პოკერი 20 წუთში – პალმერმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

პრემიერლიგის მეექვსე ტურში „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაიტონი“ 4:2 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის 22 წლის ნახევარმცველმა კოულ პალმერმა კი პოკერი შეასრულა.
პალმერმა ოთხი გოლი 20-წუთიან ინტერვალში გაიტანა. ის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პოკერის შესრულება პირველ ტაიმში შეძლო. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 6 მატჩში 6 გოლია.
„ჩელსი“ 13 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს სახლში, კონფერენს ლიგაზე „გენტთან“ ჩაატარებს.
ჩელსი – ბრაიტონი 4:2
გოლები: 0:1 რიუტერი (7), 1:1 პალმერი (21), 2:1 პალმერი (28, პენ), 3:1 პალმერი (31),
3:2 ბალება (34), 4:2 პალმერი (41)
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა