათათბიროს აღმასრულებელი კომიტეტი… დროებითი მთავრობა.. (გარკვეულად კითხულობს) პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების … საბჭო… (ჩაჯდება სავარძელში, დუმილის შემდეგ) მეგობრებო!გამომძიებელიდიახ…გენერალი (უცბად)სად არის პოლკოვნიკი?ადიუტანტიეს დეპესა პოლკოვნიკს არ უნახავს.მწერალი (ვაჟკაცური ხმით)ეს მნიშვნელოვანი ცნობებია; ჩემი აზრით, ეს დიდი ამბავია.გენერალიგანაგრძეთ თქვენი მოვალეობის აღსრულება (აპირებს წასვლას. გამომძიებელს). თქვენ კიდევ ჩემთან წამობრძანდით. (გენერალი და გამომძიებელი მიდიან. ადიუტანტი და მწერალი შეხედავენ ერთმანეთს).ადიუტანტიხომ დავიღუპეთ!მწერალიშენი ბრალია. შენ შეადგინე სოციალისტებზე ის ყალბი საბუთები. მე მხოლოდ გადავწერე.ადიუტანტიიცოდეს ღმერთმა, რომ ბოროტი განზრახვით არ მიქნია.მწერალიეს, რა ეშმაკმა შემომაგდო პატიოსანი სტუდენტი საიდუმლო განყოფილებაში და, ისიც, შენისთანა უწმინდურთან, ტფუ…ადიუტანტირა ვქნა!!მწერალი (ფეხებს დაუბაკუნებს)გასასრესი ხარ.ადიუტანტირა ვქნა, უნდა მოვძებნოთ, თორემ თუ ნახეს!..მწერალიოო, თუ ნახეს მეც ხომ მომეცხება… ჰო, კარგი, წამოდი, წამოდი…(ადიუტანტი და მწერალი მიდიან. კაბინეტიდან გამოდის ნაცარქექია და ხელს უქნევს ფანჯარაში).ნაცარქექიაბიჭებო, აქეთ, ბიჭებო!(კაკუტა და ქუჩარა მოადგებიან ფანჯარას).კაკუტახომ მოვნახეთ?!.ქუჩარა (კაკუტას)ახლა მე მაცალე. (ნაცარქექიას) რა უყავი ის ჩვენი ნასისხლარი, ა? მიწაში რომ ჩახვიდე, არ მოგეშვები, – ხომ იცი.ნაცარქექიარა ცხვირში მეცით. ჯერ რა მომივიდა ამ სატუსაღოში, არ იკითხავთ?ქუჩარასატუსაღოშიო?კაკუტა (ქუჩარას)ახლა ხომ ხედავ, რო გვითხრეს, გაკოჭილი მიყავდათო.ქუჩარარა დაგემართა?ნაცარქექიაახალთაობის კაცად მიცნეს, ხელმწიფის მტრად გამომაცხადეს.კაკუტა (ქუჩარას)ეე, ხომ გესმის?ქუჩარა (ნაცარქექიას)მერე მაგისთვის თავზე ხელს დაგისობენ?ნაცარქექიათავზე ხელს დამისობენ კი არა კიდეც ჩამომახრჩობენ. დავიღუპე კაცი, ჩემს საფლავს პატრონი ვერც კი მონახავს და ცოდვით გიბარებთ, მამაჩემს წყვიწყვის ასე უთხარით: იმისთანა ვაჟკაც შვილს ნაცარქექია რომ შეათქვითქა, ცოლი არ ათხოვიე და კეტით გააგდე საშოვარში, ეს მოეწიათქვა… ასე გადაეცით, სახრჩობელაზე რომ გაყავდათ, იქიდან შემოგითვალა, ძაღლი ჩაგაკვდა მაგ სულშითქვა.კაკუტაუჰ, საწყალი, დაღუპულა!ქუჩარა (მღელვარედ)შე საწყალო ა? ახლა… რისთვის შეგხვდა ეს შენ?…ნაცარქექია (ამაყად)ახალთაობის საქმისთვის.კაკუტარო არ იყავი შენ მაგისთანა კაცი?!!ნაცარქექია (თოფნაკრავივით)როგორ არ ვიყავი! მაშ, პოლიციას ვემალებოდი და თქვენისთანა ენაყრანტალებს ვეტყოდი! ქვეყანას რომ ეძინა, მე მაშინ ვმუშაობდი.ქუჩარასულ დაგიქცევია ოჯახი! აბა, ხელმწიფის ღალატი რა…ნაცარქექიაასეა, თქვენისთანა შეუგნებლებიდან, მართლა რომ დავღუპულიყავი კაცი, გაკილვის მეტს რას მივიღებდი… მაგრამ გამიცინა ბედმა, თქვენი ყბიდან ამოვედი, იღბალმა გამიჭრა, რევოლუცია მოხდა და ხელმწიფე ტახტიდან გადააგდეს.კაკუტა და ქუჩარა (ერთად)ხელმწიფე გადააგდეს?ნაცარქექიაკი.ქუჩარაეს რა ამბავი დატრიალებულა?!!ნაცარქექიათქვენ ის უნდა ნახოთ აწი, ხალხი რომ ხელისგულზე დამიჯენს ხვითოსავით.კაკუტა (სიხარულით იმანჭება)ეე. რა…ქუჩარამთლად ბედნიერი კაცი ყოფილხარ.ნაცარქექიამარა რა… რა გემოს ვნახავ, ქვეყანას უნდა ვუქადაგო.კაკუტა და ქუჩარა (ერთად)რა უნდა უქადაგო?ნაცარქექიასიმართლე.ქუჩარა (კაკუტას)ასეა, ხომ გესმის, სოციალისტები იმას თვლიან სიმართლეთ, რასაც თვითონ ამბობენ.კაკუტავიცი. კიდევ ამბობენ რომეო, ციხესო რკინის კარები არ უნდაო, სულ შუშაბანდები იყოსო.ქუჩარა (ნაცარქექიას)სიმართლეს რა ჯობია. მაგისთვის ხალხი, მართლაც, ხვითოსავით მოგეფერება.ნაცარქექიამაშ, ტყუილა ვეწვალე! ხომ ხედავდი დღე და ღამე, რომ პოლიცია მსდევდა.კაკუტაროდის ვხედავდით?!!ნაცარქექია (აჯავრებს)როდის ვხედავდით!კაკუტარა ვიცი…ნაცარქექიახომ იცი, ჩვენ, სიციალისტები, ტყუილს რომ არ ვიტყვით.ქუჩარაკი.კაკუტაკი.ნაცარქექიამე ხომ გითხარით, პოლიცია რომ მეძებდა.კაკუტაკი.ნაცარქექიახო და, ხომ კარგად იცით, რაც მე ხალხისთვის წვალება გადამხდა?!.კაკუტა (ყოყმანით)კი.ქუჩარაკი, კაკუტა, ასე ყოფილა და…კაკუტარას იზამ…ნაცარქექიაჰო, მართლა, თქვენ წისქვილში გამოივლიდით და იქ გულთამზე არ გინახავთ? (მოისმის ყვირილი).ქუჩარადარაჯი გაგვირისხდა, გავეცალოთ აქედან (კაკუტა და ქუჩარა მიდიან).ნაცარქექიარა ყვირილია მანდ, ვინ ბედავს? (ათვალიერებს ნივთებს. გააღებს კაბინეტის კარს). ამ სავარძლისთანა ძვირფასი მაინც ვერაფერი ვერ ვნახე, რა რბილი ჩასაწოლია, არცაა აქ დასატოვებელი (შედის კაბინეტში. ხმაურობაა. შემოდიან: გენერალი, გამომძიებელი, პოლკოვნიკი, ადიუტანტი და მწერალი).პოლკოვნიკიროგორმე, ძალაუფლება ხელიდან არ გავუშვათ… სხვა არმიების ოფიცრობაც ასე შეკავშირდება და რევოლუციის ნაპერწკლებს სულყველგან ჩააქრობენ.გენერალიზოგადი სიტყვები მე არ მინდა. – თქვენ მითხარით, პირველ ღონისძიებად რა ვიხმაროთ ახლა, რა გავაკეთოთ?!პოლკოვნიკიუპირველეს ყოვლისა, აქ რომ რევოლუციონერი ზის, ახლავე ჩამოვახრჩოთ…გენერალიეს ადვილია.პოლკოვნიკიმერე, რევოლუციაზე კრინტი არავინ დაძრას!გენერალიფოსტა-რადიოები რომ დაიწყებენ ღრიალს?პოლკოვნიკიჯარში დავატრიალოთ ჭეშმარიტ რუსთა კავშირის აგენტები (ადიუტანტს და მწერალს), აქ თქვენც უნდა გაანძრიოთ კუდი, ბიჭებო.გამომძიებელიმართალია, საქმე სულ ამათზეა, – სიცოცხლე არ დაზოგოთ, თავი უნდა გასწიროთ.ადიუტანტი და მწერალი (ერთად)რაო?… ჩვენ დავდვათ თავი სასიკვდილთ?გამომძიებელირასაკვირველია.პოლკოვნიკიდიახ, თქვენც, ჩვენც და ყველამ, ყველამ, სულ ყველამ…გენერალირასაკვირველია (შემოდის ნაცარქექია. ყველანი მიიხედავენ).გენერალიეს ვინაა?ადიუტანტი (გადაუჩურჩულებს შიშით მოხელეებს. ყველანი შეწრიალდებიან)ნაცარქექია (მათი აწრიალების მიხედვით თამამად წამოიჭიმება)რას აწრიალდით? ის თქვენი უფროსი რატომ არ მოვიდა ჩემთან, ა? რას იხევთ უკან. თქვენ, როგორც გატყობთ, ჩემი არც გეშინიათ.ადიუტანტირას ბრძანებთ, როგორ არ გვეშინია.ნაცარქექიაო, თავს მაღლა წევთ, მაგრამ… ისეთ დღეს დაგაყენებთ, თვალებს დაგათხრევინებთ.ადიუტანტი (მიუთითებს მწერალზე)მე და ეს კაცი არაფერ შუაში ვართ, ტყუილად, კრინტიც არ დაგვიძრავს.ნაცარქექიაამას კი გავიგებ, ვის რა უთქვამს. ფაჩუნიც არ გამომეპარება, მაგრამ მაინც კარგად გამაგებინეთ: ვინაა ჩემი მტერი?!მწერალი (უთითებს გენერალზე და პოლკოვნიკზე)აი, ისინი.ნაცარქექია (შიშით)ვითომ რას მიპირებენ.გენერალი (პოლკოვნიკს)უნამუსოდ გაგვწირეს.მწერალიბატონო რევოლუციონერო! მიიღეთ ჩემგან ეს სასიამოვნო ცნობა (მიაქვს მაგიდიდან დეპეშა. ადიუტანტი თან მისდევს) პეტროგრადში მოხდა…პოლკოვნიკი (გამოგლეჯს ქაღალდს)ხმა ჩაიწყვიტე.გენერალი (პოლკოვნიკს)ფრთხილად, ნუ გააბრაზებ, ბატონო პოლკოვნიკო. ხელმწიფე თუ გადადგა, ჩვენ აქ არაფერი არ შეგვიძლია.ნაცარქექია (შეშინებული)ეს რა გამიბედეს, ჭკუით, ყვარყვარე თუთაბერო, მგონი რაღაცას გიპირებენ.გენერალი (პოლკოვნიკს)ჩვენი ფონი ვეძიოთ, ბატონო პოლკოვნიკო.პოლკოვნიკი (მოტეხილად)მაშ, თქვენ თვითონ წაუკითხეთ (აძლევს ქაღალდს გენერალს).გენერალი (ნაცარქეაიას მღელვარედ)მე მოგახსენებთ, ბატონო, იმას, რაც თქვენ არაოფიციალურად გაგიგიათ… ბატონო, ჩვენ დიდ პატივს გცემთ, როგორც…ნაცარქექიარა პატივს მცემთ, მაშ, რა იყო წუხილის რომ ჭაში ჩამაგდეთ (ადიუტანტს და მწერალს მიაქვთ სკამი ნაცარქექიასტან).გენერალი (სკამს ხელს მიახმარს)დაბრძანდით. (პოლკოვნიკს) მართლაც ბნელია ის სარდაფი.პოლკოვნიკიდიახ, დიახ, ურიგო იყო.მწერალიბატონო რევოლუციონერო…გენერალი (გააწყვეტინებს მწერალს)შენ ნუ შეგვეჩხირები. (ნაცარქექიას) იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გადადგა.ნაცარქექიაჰო-და, ასე მითხარი.ადიუტანტიშედგა სახელმწიფო სათათბიროს…მწერალი (სიტყვას წაართმევს)აღმასრულებელი კომიტეტი.გენერალიმე დამაცადეთ.ნაცარქექიაყველა ნუ მელაპარაკებით. ნუ სხრიალობთ.გენერალი (აძლევს დეპეშას)აქ ყველაფერი სწერია, აი, ინებეთ.ნაცარქექია (დახედავს დეპეშას)ვიცი… (დაკეცავს).გენერალიესეც წაკითხული გაქვთ?ნაცარქექიამიწაში რაა, ის ვიცი.პოლკოვნიკი (ჩამოიღებს კედლიდან ნიკოლოზის პორტრეტს) ეს მართლაც, არ შეეფერებოდა რუსეთის ტახტს. (რეკავს ტელეფონი. ადიუტანტი მიდის ტელეფონთან, მაგრამ მწერალი ტლანქად გააგდებს).მწერალი (ტელეფონში)ა? საყვედურს მივიღებთ დროებითი მთავრობისაგან?გენერალი და პოლკოვნიკი (ერთად)რაო? რაო?ნაცარქექია (ამაყად იხედება დეპეშაში)დავიღუპეთ, ყველა კორპუსებს უცვნიათ რევოლუცია. ჩვენ კი დავაგვიანეთ.ადიუტანტი (გენერალს და პოლკოვნიკს)ეს სულ თქვენი ბრალია.მწერალი (ტელეფონში)ჩვენც ვზეიმობთ, ააა, არის როგორ არა (ნაცარქექიას) ჯარისათვის ორატორი იკითხეს, მე ვუპასუხე აქაა ცნობილი რევოლუციონერი-მეთქი.ნაცარქექიაჩემისთანა ორატორობა ვის შეუძლია, ხეს ავატირებ.მწერალი (ტელეფონში ეძახის)დღეს ჩვენ მოვისმენთ უუწამებულეს კაცის მხურვალე სიტყვას.ადიუტანტიოო, რა იქნება თქვენი სიტყვა, ბატონო რევოლუციონერო, სწორედ თვალებს აგვიხელს.ნაცარქექიაისეთ უბედურებას დავატრიალებ მე ახლა აქ, რომ ჭექას და ქუხილს მოგანატრებთ.ადიუტანტიდამშვიდდით, ბატონო.მწერალიერთი სიტყვა გვითხარით.ნაცარქექიასიტყვა გინდათ? რა ღირსი ხართ, თორემ სულ წყალივით ვილაპარაკებ. (ორატორულად). ვინც შრომობდა,მდიდარი ატყავებდა. იყვნენ ბრმები, მაგრამ გათენდა (მიმოიხედავს მრისხანედ). გადასახადებს აწესებდით, ჩემი სახრჩობელის წინ ღიპით ძირმომპალ ტახტზე. მაგრამ გაიმარჯვებს სიმართლე და ხალხი შურისძიებით და ხელებით, და ფრჩხილებით, და კბილებით, და…. ტა..ტა..ტა…ყველანი (კანკალით)გული დაიმშვიდე, ავღელდითნაცარქექიაუსარძიკვლო, ჯალათებო, ციხის კედლები სულ დაიმსხვრა. ახლა რას მიპასუხებთ, მტარვალებო! (კარების იქით მოისმის ხმაურობა).ნაცარქექია (შეშინებული)რა ამბავია?!.მწერალირევოლუცია გაიგეს, დეპეშის წაკითხვას მოითხოვენ.ნაცარქექიაწაუკითხეთ!ადიუტანტი (სწრაფად აწოდებს მწერალს დეპეშას)მწერალი (გადასცემს კარებში)კედელზე გააკარით.ნაცარქექია (გენერალს და პოლკოვნიკს)შემომხედეთ, მოპასუხენო! (გარედან მოისმის მარსელიაზის ხმა).გენერალი და პოლკოვნიკი (ხელს აიღებენ)გემორჩილებით. (შემოდიან კაკუტა და ქუჩარა).ნაცარქექია (მოხელეებს)თქვენ გინდოდათ ჩემი ჩამოხრჩობა!კაკუტარა ჩამოხრჩობაო, ხვითოსავით გეძებენ.ქუჩარავის უნდოდა შენი ჩამოხრჩობა? ქვეყანა კარში შენს ჭირს ნატრობს.ნაცარქექიაამ ღვთის გლახებს, ვერ ხედავ რას ბედავდნენ? (შემოდიან ჯარისკაცები)1-ლი ჯარისკაციმოგვეცით რევოლუციონერი.ნაცარქექია (შეშინებული)რატომ? რას მემართლებით?!!1-ლი ჯარისკაცისიტყვა გვითხრას.ნაცარქექია (ღიმილით)კი, გეტყვით.2-ე ჯარისკაცი (მესამეს)განა ეს არის ჩვენ რომ პროკლამაციები გადმოგვცა? ეს არ არის!3-ე ჯარისკაცისად არის ის რევოლუციონერი, აქ რომ პატიმრად გყოლიათ? ეს სხვაა, ის კაცი რა უყავით?მწერალი (ჯარისკაცებს)პატიმარი სხვა არა გვყავს.ადიუტანტი (ჯარისკაცებს)წისქვილში ეს დაიჭირეს.ნაცარქექიამე ვარ დაპატიმრებული, ვერ მხედავთ?2-ე ჯარისკაციეს არის, ალბათ, ეს მისი ნამდვილი სახეა, მაშინ კი გრიმი ჰქონდა.3-ე ჯარისკაციოო, მეც იმიტომ გამიკვირდა. რა დიდი გონიერი მოღვაწე ყოფილა.1-ლი ჯარისკაცი (მიდის კარებში და იძახის)მე გავათავისუფლე სატუსაღოდან რევოლუციონერი.2-ე ჯარისკაცი (კარებში იძახის)რევოლუციონერი მოდის (გარედან მოისმის აპლოდისმენტები. შემორბის რამდენიმე ჯარისკაცი).5-ე ჯარისკაციხალხი მოუთმენლად გელის. (კაკუტა, ქუჩარა და შემოსული ჯარისკაცები აიტაცებენ ნაცარქექიას ჰაერში).ადიუტანტი (მწერალს)რაკი მოვიმადლიერეთ, ნუ მოვშორდებით.ნაცარქექია (კაცების მხრებზე ამაყად ზის. ათითებს მოხელეებზე)ეს დამნაშავენი არ გაუშვათ.ყველანიარ გაუშვათ! (კარებში მხრებზე მჯდარ ნაცარქექიას გამოჩენა იწვევს აღტაცებას. გარედან მოისმის ტაშის ცემა და მარსელიეზი).ნაცარქექიახომ გესმით, კაკუტა და ქუჩარა, ყურები კარგად გამოიფხეკეთ.ფ ა რ დ ამოქმედება მესამედროებითი მთავრობის ამიერ-კავკასიის რწმუნებულის კაბინეტი.რწმუნებული ზის მაგიდასთან. შემოდის შიკრიკი.შიკრიკიმაზრიდან გახლავთ ერთი კაცი.რწმუნებულიარ მცალია.შიკრიკიკი, ბატონო, მაგრამ ხალხი ამბობს, როგორ არ სცალიაო. მეფის მთავრობა ხომ არ არისო… მეც მლანძღავენ, ვისი ტიკის ტომარა ხარ მაგ კარებზეო. რევოლუცია მოხდაო.რწმუნებულიჰო-და შენაც ნუ აჰყვები იმათ ლაპარაკს.შიკრიკიარ იცი, ბატონო, რა დღეში ვარ?! გუშინ ერთმა ბღენძიანმა მუქარა წამოიწყო: მართლაც უნდა შემოვიდნენ ის ბოლშევიკები და ერთი კარგად გაგატყავონო. მე ვუთხარი: ბოლშევიკები მე თუ ტყავს გამაძრობენ, ძვალის მეტი რა შერჩებათ, შენ კი ხუთი ტკაველი ქონი გაქვს და უფრთხილდი-მეთქი.რწმუნებულიდამასვენე, გული ნუ გააწყალე.შიკრიკიკი, ბატონო, მაგრამ ის რომ არ მომეშვება!რწმუნებულივინ არის?შიკრიკირა ვიცი, მაზრის კომისარია – გვარად ნატუტარი ვარო.რწმუნებულიაა, ტიტე ნატუტარი იქნება, ძველი მეგობარია, შემოვიდეს (შიკრიკი მიდის – შემოდის მაზრის კომისარი ტიტე ნატუტარი).ტიტესალამი, ბატონო, მადლობა ღმერთს, რომ მოვაღწიე.რწმუნებულიდაბრძანდით.ტიტეარა… (იხედება უკან).რწმუნებულიმოგყავთ ვინმე? უკან რად იხედებით?!ტიტეაქ რომ შემოვდიოდი, სასახლის წინ ბოლშევიკები იკრიბებოდნენ.რწმუნებულიარა უშავს, – თქვენი მაზრის ამბავი მომიყევით.ტიტეჯერ აქაური ამბავი გამაგებინეთ.რწმუნებულიმე მოხსენებას ვუკეთებ დროებით მთავრობას და არა მაზრის კომისრებს.ტიტე (ნერვიულად)აქაც ცუდად გქონიათ საქმე, ისე ვატყობ.რწმუნებულიეს მე ვიცი.ტიტემაშ, ლაპარაკიც არ ღირს (ამოიღებს უბიდან ქაღალდს). ჩაიბარეთ მანდატი და გამიშვით.რწმუნებულირას მაძლევ?ტიტეთქვენი მოცემული მანდატია.რწმუნებულიეს ქაღალდის ნაფლეთია, მე კი თქვენ მაზრა ჩაგაბარეთ.ტიტეიმ მაზრას ბოლშევიკები დაეუფლნენ.რწმუნებულიოო, მაშ, ასე კარგად უპატრონეთ?!.ტიტერაო, მე ვერ მიპატრონებია!რწმუნებულიმაშ!ტიტეროგორ, ა, ვინ არის ამ მხარეში ჩემოდენა თეორეტიკოსი, ვინც გინდა მეკამათოს!რწმუნებულიცოდნას მოხმარა უნდა.ტიტეგანა, მე არ შევეცადე გამომეყენებინა ჩემი ცოდნა… მაგრამ არ მოხერხდა, ხალხი არ გამომადგა. ეჰ, წინათ სიტყვა ხალხი ჩემთვის წმინდათა-წმინდა იყო, ახლა კი, ვფიქრობ, როგორც პოეტების დახატული ქალი არ იპოვება ბუნებაში, ისე არ არსებობს ხალხი იმ სახით, როგორც ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეები გვასწავლიდნენ… დიახ, ასეა, მეგობარო. მე ხალხისთვის რა არ ჩავიდინე, იმდენი ვუქადაგე, რომ ტვინი ამიდუღდა, მაგრამ ეს ათასთავიანი დევი მაინც გაბოლშევიკდა და, ბოლოს, ფარული ბილიკები რომ არ მეპოვა, მაზრიდან ტყავს ვერ მოვიტანდი… დიახ, თქვენი გულისთვის მე ამდენი ცეცხლი გამოვიარე. თქვენ კი რა მომეცით, ეს მანდატი, რომელსაც თვითონვე ქაღალდის ნაფლეთს უწოდებთ.რწმუნებულიროდესაც მე თქვენ მაზრაში გაგაგზავნეთ, იქ ბოლშევიკების ჭაჭანიც არ ყოფილა.ტიტემერე კი, როცა გაჩნდნენ, ამ ქაღალდის ამარა მიმატოვეთ. აი, აი, ჩაიბარეთ. ჩაიბარეთ მანდატი.რწმუნებულიმოითმინეთ, ბატონო ტიტე ნატუტარო. ჩვენი მდგომარეობა გამოკეთდა და ახლა გარბიხართ?ტიტეარა, არა, მდგომარეობას ძალა უნდა.რწმუნებულიძალა გვაქვს.ტიტესაიდან?რწმუნებულიდაბრძანდით, ბატონო ტიტე ნატუტარო, მოგახსენებთ, დაბრძანდით.ტიტე (ვერ ბედავს დაჯდეს)არა, ისედაც დიდხანს შევრჩი.რწმუნებულიშენ ხომ იცი, რომ ოსმალეთის ფრონტიდან ჩვენი ჯარი გამორბის.ტიტეუბედურებაც მაგაშია – გაბოლშევიკდნენ.რწმუნებულიგუშინ ქალაქს ფრონტიდან დიდი ჯარი მოადგა. ხალხი შეშინდა და განაპირა უბნებში დუქნის დარაბები დახურეს. ჩვენმა ოფიცრებმა არსენალიდან შიშით ზარბაზანი გაისროლეს… მაგრამ ეს ფრონტელები ქალაქგარეთ მშვიდობიანად დაბანაკდნენ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ სასტიკი დისციპლინა ჰქონიათ.ტიტეღმერთო ჩემო, მასეთი ჯარი დღეს სად არის!რწმუნებულიიმათ ჰყოლიათ ყვარყვარე თუთაბერი, რასაც ის იტყვის – კანონია. მთელი ჯარი მის ბრძანებას ემორჩილება.ტიტემერე, მერე… ის ყვარყვარე თუთაბერი რა ჭკუაზეა?რწმუნებულიდროებითი მთავრობა იცნო.ტიტე (ჯდება)როგორ?!რწმუნებულიპირველად ჩვენ მას დავემუქრეთ, დელეგაცია გავუგზავნეთ… მაგრამ აღმოჩნდა, რომ დროებითი მთავრობის ერთგულია.ტიტეარა, ასეთ პირობებში მეც თქვენთანა ვარ.რწმუნებულიმას ჰყავს ათი ათასი ჯარისკაცი.ტიტეათი ათასი?!!!რწმუნებულისულ შეიარაღებულია თავით ფეხებამდე.ტიტეოო, ეს სულ სხვა საქმეა! (კარები გაიღება, გამოჩნდება ორი ჯარისკაცი ყარაულები)1-ლი ჯარისკაციდავიღალეთ ბატონო.2-რე ჯარისკაციფეხზე ჩამოვწყდით!რწმუნებულიმოითმინეთ და გამოგცვლიან. წეღანაც დევურეკე, დამაცალეთ.1-ლი ჯარისკაცი (მეორეს)ეს არის ბიჭო, თავისუფლება?2-რე ჯარისკაცივირები გვნახა, რაღა!რწმუნებულიგასწორდით, ნუ იქექებით. თქვენ მანდ ძალაუფლების სიმბოლო ხართ.1-ლი ჯარისკაცი (გაღიზიანებული)რა ვართ?2-რე ჯარისკაციჩვენც შენსავით სისხლი და ხორცი გვაქვს, რა გგონია? თუ თავისუფლებამ მარტო შენთვის დაართყა ბარი.1-ლი ჯარისკაციმანდ ოფოფივით, რომ წამომჯდარხარ.რწმუნებულიკარგი, მოწყდით, აქედან გამეცალეთ (ჯარისკაცები ყოჩაღად მიდიან).ტიტე (ავარდება, ამოიღებს მანდატს)არა, არა, ჩაიბარეთ ეს მანდატი, – გამიშვით!რწმუნებულიეჰე, გარბიხარ?ტიტემე ჩემი გზა მაქვს.რწმუნებულისაკვირველი კაცი ბრძანდები, ნატუტარო, დღეს ბაღლინჯოც კი სხვაგან არ იჭყლეტს თავს, თუ არა ისტორიის ფურცლებზე. და ამ დროს შენ სულ უსახელოდ იღუპები.ტიტემე ვიღუპები?!რწმუნებულიმაშ როგორ ფიქრობ. აბა, ერთი მე დამაკვირდი. ხომ ხედავ, წელებზე ფეხს ვიდგამ და სახელმწიფო საჭეს მაინც ხელიდან არ ვუშვებ. რატომ?! შენა გგონია ქვეყანას თავსა ვწირავ. არა, როდესაც წარღვნა მოდის და სოროები წყლით ივსება, ჭკუიანი ვირთხა მაშინ მაღალ მწვერვალებს ეძებს… (ქუჩიდან მოისმის თოფის სროლა. ხმაურობაა).ტიტეეჰე, მგონია, ახლა კი აგვიღეს.რწმუნებული (ფრთხილად იცქირება ფანჯარაში. სიხარულით) ბოლშევიკების მიტინგი დაიშალა.კომისარი (გაკვირვებული)აა? (იხედება ფანჯარაში).რწმუნებულიგულიანად დაურთეს ბოლშევიკებს, ხედავ, ხედავ, გარეკეს.კომისარიეს ვინა ქნა!რწმუნებულიაკი ვთქვი, რომ ახალი ჯარი შემოვიდა.ტიტემაშ, მთლად უძლური არ ვყოფილვართმდივნის ხმაეს დედაკაცი არ გაუშვა!რწმუნებულიემი მდივნის ხმაა. – ვიღაცას ემუქრება, ალბათ, კარგი ამბავი მოაქვს (შემოდის მდივანი).მდივანი (კარებიდან)ჩვენს ახალ გმირს, ბატონო რწმუნებულო, ერთი სისუსტე აქვს.რწმუნებულივის?მდივანიყვარყვარე თუთაბერს.რწმუნებულირა მოხდა, გვიღალატა?მდივანიარა, ბოლშევიკი ქალი უყვარს და თუ იმის მხარეზე გადავიდა, კორიანტელი ამ ქალაქში მაშინ დატრიალდება.რწმუნებულიბატონო, ჩვენ ხელისუფლება ვართ, მაგრამ არც ფრონტი გვემორჩილება და არც ადგილობრივი რაზმები გვცნობს… მაგრამ ბედმა გამოგვიგზავნა გმირი ათი ათასი კაცით და ვეცადოთ ხელიდან არ გავუშვათ. (მდივანს). ჩვენზეა, რაც უნარს გამოვიჩენთ, წადი მონახე და შეატყობინე, რომ ის გაინიშნება მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად. მას უფლება ქალზე უფრო მოხიბლავს.მდივანიარა, ეს საქმე მე უკეთესად გავაკეთე.რწმუნებულიროგორ?!!მდივანითქვენ აქედან ბოლშევიკების მიტინგი დაინახეთ?რწმუნებულიკი! ვინ დაშალა ის მიტინგი?!მდივანიადგილობრივ სოციალისტების რაზმებმა.რწმუნებულიყველაფერს ისინი აკეთებენ. მაშ, მე რა ვარ, ერთი გამაგებინეთ.მდივანიმიტინგის გარეკის დროს მენშევიკებმა იარაღი იხმარეს და ბოლშევიკები ამაზე პროტესტს გვიცხადებენ. აი, აქ, დავტრიალდი და ვთქვი, თითქო დროებითი მთავრობის რწმუნებული მზადაა მიიღოს ბოლშევიკების დელეგატი. ბოლოს ის ქალი დავარწმუნე, თითქო მოვუსმენდით და რამდენიმე ამხანაგს გავუთავისუფლებდით. ის დაპირებამ გააბრუა და ამ კარებთან მომყვა.რწმუნებულიმერე სად არის? დამანახვე. შემოიყვანე.მდივანიხომ იცით, რა უნდა ქნათ?!რწმუნებულიდიახ, ციხეში გადავაგზავნოთ.მდივანიოღონდ საიდუმლოდ დარჩეს ეს საქმე (მდივანი მიდის)ტიტეამ თქვენს მდივანს თავში ჭკუა ჰქონია.რწმუნებულიოო, ძალიან მოხერხებული არის.ტიტეახლა მითხარით, იმ ჯარების უფროსი აქ წესრიგს მართლა დაამყარებს?!!რწმუნებულირასაკვირველია.ტიტემაშ, მერწმუნეთ, იმ კაცის სახით მოდის ჩვენი დროის ნაპოლეონი (შემოდის მდივანი და შემოჰყავთ გულთამზე).მდივანიეს ის ქალია, ვისზედაც გესაუბრეთ.გულთამზეაქ უზენაესი ძალაუფლების წარმომადგენელი ვინ ბრძანდება?რწმუნებულიუზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის მომავალ დამფუძნებელ კრებას, ხოლო მის შეკრებამდე ქვეყანას განაგებს დროებითი მთავრობა, რომლის რწმუნებულიც მე გახლავარ.გულთამზემერე თქვენ მომავალმა კრებამ რა მოგანდოთ, ბატონო რწმუნებულო, რევოლუციის გაღრმავება და სისხლით მოპოვებულ თავისუფლების დაცვა, თუ მშვიდობიან კრების დახვრეტა?!!რწმუნებულიძალიან თავხედად ლაპარაკობთ!გულთამზეარა, მე მინდა გავიგო, მენშევიკებმა დროებითი მთავრობის ნება აღასრულეს, თუ თვითნებურად ჩაიდინეს ბოროტმოქმედება?!რწმუნებულიჩვენ მენშევიკებისთვის ნება არ მიგვიცია, რომ კრება დაეხვრიტათ, მაგრამ არც პასუხს მოვთხოვთ.გულთამზემაშ, გამოაცხადეთ, რომ მთავრობა არ არსებობს და მშრომელი ხალხი, რომელმაც ეს რევოლუცია მოახდინა, შესძლებს მთავრობა შეადგინოს.ტიტეეს რა ალქაჯი ყოფილა! მე საზოგადოდ სიკვდილით დასჯის მომხრე არ ვარ… მაგრამ ეს ქალი, რომ დახვრიტოთ, უარს არ გეტყვით. (შემოდის შიკრიკი).შიკრიკივიღაცაა, ბატონო, დიდის რიხით მოითხოვს თქვენს ნახვას.რწმუნებული (გულთამზეს)წამობრძანდით იმ ოთახში, ლაპარაკი იქ დავასრულოთ.გულთამზეარა, აქ, კარებთან მიცდიან სხვა ამხანაგები (მდივანი და რწმუნებული გულთამზეს ხელს სტაცებენ). ეს უხეში ძალადობაა (მდივანს). თქვენ შემპირდით, რომ მეგობრებს გამითავისუფლებდით… იცოდეთ პასუხს აგებთ…მდივანი?ვისთან?გულთამზემასთან, ვისი უფლებაც მოდის! ხელი გამიშვით, ვერაგებო! არამზადებო! (გულთამზე მიჰყავთ, სცენაზე რჩება შიკრიკი, აპირებს წასვლას და გააღებს კარებს, მაგრამ მორიდებით შეჩერდება. გამოჩნდება ნაცარქექია).ნაცარქექია (შიკრიკს)კარები ფართედ გააღე, ხომ ხედავ, ხალხი მომყვება: (შემოდის, იძახის კარებისკენ) კაკუტა და ქუჩარა, ნუ გწყდებათ ფეხები, თორემ თქვენი მოთურგნა მაინც კი შემიძლია (შემოდიან ყოყმანით კაკუტა და ქუჩარა თოფ-ფარაჯაში).ნაცარქექია (შიკრიკს)სადაა ის ხალხი?შიკრიკიგასულა, მოვახსენებ, ბატონო (მიდის კაბინეტში).ნაცარქექია (კაკუტას და ქუჩარას)რატომ ჩამოგიშვიათ ეს ცხვირები? ცოტა სარგებლობა გაქვთ ჩემგან!კაკუტარა სარგებლობა, აქ მთავრობის ხელში კი გვყრი და…ნაცარქექიამაშ, სულ იალაღზე უნდა იაროთ, ვირისთავებო. კმარა, რაც გზა და გზა ძარცვეთ. აქ ქალაქია, მთავრობაა. ხომ ხედავთ, რამოდენა ყელები აქვთ ზარბაზნებს გადმოწეული. წუხელის, რომ იმ ზარბაზანმა იგრიალა, მაშინ ხომ ყველამ მუცელში ჩაიგდეთ ენა. იმის მერე გახდით ისეთი ვაჟკაცები?!!ქუჩარარა ვიცი ის ზარბაზანი, ამბობენ, პროვოკაცია იყოვო.ნაცარქექიარას მეუბნები, შე სულელო, რა იყო პროვოკაცია?!ქუჩარაასე ამბობენ, თორემ მე არც კი ვიცი, რაა პროვოკაცია.ნაცარქექიაჰოდა, რაც არ ვიცი, იმას არ ვიტყვი.ქუჩარააქ აგვწერავენ, დაგვწერავენ და სულ ძმარს გამოგვადენენ.ნაცარქექიამოლაპარაკება მაქვს, ყვარყვარე თუთაბერი ბრმად არავის ჩაუვარდება.კაკუტამთავრობას ღონე სულ არა აქვსო.ნაცარქექიავინ ამბობს??!ქუჩარაჩემი მარჯვენა ცხონდა, – არ აგეტეხა აყალმაყალი იმ ჩვენს ჯარში – ის სჯობდა.კაკუტაოო, კარგი კედელი იყო.ნაცარქექიარა ამეტეხა, ჩემი პატივისცემა აქ ერთ დღეში დაკარგეს.ქუჩარაღმერთობა მოინდომე და!…ნაცარქექიამაშ, სულ თავით ნიორს უნაყავდი? რედესაც ფრონტზე მტერი თოფზარბაზნით მოგვადგა, და ჯარს შევძახე: აბა, ბიჭებო, აქედან გავიქცეთ, თათრებს თავი არ მოვაკვლევინოთ-მეთქი, მაშინ ხომ მოსწყინდათ ჩემი მოხერხება. მერე გზაში რომ წვრილ-წვრილი ყაჩაღები დაგვხვდა და იარაღის წართმევა დაგვიპირეს, ხომ არ დავანებე და ჩემს ჯარს გავამარჯვებინე. საკვები რომ შემოგველია, სულ განკარგულებას ვაძლევდი გზა და გზა სოფლიდან ჯოგი გამოერეკათ და მაგ ვირებს ღმერთივით ჩავუდგი სული. იმოდენა ჯარს სულ თვალში შევსქეროდი და რასაც მოისურვებდა, სულ იმას ვასრულებინებდი, მაშინ ხომ დიდ რევოლუციონერად მთვლიდნენ.კაკუტაო, და გაფასებდნენ.ნაცარქექიააქ კი ამაგი სულ წყალში გადამიყარეს.ქუჩარააქ ბოლშევიკებმა იქადაგეს, რომ ეს მთავრობა ღარიბს ნებას არ აძლევს, მდიდარი გაძარცვოსო. მთავრობა აგინეს, შენ კი მთავრობის შეგეშინდა. რატომ შეგეშინდა, აი, სულ ამაზე გაიცივეს გული.ნაცარქექიავის? მე შემეშინდა?ქუჩარასულ თავი რომ დიდად მოგაქვს, აქ ენის მასალით სხვამ გაჯობა. იმათ ენა გასარსალებული აქვთ, სულ ლექსივით ლაპარაკობენ.ნაცარქექიავინ, ეგება თქვენ მართლა გონიათ, რომ მე ვინმემ მაჯობა!… არა უშავს, ერთი აქედან კარგად გადავუჭირო. (მღელვარედ) რომ ამოვდებ ყველას ლაგამს პირში და დავაჩოქებ, მაშინ იცნობენ ყვარყვარე თუთაბერს, ამ მუხლებზე აკოცებენ. (შემოდიან რწმუნებული, მდივანი, კომისარი – ტიტე ნატუტარი. ყველანი გაფაციცებით დახურავენ კარს, სადაც გულთამზეს ამწყვდევენ. მდივანი თვალს მოჰკრავს ნაცარქექიას).მდივანი (რწმუნებულს ნაცარქექიაზე)მოსულა. (ყველანი შეხედავენ ნაცარქექიას, მდივანი ჩამოართმევს ხელს ნაცარქექიას) მაქვს ბედნიერება გაცნობო, ბატონო რწმუნებულო, რომ დღეს ამ კაცთან ერთად, ჩვენ მივიღეთ დიდი ლაშქარი.რწმუნებული (ჩამოართმევს ხელს ნაცარქექიას)ძალიან სასიამოვნოა. თქვენ დროზედ მოეშველეთ მთავრობას.ნაცარქექიაქვეყანამ იცის, ბატონო, ჩემი ვაჟკაცობა, რამდენჯერ სახრჩობელას გადავურჩი. რევოლუციამ სწორედ ყელზე მომხსნა თოკი, მარა უარესში კი ჩამაბა. ჯერ ფრონტზე იმდენ ჯარს პატრონობა გავუწიე, რევოლუცია და ჩემი თავი გავაცანი, მერე იქიდან აქამდე ვატარე გზაზე-უგზურზე და ხალხი უკლებლად მოვიყვანე. ეს ყველაფერი ერთმა კაცმა ვქენი… მაგრამ რისთვის გადავიტანე ამდენი შრომა და გაჭირვება? სულ იმისათვის, რომ თქვენ, როგორც ბედნიერ მთავრობას სამსახური გაგიწიოთ, თუ კი დამიმადლებთ. (კაკუტას და ქუჩარას) თქვენ ენა გააქვავეთ.რწმუნებული (თავისიანებს)მორჩილებით სავსე სიტყვა წარმოთქვა. (ნაცარქექიას). თქვენისთანა გმირს საკადრისად ისტორია დააფასებს. თუმცა არც ჩვენ მოგაკლებთ პატივისცემას, თუ ერთგულებას გამოიჩენთ.ნაცარქექიაპატივცემაც არის და პატივცემაც, მე უნდა მოგახსენოთ, რომ პატარა მოწყალებისათვის კაცს თავს ვერ დავუკრავ.რწმუნებულითქვენ დანიშნული ხართ მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალების უფროსად.კაკუტა და ქუჩარაოოო!!!რწმუნებულიდა თქვენს განკარგულებაშია ის ათი ათასი კაცი, რომელიც ფრონტიდან მოიყვანეთ. ეს ძალა ჩვენთვის ჯერჯერობით საკმაოა, ოღონდ, საქმე ისაა, მუხრუჭი მაგრად მოუჭირეთ, შიგ ბოლშევიკი არ შეუშვათ.ნაცარქექიაოო, ეს იყო ჩემი ნატვრა. (კაკუტა და ქუჩარას) ხომ გესმით?რწმუნებულინატვრა? განა ის ჯარი არ გყავთ ხელში გამოჭერილი?!ნაცარქექია (სიხარულით)ეს რა კარგი მითხარით, ზარბაზნის ტყვიები ხომ ბლომად გაქვთ!რწმუნებულირამდენიც გინდათ, – ჩვენ გვაკლია მხოლოდ ერთგული ხალხი.ნაცარქექიაიმ თქვენს ზარბაზნებს ყელებს სულ არ გავუციებ… სულ დღე და ღამე ვაგრილებ, სანამდე ბოლშევიკებს არ მოვსპობ და მთელ ხალხს არ დავუჩოქებ… მანამდე ჩემი მოსვენება არ იქნება. ხომ გესმით! ოღონდ ხელი უნდა შემიწყოთ და მაცალოთ. (საერთო აღტაცება).კომისარი (მღელვარეთ)მე ახლა სხვა კაცი ვარ ამის გვერდით.რწმუნებულიდღეს რწმუნებულთა არაჩვეულებრივ სხდომაზე მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ და რამდენიმე დავალებას მოგცემთ. (შემოდის შიკრიკი პაკეტით).შიკრიკიგარეთ ჯარისკაცები აყაყანდნენ, ბატონო. იმ ჩვენ დელეგატ ქალს ვუცდით, ხომ არ დაგიტუსაღებიათო.რწმუნებულიიმ ქალს… სატუსაღოში გავგზავნით… გადაეცით, რომ აწი დელეგატობია გათავდა.შიკრიკიკი, ბატონო, ეს პაკეტიც მიიღეთ.რწმუნებული (გამოართმევს პაკეტს და ხსნის).დიახ, ასე გადაეცი.შიკრიკიკი, ბატონო, ოღონც, ოღონც… ჯარისკაცები კარებს არ შორდებიან. (შიკრიკი მიდის. რწმუნებული ხსნის პაკეტს და კითხულობს).რწმუნებულიამიერ-კავკასიის ყველა სოციალისტური პარტიების შეერთებული სხდომაა. (მიდებს თავზე ხელს) ახლა იქ ისეთი რთული საკითხებია… (გადაწყვეტილად ნაცარქექიას) ჩემს მოსვლამდის მდგომარეობას გაგაცნობთ ჩემი მდივანი და აგრეთვე (ტიტე ნატუტარზე) ეს მეგობარი. (გაიხმობს კუთხეში მდივანს და ჩუმად ეუბნება) რაც შეიძლება კარგის მხრით გააცანი ჩვენი მდგომარეობა, ორივე ფეხით ჩავითრიოთ. (კარებზე ურტყამს გულთამზე).ტიტეის ქალი რომ ურტყამს კარებზედ?რწმუნებულინუ გეშინიათ. (ნაცარქექიას) დიდხანს არ გალოდინებთ, ნახვამდის. (მიდის).ტიტე (ნაცარქექიას)მე მოგახსენებთ რა დიდი მომავალი აქვს თქვენს ფარ-ხმალს ქვეყანაზე.მდივანიმე ამ მასალებით დაგიმტკიცებთ, რამდენად მტკიცეა დროებითი მთავრობის მდგომარეობა… თქვენ რა უფრო გაინტერესებთ, საგარეო პოლიტიკა თუ შინაური.ნაცარქექიასაგარეოც ვიცი და შინაურიც.მდივანი (შლის და აწყობს ქაღალდებს)ჩვენ გაზეთებში ყველაფერს არ ვაქვეყნებთ.ნაცარქექია (მტკიცედ)ვიცი.მდივანი (მოაქვს ქაღალდები)კარგადაა ჩვენი საქმე ადგილებზე და ცენტრშიც… არც ფრონტზეა ცუდი ამბავი. (დაუდებს წინ ქაღალდებს) აი, წაიკითხეთ. (ფანჯარაზე დაეცემა ქვა).მდივანი (აღშფოთებული)ხედავ ამ დეზერტირებს, რას ბედავენ.ნაცარქექია (წაუკითხავად, რიხიანად ფურცლავს ქაღალდებს).მდივანიწაიკითხე.ნაცარქექიარაო?მდივანიჩაუკვირდი.ნაცარქექია (გაღიზიანებული)ამდენ ქაღალდებს რა წამაკითხებს?ტიტე (მდივანს)ნუ აწუხებ.მდივანიმე ყოველ ცნობაზე მოგცემთ ახსნა-განმარტებას.ნაცარქექიარად მინდა შენი ახსნა, მე ჭურში კი არ ვზივარ. კარგად ვხედავ რაც ხდება ქვეყანაზე.მდივანი (ტიტეს ჩუმად)ძალიან გამჭრიახია, ტყუილების სათქმელად პირი არც კი დამაღებინა. (კიდევ დაეცემა ქვა ფანჯარაზე).ნაცარქექიაეს რა ამბავია?!!!მდივანიჯარის კაცებია, არ იციან თუ თქვენ აქ ზიხართ.ნაცარქექიაისეთ საქმეს ვუზამ დღეს იმათ, რომ სოროში ჩაძვრებიან. (კიდევ დაეცემა ქვა).ნაცარქექია (შეკრთება)კაკუტა და ქუჩარა, გადით კარში და კარგად მიიხედ-მოიხედეთ. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან).ტიტე (აღტაცებით)ოო, ასე, კარგია ძალა (ნაცარქექიას მდივანზედ) მას თქვენისთანა პიროვნებასთან მუსაიფის შნო არა აქვს, მე კი, მე ბუნებით თვითონაც სარდალი ვარ. მხოლოდ, ტყუილად სხვებს ავყევი და შეუფერებლად შევიჭრი ფილოსოფიაში.ნაცარქექიამერე რა ქენი რომ შეიჭერი.ტიტერა უნდა ქნას ჩრჩილიან წიგნებში იმან, ვინც სარდლად გაჩენილა… თუმცა დღეს ყველა გმირი სოროშია ჩამძვრალი, მარტო თქვენა გყავთ ჯარი… თქვენ ერთადერთი სარდალი იქნებით და მე თქვენს დაპყრობილ ქვეყანაში, წესიერებას დავამყარებ.ნაცარქექია (ამაყად მიმოიხედავს)არავის გესმის? (ტიტეს) აი, მართლაც სასიამოვნო ლაპარაკი გცოდნია.ტიტედიახ, დიახ, მაქვს თქვენთან საერთო… ახლა იცით, მე თქვენ დიდი საიდუმლო უნდა აგიხსნათ.ნაცარქექიააბა, ჩქარა მითხარი.ტიტერა არის ადამიანი?! ეს არის უდიდესი გამოცანა. ჩემსავით ეს ვის გაუგია ან ვინ ჩამწვდარა ცხოვრების შინაარსში?!ნაცარქექიაგითხრა სიმართლე, მომწონს შენისთანა მეცნიერი კაცი.ტიტემაგალითად, ჩვენ წარმოვიდგინოთ თავშეყრილი ათი ათასი კაცი; ყოველ მათგანს თითო კაცის ღონე აქვს და, თუ ჩვენ მათი ღონეს შევაერთებთ, ვღებულობთ უზარმაზარ ძალას… მაგრამ ათი ათასი კაცის ჭკუას თუ შევაერთებთ, ეს იქნება ვირის ჭკუაზედ ნაკლები. და ამიტომაც, ასე ხდება, – გამოდის საუკეთესო ვინმე და თავის ერთი ჭკუით სულ ყველას იმორჩილებს. ეს ადამიანი არის სარდალი და ეს სარდალი თქვენ ბრძანდებით.ნაცარქექიამშვენიერი სიტყვაა. ასე მგონია მე თვითონ ვლაპარაკობ.მდივანი (ქაღალდი გამონახა)აი, ბატონო, ამ ცნობას უსათუოდ უნდა გავეცნოთ.ნაცარქექიაარა, შენ გაჩერდი.ტიტერა არის სახელმწიფო? ამის შესახებ მე მაქვს საკუთარი შეხედულება და შემდეგ გაგაცნობთ. ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვით, სახელმწიფოს დამორჩილების დროს თქვენ გაამზადებთ ლაშქარს და ძლევა-მოსილი ჯარით მიადგებით შორეულ საზღვრებს, მაგრამ მე აქ გეტყვით: შესდექ, ნუ გავიმეორებთ ნაპოლეონ დიდის შეცდომას, სჯობს დავისვენოთ და გავიმაგროდ ფესვები, დიახ, ყველაფერია ფესვები, ძირი და საფუძველი.ნაცარქექიარა აზრიანი სიტყვაა. ეს საქმე, რომ მართლა გაკეთდეს,კარგი საქმე იქნება. იცოდე ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემს საკუთარს რომ მოვათავებ იმის მერე.ტიტეეს ასე იქნება, მე წინასწარმეტყველივით ვხედავ შენს სახეში უდრეკ ძალას, რომელიც დაეუფლება დიდ სახელმწიფოს… თქვენ იქნებით სახელმწიფოს უფალი, მაგრამ დაგჭირდებათ გვერდით პოლიტიკოსი, მეცნიერი. ასეთი მე ვიქნები. თქვენ მაგრად დაიჭერთ ხელში მოთურგნილ ქვეყანას, მე კი მას სამოთხედ გადავაქცევ. მე ახლავე შემიძლია დავჯდე და დახუჭულ თვალივით დავწერო ბედნიერ სახელმწიფოს სრული კონსტიტუციანაცარქექიასუფთად დასწერე და მაჩვენე.ტიტედა, როდესაც ეს იდეალისტური სამეფო აშენდება, ადამიანებს იმდენი სიხარული ექნებათ, რომ სიკვდილით სასჯელს მხოლოდ ტირილის წინააღმდეგ შემოვიღებთ. ყველა ჯვარს ეცმება ხალხისთვის და ჩვენს სურათებს ოთახებში ჩამოჰკიდებენ იმის ნიშნად, რომ ჩვენ მათი მიწიერი ცხოვრება გავაზეციურეთ.ნაცარქექიათუ ეს ჭკუა არ გაგექცა თავიდან, შენისთანა მეცნიერი ქვეყანაზე მეორე არ იქნება. ასე მგონია, რაც ცეცხლის პირად ნაცარში გეგმები მომიქექია, ვითომ ესაა, ახლა მომყავს ცხოვრებაში.ტიტეო, რა საამურია, ზამთარში, შუა ცეცხლთან ნაცრის ქექვა და ფიქრები კაცობრიობაზე, ქვეყნის დასაბამზე და დასასრულზე, და ტირილი და ოცნება…ნაცარქექიაშენც გიყვარს? (გარედან მოისმის ყვირილი).ტიტემიყვარს. (შემოდის შიკრიკი).შიკრიკიჯარისკაცები მოგროვდნენ, ბატონებო, კარებს ასკდებიან,ქალის განთავისუფლებას მოითხოვენ.მდივანიგესმის, სანამდე მიდის მათი უტიფრობა?!!ნაცარქექია (შიკრიკს)ასე გადაეცი, რომ თუ ახლავე არ დაფანტულან, ამათი ზარბაზნებით, სუყველას გავსრეს. ჯარისკაცებს თავს ვერ ავაგდებინებ. (შიკრიკი მდაბალი სალამით მიდის. ტიტე და მდივანი აღტაცებულნი არიან).მდივანი (ტიტეს)როდესაც ეს კაცი ათი ათასი თოფით მოადგა ქალაქს – მე შევეგებე, ახლა კი ენა პირში ჩამაგდებინეთ.ტიტერასაკვირველია.მდივანირაც შენ მაგას უთხარი, (გადაუშლის ქაღალდს), სულ აქა მაქვს ჩაწერილი. ნაპოლეონ დიდი, სახელმწიფოს დაპყრობა, ხალხის მოთურგვნა და სხვა… მე, როგორც დემოკრატი, აღშფოთებული ვარ შენი ლაპარაკით.ტიტედიახ, მე და ეს კაცი დემოკრატიზმის ნაჭუჭში ვერ მოვთავსთებით. მართალია გატეხილად უნდა ვთქვა, რომ სულ სხვა გაქანება გვაქვს. (კარს გააღებს შიკრიკი. მოისმის ჯარისკაცების ხმა.)შიკრიკიმუქარა რომ გადავეცი, მთლად შეჭმა დამიპირეს. მე ვის რა დავუშავე, ბატონებო, ერთი მითხარით, რას მერჩიან. (შიკრიკი მიდის და მოიხურავს კარებს).მდივანი (გადაიხედავს ფანჯარაში)გესმით, ქვევით კარებს ამტვრევენ, დიდი ბრბოა.(გულთამზე ურტყამს კარებზე). უკვე აღარ ხუმრობენ. (ნაცარქექიას) ხელი გამოიღე, ბატონო, გადაგვარცინე.ტიტევიღუპებით, გვიშველე!ნაცარქექია (დატრიალებს ოთახში)მე კი გიშველით, მაგრამ მე ახლა ვინ მიშველის.(თავს შემოჰყოფენ კაკუტა და ქუჩარა).კაკუტაქვეყანა რო იქცევა, რა ვქნათ?!ნაცარქექიარაღაც ქენით.ქუჩარათავს ტყუილად ხომ არ შევაკლავთ.ნაცარქექიაშეაკალით, ბიჭებო, მაშ… სულ ყოველთვის მე შევაკლავ თავს?!.ქუჩარა (კაკუტას)დავიღუპეთ.კაკუტარო შემოცვივდნენ სულ მატყლივით დაგვწეწენ.ქუჩარაკარგად გავიხედოთ.კაკუტარო მოგვკლან, გავიხედოთ, რას იზამ!.. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან. გულთამზე ურტყამს კარებს).ნაცარქექიარა უნდათ იმ უღმერთოებს.ტიტეაი, აქ რომ ტუსაღია იმის განთავისუფლებას ითხოვენ.ნაცარქექიაიმისთვისაა ეს ამბები? გაუშვით და გადამარჩინეთ.ტიტე (მდივანს)გავუღოთ კარი.მდივანი (ჩუმად ტიტეს)მერე აქ ამას შეხვდება და ხომ სულ დავიღუპებით?!.ტიტე (ნაცარქექიას)იმ შენი ლაშქრიდან ახლა ერთ ასეულს ვერ გააჩენ? (ისმის გარედან მტვრევა)ნაცარქექია (მდივანს)კაცო, უთენიაში რომ დამეცი თავზე ამ ქვეყნის მთავრობა ვარო, ახლა ერთი ასეულიც არა გყავს?!.ტიტე (შეძვრება მაგიდის ქვეშ)შემოდი.ნაცარქექიაკაცს ქვეყანას მპირდებოდი და ახლა მაქ მაძვრენ! ეს რა ცხრა ჭკუის ყოფილა.მდივანიგვიშველეთ ვინმემ!ნაცარქექია (ამოიღებს რევოლვერს)თქვენ მაინც მოგკლავთ და იქნება ამან დამიხსნას. (მდივანი აღებს კაბინეტის კარებს და მირბის. ტიტე და ნაცარქექია შეშინებული მირბიან იმავე კარებით. შემორბის კაკუტა და ქუჩარა. კაკუტას ზურგზე ებღაუჭება ქუჩარა).ქუჩარაბოლოს ხომ მაინც დაგვღუპა ნაცარქექიამ.კაკუტარო მოგვკლავენ ახლა კი ვხედავ, ომე, ალალია ჩვენზე, ჩემო ქუჩარა.ქუჩარამწყენია ეს სიკვდილი.კაკუტარას იზამ! (კაკუტა და ქუჩარა ორივენი ცალ-ცალკე იხედებიან ფანჯარაში. ჩამოვარდება სრული სიჩუმე).ქუჩარაბიჭო!კაკუტაბიჭო!ქუჩარაჩვენ რომ გასრესას გვიპირებდნენ იმ ხალხს ეგერ მისდევენ და მიარბენინებენ.კაკუტააქეთაც მათი ბაიბური რო არ ისმის?!ქუჩარამგონი გადავრჩით.კაკუტავინაა რო გვიშველა!ქუჩარარა ვიცი. ამ ქალაქში ათასი პარტიააო და ერთმანეთი არ ერთს არ უყვარსო.კაკუტა (კმაყოფილად)გადავრჩით.ქუჩარათუ ახლა კი გადავრჩით, მერე ნაცარქექიას სათოფეზე არ მივეკაროთ.კაკუტარო ვიბრუნებ პირს, ნაცარქექია ჩემ ბუნდღლასაც ვერ ნახავს. (კაკუტა და ქუჩარა მიდიან. კაბინეტის კარებით გამოდის გულთამზე. გამოჰყვება ნაცარქექია. კომისარი და მდივანი იმავე კარებიდან ფრთხილად თავს გამოჰყოფენ.)ნაცარქექიაწადი ის ხალხი ჭკუაზედ მოიყვანე, თუ ქალი ხარ, ასე უთხარი, ყვარყვარე თუთაბერი ჩემი ძველიათქვა, ხომ გესმის? არ დამაფეთონ, თორემ რაღაცას ვიზამ.გულთამზემე თუ დამიჯერეს ამ ფანჯრიდან გაგაბრძანებენ.ნაცარქექიარას ამბობ? აქედან რომ გადამაგდონ, მიწაზე სული არ დამყვება.გულთამზეო, განა ასე გეშინია?ნაცარქექიაუყურე ამას! მე შენთვის ოქროს ლოგინს ვამზადებდი და შენ უფსკრულში მაწვენ?გულთამზე (ტიტეს და მდივანს)მოდით, ნუ თუ ეს თქვენი ბელადია?მდივანიეს დიდი ლაშქრის მპყრობელია, ჯარიც ისე მორჩილი ჰყავს, რომ დროებითი მთავრობა იცნო.ტიტეასეა… ოღონც, ქალბატონო, ჯერ ის ხალხი დააშოშმინე, უბედურებას გვიპირებენ.გულთამზემერე, რატომ აგვიანებენ, თუ რამეს გიპირებენ. (იძახის კარებში). ეე, ამხანაგებო! (დუმილია, ტელეფონი რეკავს).მდივანი (ისმენს ტელეფონში. ტიტეს და ნაცარქექიას)ეჰე, კიდევ ახალი ამბავია. (შემოდის შიკრიკი).გულთამზე (შიკრიკს)ხალხი სად არის, ამხანაგო?შიკრიკიახლა მე თვითონ არ გაგიშვებ. ხომ ხედავ შენი გულისთვის, როგორ მცემეს, ისინი კი ეროვნულმა რაზმებმა გადარეკეს.გულთამზემაშ, ისევ ხაფანგში დავრჩი. (უცბად მდივანს) ბატონო, მე ხომ ტყვე არა ვარ, უბრძანეთ, რომ კარი გააღონ.მდივანი (ტელეფონში)მაშ, სასახლეს ვინ ჩაიბარებს? მერე, რა ვუყოთ იმ ათი ათასი კაცს, ყვარყვარე თუთაბერმა რომ ფიცით დაგვიმორჩილა.ნაცარქექიამე მაქ რატომ მახსენებ!მდივანიბოლშევიკებს პეტროგრადი აუღიათ. დროებითი მთავრობა გაპარულა.ტიტე (დახევს მანდატს)მერე, მე ხომ მტყუანი არავისთან არა ვარ!მდივანირწმუნებული ამბობს ჩემი მოვალეობა მოხსნილიაო.გულთამზე (ნეტარებს)მაშ, ახლა ჩემთან მოდით, მოდით, რა გეშინიათ? ახლა მივხვდი ასე უცბად რად წავიდნენ ჩემი ამხანაგები, ალბათ, ქუჩაში ჩვენი ძალები ირაზმება ხელისუფლების შესადგენად. (ნაცარქექიას) შენ კი ვისი ჯარების უფროსი ხარ?ნაცარქექიადამნიშნეს… და… არ უშველათ.გულთამზესხვა რა იცით, სთქვით, გაბედეთ.მდივანიაქაური სოციალისტური პარტიები ამიერ-კავკასიის მთავრობას ადგენენ.გულთამზე (შეკრთება)მიჰქარავ!მდივანიქალაქი დაიკავეს.გულთამზემაშ არ თავდება ჯამბაზობა?!.მდივანი (ნაცარქექიას)მე მგონია ქალაქი ისევ შენს ხელშია, შენოდენა ლაშქარი არავის ჰყავს.ტიტერასაკვირველია.მდივანიამ სოციალისტების ამბავი მე მკითხე. კუდს ეშმაკსაც გადაუსკვნიან.ნაცარქექიარომ ატრიალებთ მაგ ენას, ახლა, არ იცით, რომ მასე იქნება?გულთამზეგანა ამასთან შეთანხმება იმათ უშველის?ტიტე (ნაცარქექიას)ეს დრო მაინც შენია და მოიხმარე, გეგმას მე მოგცემ.ნაცარქექიაშენი გეგმა რად მინდა. როგორც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა, სულერთია თავი მე უნდა დამიკრას.მდივანიმართალია, ბოლოს მაინც შენ გადაწყვეტ ამ ქალაქის ბედს.გულთამზე (თავისთვის)განა მართლა ქალაქის ბედს ეს ათამაშებს?… (რბილად) ყვარყვარე! თქვენ არ შეგიძლიათ გამაცნოთ თქვენი გეგმა, მე, ძველ მეგობარს.ნაცარქექია (ღელავს და მაგრად უჭერს ხელს)არ შემიძლიან რომ დაგიმალო… არაფერს არ დაგიმალავ… არა…გულთამზე (ხელს წაართმევს)დაიცა, ხელი მომაშორე.ნაცარქექიაბღერი კი არ მჭირს.გულთამზეარა, რა საჭიროა, ისეც კი უნდა დამიჯეროთ, რომ მე თქვენთან მაკავშირებს ძველის ძველი გრძნობები.ნაცარქექიაგახსოვს, შენ ცეცხლმოკიდებულო?!!გულთამზეროგორ არა, მას აქეთ სულ გეძებდი.ნაცარქექიამერე, ვერ მნახე, შე დაკარგულო?!.გულთამზეაკი აგერ მოულოდნელად გნახე.ნაცარქექიაერთია ზღაპარში შენისთანა ქალი, მეორეა სიზმარში, და ცხადში მარტო შენა ხარ და შენ.ტიტე (ნაცარქექიას)შენ ამ ეშმაკს რომ აჰყვე, ქალაქს მოგასპობინებს.ნაცარქექიაიქით, თორემ თავს სკვინჩასავით წაგწყვეტ (მდივანი და ტიტე ერთმანეთს ეჩურჩულებიან).გულთამზეახლა, ჩვენი სიყვარული რომ კარგად დაგვირგვინდეს…ნაცარქექიაოჰო, ჰო, ჰო… შენს მკლავზედ მატუსელასავით უნდა დავბერდე, იმდენ ხანს უნდა ვიკოტრიალო.გილთამზერა ბედნიერებაა, მხოლოდ ჯერ ჩვენი ფიქრები შევაერთოთ.ნაცარქექიაფიქრებს მე სულ კოლოფივით მოგარგებ. ოღონდ ცოცხალი თავი მომე.გულთამზეახლა მითხარი: შენ ჯარი გყავს?ნაცარქექიაჩემოდენა ჯარი ჭიანჭველასაც არ ჰყოლია. ფრონტიდან რომ მომყავდა, რამ თოვა და წვიმაო იძახოდნენ…გულთამზეყველაფერი გამიმხილე, მე ქალი ვარ, მართალია, მაგრამ კაცებზედ უფრო მიყვარს დიდ ამბებში ჩარევა.ნაცარქექიაეს კი, მარა, იცოდე, კაცებთან რომ დაგინახო გავლილი, ისე ჩაგავლებ მაგ თმაში ხელს და ისე გაგწეწავ, შენი კივილი ცას ესმოდეს.გულთამზეარა, მამაკაცებიდან მხოლოდ ორ-სამ ბოლშევიკს ვიცნობ, სხვას არავის.ნაცარქექიარაო? რაც მე იმგენმა გუშინ საქმე მიყვეს, ბოლშევიკს რომ დაელაპარაკო ძველ ბალიშივით გაგშლი.გულთამზე (უკან დაიხევს)მაშ, აღარ მომეკარო.მდივანი (ტიტეს)ეს ქალაქი გადარჩა.ტიტეოო, ჩვენი საუკუნე ჭკუიანია, ახლანდელ გმირს ქალის ალერსი ვერ ატყუებს.ნაცარქექია (უახლოვდება გულთამზეს)ფუნთულა!გულთამზეაწი შენთვის ეკალი ვარ.ნაცარქექიაჩემო, სულის კვარაკუნჩხა.გულთამზეამდენმა ბრმამ თავი როგორ მოიყარა შენს ხელში.ნაცარქექიაჩემო, ბოლო გაშლილო გვრიტო!გულთამზერა დაპირებით მოატყუე, ნეტავ ვიცოდე.ნაცარქექიახატივით ნუ შემირისხდი.გულთამზევნახავ, ის ჯარი შენვე გეძებდეს გასაწეწად.ნაცარქექიაასე რამ გაგამწარა. ჩემი საქმე შენთვის ყოფილა მოწყობილი. ის ლაშქარი გუშინს აქეთ ბოლშევიკურ გუნებაზეა.გულთამზეროგორ, ხომ არ გაგაძევეს იქედან!ნაცარქექიაარა, ახლა ბოლშევიკურად რომ გამოვიწყო პირი, და იქ დავბრუნდე, გუშინდლამდე რაც იყვნენ, ორჯერ მეტ პატივს აწი მცემენ.გულთამზემაშ, ლაშქარი არ გყოლია.ნაცარქექიასაქმე, ჩემო მოპოებულო, ასეა. აქ ისინი ქუჩების ჭორმა გადარია და ბოლშევიკური პროგრამა მომთხოვეს, მაგრამ მე ვერ დავუფქვი და დღეს პანღური მომაყოლეს… ახლა ცოტა ბოლშევიკურ ლაპარაკში მინდა გაწაფვა. შენ ვერ მასწავლი?გულთამზეროგორ არა.ტიტე (მდივანს)ერიჰა. – გესმის?!.მდივანი (ნაცარქექიას)მაშ, აქ ტყუილებით დაჯექ სარდლის ადგილზე?ნაცარქექიარაო?ტიტეათი ათასი მყავსო, რომ ამბობდი…მდივანითუ გიპანღურეს ახლა ამხელ?ნაცარქექიაასი წყალობა რომ შემპირდით? ჩემ პურ-მარილზე მპატიჟობდით, ვირის თავებო? ორი ერთგული კაცი რომ მომყვა ამირანის გოშებივით, სად დამიღუპეთ?გულთამზეროგორ არის დაწყობილი ლაშქარი?ნაცარქექიაწესიერად.გულთამზეძალა აქვთ?ნაცარქექიაამ ქალაქს სულ მიასწორ-მოასწორებენ.გულთამზესაით დგანან?ნაცარქექიაქალაქის აღმოსავლით.ტიტე (მდივანს)რა ვქნათ?!მდივანი (ტიტეს ჩუმად)ვაცნობოთ ახალ მთავრობას ესენი გზაზედ დააკავონ, საქმეს ვიშოვი.გულთამზე (დაადებს მხარზე ხელს ნაცარქექიას)შენ შეგიძლია იქ მალე მიმიყვანო?ნაცარქექიაასე მხარგადახვეული თუ წავალთ, გზას ვერც კი გავიგებთ, ისე მივალთ. (მიდიან).ფარდამოქმედება მეოთხემაზრის რევკომის შენობა, აივნიდან კიბე ეშვება მოედანზე. პირველი და მეორე გლეხი მოედანზე შეხვდებიან მესამე და მეოთხე გლეხს.პირველი გლეხირევკომი აქ სად არის?მესამე გლეხიჩვენც ის გვინდოდა. აქ არის და შიგ ვერავინ ვერ ვნახეთ.მეორე გლეხიეჰ, გლეხკაცის საშველი არ ყოფილა.მესამე გლეხითქვენ სადაურები ხართ?პირველი გლეხიქარიატიდან ამოვედით.მეოთხე გლეხირა მოგივიდათ?პირველი გლეხიტყეში დარჩენილ ბრბოებს მენშევიკებისაგან იარაღი შერჩათ და ახლა გვაწიოკებენ.მეორე გლეხისწორედ გითხრათ, უსაშველო გვჭირს.მესამე გლეხირა ვიცი, ასე გამიგია, რაზმი წამოვიდა თქვენკენ ყაჩაღების ასალაგმავადო.პირველი გლეხიყვარყვარე თუთაბერმა ჩამოიარა, მარა რად გინდა, ვინც საწყალი ნახა, ზურგზე ბოლი ადინა და ყაჩაღებს კი თავზე ხელი გადაუსვა.მესამე და მეოთხე გლეხიროგორ?!!მეორე გლეხიყველა თავის რაზმში მიიღო.მეოთხე გლეხიეს რა საქციელია?!პირველი გლეხითუ ძმა ხარ, არ გამაცხადო, ასე ამბობენ, ყაჩაღების თვითონ შეეშინდაო.მესამე გლეხირა ვიცი, აქ რომ ძალიან ვაჟკაცობს?!პირველი გლეხიმაშ, ერთს გეტყვით.მესამე და მეოთხე გლეხიჰო, თქვი, ნუ გეშინია.პირველი გლეხიიმ ყვარყვარეზე საჩივლელად მოვედით სოფლელები.მესამე გლეხიკარგი საქმეა, მაგრამ თავმჯდომარე ავად არის, ვისთან უჩივლებ?! (ხმაურობაა. შემოდიან მეხუთე და მეექვსე გლეხი)მეოთხე გლეხიმაქეთ რა ჩოჩქოლია?მეხუთე გლეხიყვარყვარე მოდის, ხალხი დაუჭერია.მესამე გლეხიეჰ, შეარცხვინა ღმერთმა. მაზრა ააწიოკაო, ამბობენ.მეოთხე გლეხიმაგის წამალი რევკომიდან გამოვა.მეორე გლეხიეს როდის იქნება?!მეექვსე გლეხისულ ერთია, ყვარყვარეს ვერავინ დააჭრის ყურებზე ხახვს.მეორე გლეხირატომ?!მეექვსე გლეხიხელმწიფე მაგას გადაუგდიაო.მეხუთე გლეხიკი, ასე ამბობენ, დიდი ბადეები გაუგლეჯიაო.მეორე გლეხიაბა, გავეცალოთ ამ მოედნიდან (გლეხები აჩქარებით გადიან. შემოდის ყვარყვარე, თავით ფეხებამდე შეიარაღებული).ყვარყვარე (ეძახის)დაურთეთ თოფის კონდახები, ისე მოსცხეთ, რომ დაწყნარდნენ. (ისმის ჩოჩქოლი.) ეს რა ღრიანცელია, კიდევ ატყდნენ! შენ, ჰეი, მაგას თავი გაუხეთქე და მაშინ შეუშვებს შიგ ახალ-ახალ ცხოვრების აზრს. ოო, შედენეთ იმ სარდაფში, კარი გამოუხურეთ. მორჩა (თავისუფლად ამოისუნთქავს). რა გლახაა ხალხის სიბნელე, რამდენიც არ უნდა უჩაჩქუნო თავში, ვერაფერს ვერ შეაგნებინებ. (შემოდის პირველი რაზმელი)პირველი რაზმელიერთი ბებერი კაცია შეპყრობილი, მეწისქვილე ყოფილა. ასე იძახის, ყვარყვარე თუთაბერის ძველი მასპინძელი ვარ და ნუ მომკლავს, ღმერთი იწამოსო.ყვარყვარეიმ მეწისქვილეს უთხარი: აქ მალე მოგაკითხავს ქალიშვილი და შენს საქმეზე ჩემთან მოგოგმანდება-თქვა.(პირველი რაზმელი მიდის. შემოდის ორი რაზმელი. ზურგზე ბარგი აქვთ მოკიდებული.)მებარგეეს რევკომში შევიტანოთ?ყვარყვარეეს ხომ ჩემი ამორჩეულია, სადაა სხვა საქონელი?!მებარგეიქაა მთელი ურემი.ყვარყვარეჰოდა, ის შეიტანეთ რევკომში, ეს მე მაჩუქეს, მუშათა კლასს რომ ვემსახურები, იმისათვის… (ანჩხლად) და ჩემი საქონელი მიგაქვთ რევკომში, თქვე თვალდაფსებულებო?მებარგეებიაბა, სად წავიღოთ?!ყვარყვარეთავ-აბრაგებს მიაბარეთ. მხოლოდ წვრილმა აბრაგებმა არ დაინახონ. (მებარგე აპირებს წასვლას.) დაიცადე, წადი ის ქურქი მოიტანე, თავადიშვილმა რომ მაჩუქა.მებარგეიმ ქურქს თავ-აბრაგები ერთმანეთში იყოფენ.ყვარყვარერაო, ჩემს ქონებას იყოფენ ის პირძაღლები?! წადით, უთხარით, თავი თხლეზე არ დამაჭერინონ, თორემ ერთმანეთს ვერ გაასწრებენ, ჩქარა ორივე აქ მომგვარეთ.მებარგეებიკი მარა, ეს სად წავიღოთ?!ყვარყვარეკარგი, მე თვითონ გაჩვენებთ მაგის ადგილს.(ყველანი მიდიან. შემოდის გულთამზე და რევკომის თავმჯდომარე.)გულთამზემამის დაპატიმრება მაცნობეს და გამოვეშურე. მაშინვე კი ვიგრძენი, რომ სრული გაუგებრობის მსხვერპლია ის საწყალი… რა უნდა შემთხვეოდა მოხუცს და, მართლაც, ვხედავ, მთელი მაზრა არეულია.თავმჯდომარეცენტრში დამიძახეს, ამხანაგო გულთამზე, და გზაზე, აქეთობისას, ავად გავხდი, არაფერი არ ვიცი.გულთამზეერთი ამხანაგი მოდის ამ ამბების გამოსარკვევად, ძველი მეგობარია, ფრონტზე ერთად ვეწეოდით ფარულ მუშაობას.თავმჯდომარეეჰ, ყველაფერი ჩემი მოადგილის ბრალია. რაზმში ყაჩაღები მიუღია და ჩანს, თვითონაც მათი გავლენის ქვეშ მოექცა.გულთამზეეტყობა, ეს თქვენი მოადგილე მათრახს უსამართლოდ ატრიალებს, ბევრ პარტიულ ამხანაგსა აქვს ზურგი აჭრელებული.თავმჯდომარევნახოთ, ვნახოთ, ყველაფერი გამოირკვევა. (შედიან რევკომში. შემოდის ყვარყვარე.)ყვარყვარეხალხი თავის მტერია, თუ არ მოწყემსე, უჭკუო საქონელივით ხრამში გადავარდება… თუ შნო გაქვს, ჯოხს თვითონ მოგცემს, ოღონდ ძალიან ჭკვიანად უნდა დაარტყა.(შემოდის პირველი რაზმელი)პირველი რაზმელიიმდენი ხალხი ერთ სარდაფში არ ეტევა!..ყვარყვარეკარი ხომ მიუხურე!..პირველი რაზმელიროგორ არა!ყვარყვარემაშ, თუ კარი მიუხურე, დაეტევა აწი, აპა რას იზამს?!პირველი რაზმელისასუნთქავ ფანჯარას მაინც გავუღებ, თიორემ სულს ვერ ითქვამენ.ყვარყვარემერე, იქედან რომ გადმოცოცდნენ? არა, მიხურე.პირველი რაზმელივინც სუსტი გულისაა, იმ სარდაფში მოკვდება!ყვარყვარესუსტი გულის პატრონი პროლეტარიატს რად უნდა?! მეტ ტვირთად დააწვება, ახლა ეს მითხარი, გინდა პროლეტარიატი რომ შეწუხდეს?პირველი რაზმელიარ მინდა.ყვარყვარეაბა, დადექი შენს ადგილზე.პირველი რაზმელიკარგი, დავდგები (მიდის. მებარგეს შემოჰყავს პირველი და მეორე აბრაგი).მებარგეაი, ბატონო, ის აბრაგები მოვიყვანე!ყვარყვარე (აბრაგებს)აქეთ დადექით, ჩვენება უნდა ჩამოგართვათ.აბრაგებიბრძანეთ (მებარგე მიდის).ყვარყვარეამ სოფელ-ქალაქს რომ მიდგომიხართ და ბუდეში კვერცხს არ უშვებთ, რას მიპასუხებთ?!პირველი აბრაგიშენი წყალობაა, რასაც ვჭამთ.მეორე აბრაგიმართალია, ცხრა ჭკუის ხალხი ტყიდან დაგვაბრუნე… ზოგი საწყალი მენშევიკი გლახა მწყერივით ჩამორჩა გაქცეულ მთავრობას და ჩვენთან ამოიძუა კუდი. ყველას კარი გაგვიღე, რაც აბრაგები გვნახე.ყვარყვარეჰოდა, ახლა კოჭებს მისინჯავთ, მაგრამ მე თქვენი სულ არ მეშინია, არ მეშინია…პირველი აბრაგირას გისინჯავთ? შენ რომ შენი თავგადასავალი გვითხარ, იმაზე ყველამ დაუმატა, რაც იცოდა, და ერთ დღეს თავიდან ბოლომდე რომ მოვყევით შენი საქმენი, ვიღაცამ თქვა, სხვას რომ მაგის ნახევარი ექნა, ძეგლს დაუდგამდნენო.ყვარყვარეძეგლს მიდგამენ?!აბრაგებიკი, ასე თქვა ვიღაცამ.ყვარყვარემაშ, თუ ღირსი არა ვარ, ძეგლს რატომ მიდგამენ?პირველი აბრაგიახლა იმის სათქმელადაც მოვედით, თურმე, წითელი ჯარი მოდის და იმისთანა დიდი ბოლშევიკები მოუძღვებიან… ქვეყანა რომ შეუძრავთ, და მეჭორეები ჩმახავენ, ყვარყვარე თუთაბერს გაკოჭავენო.ყვარყვარემერე?პირველი აბრაგიჩვენ შენი იმედი გვაქვს.მეორე აბრაგიმთელი ჩვენი ბიჭები საფარ-კედლად შენ გიყურებენ.ყვარყვარემაშ, წადით და რაზმელებს უთხარით, მოედანზე ხალხს ათქმევინონ, რომ (უთითებს) იმ დიდი ლოდისაგან ჩემთვის ძეგლის გამოთლა უნდათ!აბრაგებირატომ?!ყვარყვარეროცა გაიგონებენ, თვალში ნაცარს ვერ მომაყრიან. ასეა… ხომ გესმით?!აბრაგებიკი, გვესმის.ყვარყვარემაშ, წადით!პირველი აბრაგიბოლშევიკებისაგან ხომ დაგვიფარავ?!ყვარყვარეწყნარად იყავით, რწყილებივით!აბრაგებივიქნებით.ყვარყვარექვეყანას არ ათქმევინოთ, ყვარყვარე თუთაბერს ვირები ვერ მოუთურგვნიაო(აბრაგები მიდიან).ყვარყვარე (აპირებდა რევკომში შესვლას. მობრუნდება)ეს ვინ არის?! ქალი კი არა, მზის უნახავია. (შემოდის ქალი) შენ ვინ ხარ?ქალირევკომში მაქვს საქმე.ყვარყვარეჰოდა, თუ რევკომში მიხვალ, აგერ ვარ.ქალიმე გთხოვთ გაათავისუფლოთ ერთი უსამართლოდ შეპყრობილი ადამიანი.ყვარყვარეშეიძლება.ქალიოჰ, როგორ მადლობელი ვარ, სულ უდანაშაულოა.ყვარყვარევინ არის, ბრძანეთ და ამ წუთში გავათავისუფლებ. ის კი არა, სული რომ მთხოვო, ამ ყელიდან ამოვიღებ და მოგცემ. (უახლოვდება ქალს.)ქალი (უკან დაიხევს)ის ჩემი ქმარია.ყვარყვარექმარიო?! ეს სხვა საქმეა. მე ახლა კანონს ფეხს ვერ გადავადგამ იმისთანა კონტრრევოლუციონერის გულისთვის.ქალირას ბრძანებთ, სულ მთლად მართალია.ყვარყვარე (უახლოვდება)ის ვითომ არ გყოლიათ, ისე უნდა დაივიწყოთ.ქალივინ დავივიწყო, შე მხეცო, ა, ეს რა პასუხია, ჩემი ქმარი დავივიწყო, შე არამზადავ?!ყვარყვარეშენ ვის უბედავ ასეთ სიტყვას, თუ შენ გგონია, ისე მომწონხარ, რომ ჩემს თავს და მთავრობას გაგალანძღვინებ?! მე რომ ქალი მიყვარს და ვუყვარვარ, იმის გვერდით რომ გაჩერდე, ჯოჯოხეთის მაშხალად გამოჩნდები!ქალია, მე ვხედავ, რომ თქვენ დასცინით ჩემს თხოვნას… მაგრამ, როგორც გავიგე, მარტო არა ვარ ამ ყოფაში, დღესვე მოვადგებით ყველანი რევკომს და ხმამაღლა მოვითხოვთ სამართალს. ვნახოთ (მიდის).ყვარყვარე (დუმილის შემდეგ)ქალს როდესაც ვექორქოშები, ჭკუა მებნევა, თორემ იმ ქალმა, ახლა, იმისთანა სიტყვები მკადრა, უსათუოდ უნდა დამეტუსაღებინა (გაივლის). ეჰ, ეს მაზრა ხომ კარგად მივასწორ-მოვასწორე. აწი შევალ ჩემს რევკომში და, იცოცხლე, ყვარყვარე თუთაბერო, ერთი ათად გამოაჩინო შენი ნამოქმედარი.(შედის რევკომში. შემოდის კაკუტა, ქუჩარა და ლირსა)ქუჩარაე, კაკუტა, ხედავ, კაცო, სად მიდის ჩვენი ყვარყვარე?კაკუტამისაკარებელი პირი რო არა გვაქვს?!ქუჩარარა ვიცოდი, მაგის ბარი თუ ამდენს იმუშავებდა.კაკუტაო, რას იზამ, კაცნი ვართ. ვუთხრათ, ჩვენი ნაბატონარის ნამოსახლარი რომ მოგვცეს.ლირსაჰო, უთხარით, კაცებო, გაჭირვებულებისათვის ახლა თენდებაო და ჩვენზე გაჭირვებული ვინ არის, რაღაცა თითო ხელისდადება ადგილი გაქვთ, იმაში თესლის ჩაგდებაც არა ღირს. (კაკუტას) თუ მეტი მოხერხება არ გქონდა, შე საწყალი, რას იკიდებდი, ჩემს ცოდვას?!კაკუტაასეა, ჩემო ლირსა.ლირსაუბედურებად მე ჩემი სიობლე მეყოფოდა.კაკუტაო, რას იზამ.ლირსაროგორ რას იზამ, მგელივით კაცი ხარ. თუ ხელს გამოიღებ, შენისთანა ჩვენს სოფელში ორი არაა.კაკუტაქალი შენა ხარ და ყველაფერი კი იცი…ქუჩარა (ხარბად უყურებს მათ)რა ვქნა, ჩემთვის არ მოინახა ასეთი უპატრონო და ობოლი… ქალის ჭირისუფალმა, თუ შეგატყო, რომ მჭადი გიჭირს, მაჭანკალს კეტით გამოგიგდებს… არადა, მეც მინდა ერთი გულის გამთბობი.კაკუტარას იზამ, კაცნი ვართ…ქუჩარა (იხედება რევკომისკენ)თუ კარგი თვალით გადმოგვხედა ყვარყვარემ, ჩემი კერიაც დაინთება.ლირსარატომ არა, მიდით და თხოვეთ, კაცებო, ხომ იყო თქვენი ამხანაგი!ქუჩარაარა, იმას ჩვენზე დიდად თავი სულ კი მოჰქონდა. კი, კი მოჰქონდა.ლირსა (კაკუტას)აბა, რას გამომიჭედე, ჩემო კაცო, ყური, ამხანაგი იყოო.კაკუტაარა, ღონით მე ყოველთვის ვაჯობებდი, მარა, რას იზამ!ქუჩარახერხი რომ არ ჰქონოდა, ვაჯობებდით, მარა, რაც ზევითაა, ორი იმდენი მიწაშია და მიწაში ეძიე შენ, რას მონახავ.კაკუტაკი, ძირს გამოგითხრის.ქუჩარამე ახლა აქ სულ შენი იმედითა ვარ, ცოლიან კაცს რომ გნახავს, პატივს დაგდებს.კაკუტაკი, პირდაპირ ჩვენს იღბალზე დაწვა და დაანაცარტუტა ი ჩვენი ნაბატონარის მიტოვებული ოდა-სახლი.ქუჩარაიქ ერთი კუთხე რომ მოგვიგდოს, მეტი რად გვინდა.კაკუტამართალია, უნდა მოგვიგდოს, ჩვენც კაცნი ვართ.ქუჩარაჰოდა, რასაც მოგვცემს, იცოდე, ორივეს უნდა გვერგოს.კაკუტაკი, გერგება. (ყვარყვარე გამოდის რევკომიდან და ნელა-ნელა ეშვება კიბეზე)ყვარყვარეგულთამზე მოსულა და ხოხობივით ზის თავმჯომარის ოთახში. მეც ეშმაკი ვარ, იქ აღარ შევეფეთე. ასეა, მე რომ მკითხონ, სიყვარული მახეებში ძრომაა, თუ გააბი ქალი, ბულბულს შეარცხვენს, ისე ტკბილ გალობას დაგიბერავს, მაგრამ, თუ გაება, ქარცეცხლს შემოგიკიდებს. (თვალს მოჰკრავს კაკუტას და ქუჩარას) ესენი ახლა სად გამოჩდნენ ძველი მთვარესავით.კაკუტა და ქუჩარაბატონი ყვარყვარე.ყვარყვარევინა ხართ? როდის გაჩნდით ქვეყანაზე (ზურგს შეაქცევს).კაკუტა და ქუჩარაბატონო, ბატონო ყვარყვარე!ყვარყვარევინ მიბედავს ბატონის დაძახებას. რევოლუციურ ბრძოლაში კაცი ჩამტოვეთ, უნამუსოდ გაიპარეთ და ახლა აქ მობედეთ მოსვლა?ქუჩარაშევცდით, რომ გავიპარეთ, მაგრამ ახლა ძალიან გაგვიჭირდა და ისევ შენ დაგიკარით თავი.ყვარყვარეგაგიჭირდათ?!ქუჩარააა, ეს საცოდავი კაკუტა უღელში გაება. ქალი ითხოვა და ჩვენი ნაბატონარის ნამოსახლარი გვინდა რომ გთხოვოთ. ხომ იცი, რა ძნელია, როცა კაცს უღელი აქვს კისერზე და მჭადი საძებარია.ყვარყვარეამ გლახას ვინ მისცა ქალი?!ქუჩარა (ჩუმად)სეფისკვერივითაა ეს უპატრონო.ყვარყვარემანახეთ, ეგება მეც მომეწონოს (წინ გამოსწევს ლირსას). ესაა? ტფუ… მგელს დააფეთებს!კაკუტაუპატრონო და ობოლი რომ იყო, იმიტომ მომცეს.ყვარყვარეამის შეყვანას იმ ფაცხაში, ქვა რომ შეგეგდო, ის გერჩია.ქუჩარარატომ, რაც უნდა იყოს, თბილია.ლირსათქვენ იქით, გზა არა გვაქვს, ბატონო, იმ ეზო-გარემოში ოც წელიწადს ვემსახურებოდი ბატონს და ახლა კი გვეკუთვნის ერთი კუთხე.ყვარყვარეგაჩუმდი, შენი ხმა არ გავიგონო! (შემოდის პირველი რაზმელი)პირველი რაზმელირაზმელებმა შემოგითვალეს, ამხანაგო, ძეგლს ჩვენი ხელით დაგიდგამთ, ოღონდ გვიშველეო.ყვარყვარერა მეხი მოელანდათ?პირველი რაზმელიგზატკეცილზე წითელი ჯარი გამოჩნდა. პასუხისმგებელი ამხანაგები მოუძღვებიან და კალთა დაგვაფარეო.ყვარყვარეკალთა თუ არ ავიკაპიწე, ამდენი ოხერი ერთ ღელეში ჩამიტანს. წადი, უთხარი იმ რაზმელებს, ჩემი სახელი არ ახსენოთ, თორემ, რაც დღემდე დაგაკელით, აწი გაგშოლტავთთქვა! (რაზმელი მიდის)ქუჩარავისზე წყრები, ბატონო ყვარყვარე, რა გაქვს ახლა შენ ასაკრიჭინებელი?ყვარყვარერომელ ურემს აწევს ჩემოდენა ტვირთი?კაკუტა და ქუჩარარაო?ყვარყვარებოლშევიკებს ნაცარი კი არ მოაქვთ საქექავად?! საქმე იქნება.ქუჩარაბოლშევიკებს, თურმე, ერთი კალაპოტი მოუტანიათ, ვინც პატარაა, იმაზე გაადიდებენ და ვინც დიდია, იმაზე დაამოკლებენ. რაც უნდა იხტუნო, თურმე, იმ კალაპოტს ვერ გაექცევი.ყვარყვარემაშ, მეც თქვენთან გამასწორებენ?ქუჩარა (კაკუტას)ა, მგონია, ვერ ვთქვი კარგად.ყვარყვარეთქვენც იმ დიდ ქვაში გამოგიღებენ ჩემსავით, არა?კაკუტაშენ იმ ქვაში როგორ გამოგიღებენ?ყვარყვარეცოცხალ ძეგლად დამდგამენ.კაკუტაო, დაგდგამენ, მერე?ყვარყვარემერე სოფელში თქვენი ძვალი არ იქნება, ეს კი ასე იდგმება.ქუჩარასულ იქნებაო, გესმის ლირსა?!ლირსაკი…ყვარყვარევინ მოთვლის, იმ დრო-მდინარეში რამდენი ამის მნახველი გულზე ხელს დაირტყამს და იტყვის, სიკვდილო, შე ოხერო, ყვარყვარე თუთაბერის ფასი ქვეყანაზე რა დატოვეო. ანდა რამდენი ლამაზი ქალი მიასობს თვალს და იკითხავს, ეს რა მიწამ შეჭამაო, ეს საწყალიო, მალამოსავით დაილიაო… ისე ამოიჯენს ქალი გულს, რომ ფუნთულასავით მომეკვრება. მარა ქვას გაათბობს?!ქუჩარაქვას კი გაათბობს, მკვდარს ვერ გააცოცხლებს, იმ მუდრეგს, თორემ, ქალის კოცნა კეცს გაახურებს.ყვარყვარემერე მე რას გამომადგება. ეჰ, სულ ტყუილა-ბზუილა არის ეს ცხოვრება, ბოლო ყველასათვის დაკარგულია.ქუჩარასულ ერთია, ჩემო ყვარყვარე, სანამ ხარ, რა დედამ გშობაო, ხომ ათქმევინებ ამ ქვეყანას.ყვარყვარედედამ მშობა, აბა ციცრის კვერცხიდან კი არ გამოვჩეკილვარ, თქვე უპატრონოებო.ქუჩარაკი, კი… სოფელში ამბობენ, შენ დაბადებაზე ისე დაუტენია თოფი წყვიწყვის, რომ ლულა გახეთქია უბედურს. (ისმის ხმაური.)ყვარყვარეეჰე, თავი ბოლშევიკები მოდიან და რას მიმოწმებთ, მეზობლებო, იმათთან.ქუჩარა (კაკუტას)ვაქოთ, ბიჭო!კაკუტაკი, ცაში ავიყვანოთ.ყვარყვარეხომ გახსოვთ, რაც მე წვალება მინახავს თქვენი გულისთვის.ქუჩარაის გავაცხადოთ?ყვარყვარეკი, სიმართლე თქვით.ქუჩარაკარგი, ასე იტყვით, რომ თავიდან ნაცარქექია იყავი და შიმშილით გკლავდნენ.კაკუტაკი, ყველამ ვიცით.ქუჩარათბილ სახლიდან გზა-შარაზე გაგაგდეს. ბოლოს იჯარა აიღე, – შენც გაჯახირდი და მუშებსაც ტყავი გააძრე.კაკუტახიდი მაინც ვერ გააკეთე.ქუჩარავიტყვით, რომ კერიიდან აგაგდეს, შე საწყალო, და მართალი კაცი კინაღამ ჩამოგახრჩეს.ყვარყვარემართალი კაციო!კაკუტაკი, სულ ტყუილა დაგიჭირეს. ახალთაობის საქმეში არ ერიე.ქუჩარამერე, გაქცეული ჯარის უფროსობა გინდოდა, მარა ჩვენისთანა ვირებმა გიღალატეთ.ყვარყვარეეს რა გამოდის?!კაკუტამას შუა და იმას შუა რო იყო, იმასაც ვიტყვით.ყვარყვარერას იტყვი?!კაკუტასასახლეში რო წაგვიყვანე და ყმად რო უდგებოდი და მერე ის მთავრობა რო თხლესავით წავიდა.ყვარყვარეჰოდა, ახლა კარგ ტაბლაკვერებს მიიღებთ ჩემგან, წამოდით, უნდა დაგატუსაღოთ.ყველანირატომ, რატომ გვატუსაღებ?ყვარყვარერადგან თქვენ ვერ მიცანით, თვითონ უნდა გაგაცნოთ ჩემი თავი და… როგორც გაუსწორებელ დამნაშავეებს, გაპატიმრებთ. (ეძახის) ეი, ვინა ხართ! (შემოდიან რაზმელები) წაიყვანეთ ესენი და სამივე იმ სარდაფში ჩასტენეთ!პირველი რაზმელიარ დაეტევა, ამხანაგო, არ დაეტევა და რა ვქნათ?ყვარყვარეწაიყვანეთ!ლირსაეს რა მეხის ტეხაა?პირველი რაზმელიის ხალხი იქ ისეა გამწარებული, როგორც კი გავაღებ კარს, გარეთ გამოცვივდებიან, იხრჩობიან.ყვარყვარეგინდა შენ, პროლეტარიატის ძალაუფლებას ძირი რომ გამოუთხარო?!პირველი რაზმელიარ მინდა.ყვარყვარეაბა, წაიყვანე!ლირსაბატონო, რას გვიშვებით, კაცებო, მიპატრონეთ, თქვე შეჩვენებულებო!ქუჩარა (მუდარით)ყვარყვარე, ყვარყვარე, რა მიშობი?!ყვარყვარეგაყევი!ლირსაბატონო, შენი მუხლის ჭირიმე!ყვარყვარე (აპირებს წიხლი უთავაზოს ლირსას, რომელიც კაკუტას ეფარება) აი, ჩემი მუხლი!ლირსარა ცეცხლში ჩამაგდეთ, კაცებო, თქვე შეჩვენებულებო, სად მომიყვანეთ? ამისთვის მეუბნებოდით, ამხანაგიაო?!კაკუტაქუჩარა, ბიჭო, შენ ამბობდი, ცოლიან კაცს პატივს გცემსო, სადაა?ყვარყვარეჩქარა წამოდით, ფეხს ნუ ითრევთ!რაზმელები (თოფს მოიმარჯვებენ)წამოდით! (ყველა მიდის. შემოდის სევასტი ორი წითელარმიელით. ადის კიბეზე. რევკომიდან გამოდიან გულთამზე, რევკომის თავმჯდომარე, წევრები და შეეგებებიან სევასტის)გულთამზესევასტი, შენ მოუთმენლად გელოდით.სევასტიკიდევ კარგად ყოფილხართ. ისე არეულია ეს მაზრა, არ მეგონა, თუ აქ ცოცხალი დამხვდებოდით.თავმჯდომარედიახ, ჩემმა ავადმყოფობამ ეს ახლად გასაბჭოებული მაზრა ისევ ძველი აბრაგების ხელში ჩააგდო.სევასტიეს რა ხმაურობაა?!გულთამზეგესმით, რაღაც დაამტვრიეს.სევასტი (შემორბიან ტუსაღები)ესენი საიდან მორბიან?პირველი ტუსაღიგვიშველეთ, ამხანაგებო, ციხეში ჩაგვყარეს, დაგვიხსენით!სევასტიეს რა ხალხია!მეორე ტუსაღიგანუკითხავად დაგვიჭირეს, კარი რომ არ გამოგვემტვრია, ვიხრჩობოდით.სევასტიციხეში ვინ ჩაგყარათ?!ტუსაღებიყვარყვარე თუთაბერმა!გულთამზეყვარყვარემ?სევასტიეს სახელი ნაცნობია, გულთამზე, შენ არ გაგონდება?გულთამზეუი, ის ნაცარქექია ხომ არ არის?!სევასტიდამშვიდდით, გლეხებო! სად არის დამნაშავე?პირველი ტუსაღიროდესაც ჩვენ გამოვცვივდით, გაიქცა.მეორე ტუსაღი (იხედება)აი, გაუკოჭიათ.ხმებიმოჰყავთ, მოჰყავთ!..ყველანიჩქარა, რევკომში მოიყვანეთ! (სევასტი, გულთამზე, თავმჯდომარე და წევრები შედიან რევკომში. წითელარმიელებს შემოჰყავთ ყვარყვარე. უკან მოჰყვება პირველი რაზმელი)პირველი რაზმელიარ დაეტევა-თქვა, ხომ ვიძახდი! (წითელარმიელებს ყვარყვარე შეჰყავთ რევკომში)ხალხიგაასამართლეთ! (შემოდიან კაკუტა, ქუჩარა და ლირსა)ქუჩარადაინახეთ, რევკომში რომ შეათრიეს ის გარეწარი?ლირსაკი, კი… კარგად მიაჩანჩალეს.კაკუტარას იზამენ ახლა, მოკლავენ?ქუჩარამოკლავენ, აბა, ქალს კი არ უთხოვენ!!ლირსაახია, კაცებო, რასაც უზამენ. ვერ ხედავდით რა დაგვიტრიალა?ქუჩარადრო კია, მამამისი წყვიწყვი შავს იკერავდეს.კაკუტაკი, კი, ზარალი გამოუვიდა.პირველი ტუსაღი (კაკუტას და ქუჩარას)თქვენ იცნობთ მაგ უმოწყალოს?ქუჩარავიცნობთ კი არა, მაგის შიშით ძლივს დავდივართ ქვეყანაზე.მეორე ტუსაღიროგორ, კიდევ გაწვალათ ამის გარდა?კაკუტაერთხელ გამოვეპარეთ, თორემ, ახლა ცოლი კი არ მეყოლებოდა – მკვდარიც ვიქნებოდი.ქუჩარაკაცო, კაკუტა! მაშინ რომ გადაურჩით, ხომ დავიფიცეთ, სათოფეზე არ მივეკაროთთქო, ახლა როგორ გადავცდით?!კაკუტაჰოდა, ეს მოგვივიდა.ხალხიეჰ, დასაღუპავია მაგისთანა კაცი!ქუჩარააბა, ეგ თუ გაუშვეს, სულ ერთია, მთელ ქვეყანას დააქცევს (ყველა გამოდის რევკომიდან).თავმჯდომარეამხანაგებო, ყვარყვარე თუთაბერის უმსგავსო საქმეები სულ თავიდან ბოლომდე გამოვარკვიეთ.ქუჩარაალალია, ხომ ჩავარდი ტაფაში!ყვარყვარერომ ვერ მივხვდი, რას მემართლებით? მე რევოლუციაზე ლოგინი დამიგია და ახლა დასჯა მერგება?სევასტიამხანაგებო, ყვარყვარე თუთაბერი ნაცარქექიაა.ხმებიკი, კი, ნაცარქექიაა.სევასტიის მეფის დროს ჩემ მაგიერ დაიჭირეს და ამ შემთხვევის წყალობით თავი გაუსაღებია ძველ რევოლუციონერად… ჩვენი გამოძიებით კი ყვარყვარე თუთაბერი ნამდვილი ჭკუანაკლებია, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეს ადამიანი არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს და ამიტომ ვათავისუფლებთ.ხმებიშემცდარია რევკომი, რევკომი შემცდარია!სევასტიმხოლოდ იმ ხელისუფლებაში, რომელიც იქ, ჩვენამდე, ნაჩქარევად შედგა იმ არეულობაში, შეეძლო ყვარყვარე თუთაბერს გმირის ადგილი დაეჭირა და ხალხისათვის ვნება მიეყენებინა, ჩვენ კი ახლა მას ნიღაბი მოვხსენით და, დეე, თავისი ნამდვილი სახით, ნაცარქექიას სახელით, იაროს ქვეყანაზე.პირველი ტუსაღიმაშ, თუ ჭკუანაკლების ხელში ვიყავით, კიდევ კარგად გადავრჩენილვართ.მეორე ტუსაღიკარგია მაინც, რომ გავიგეთ!მესამე ტუსაღირადგან აწი ზიანს ვეღარავის მიაყენებს, იაროს და იჩერჩეტოს, რა გვენაღვლება.ყვარყვარეოო, რა სიცოცხლეს ვკარგავდი?!სევასტი (ყვარყვარეს უახლოვდება)ნაცარქექია, ეს თავი კი შეგრჩა, მაგრამ გულთამზესთან ხომ შეგარცხვინეს?!გულთამზეაწი მაინც ვერ შემხედავ, ძვალმოტეხილო, ხომ სულელად გამოგაცხადეს?!ყვარყვარე
ყველა უბედურებას შენით გადავეკიდე, გულთამზე! მარა, თუ ცოცხალი გადავრჩი, მაინც არა უშავს, (თავისთვის) გული არ გაიტეხო ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით სოროში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცდები (ხალხი სტვენით, ყვირილით და დაცინვით აცილებს მიმავალ ყვარყვარეს).