„პოზიციები არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ“ – ბესო ორთოიძე კობახიძესთან შეხვედრაზე

„პოზიციები მთავრობის მხრიდან არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ“ – დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პრემიერ სთან შეხვედრისას თითქმის არაფერი ახალი არ მოუსმენიათ.
ბესო ორთოიძის თქმით, თითქმის 4-საათიან შეხვედრაზე განსხვავებული პოზიციები არ მოუსმენიათ, თუმცა იყო მეტი კონკრეტიზაცია.
კითხვაზე იყო თუ არა საუბარი ახალ არჩევნებზე, „არსის“ გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ბიზნესის ნაწილს ეს მოთხოვნა აქვს დაფიქსირებული და საუბარი ამ საკითხსაც შეეხო, თუმცა როგორი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა დამოკიდებულება საკითხზე არ დაუკონკრეტებია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „არსი“| ერთ-ერთია იმ 2200-ზე მეტი კომპანიას შორის, რომლებიც #Freebusiness -ის მოთხოვნებს შეურთდნენ. კომპანიები აცხადებენ, რომ აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა კი არის ახალი ს დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება.