პოზიცია ვაკანტურია – ქართულ ბაზარზე ყველაზე პოპულარულ ჩინურ ელექტრომობილს BYD-ის ოფიციალური წარმომადგენელი არ ჰყავს

ელექტრომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია BYD (Build Your Dreams)-ის საქართველოში ოფიციალური დილერი არ ჰყავს, ადგილობრივ ბაზარზე ყველა მათგანი ქარხნული გარანტიის გარეშეა იყიდება,- ამის შესახებ Commersant.ge- რამდენიმე დღის წინ, GAA Holding-ის დამფუძნებელ, გია ალიხანაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუზე დაყრდნობით წერდა.
„BYD-ისთან ჩვენი კომპანია დიდი ხანია თანამშრომლობს და საქართველო ჯერჯერობით პარტნიორი ქვეყნების სიაში არ არის, როგორც განაცხადეს, ამ თემაზე მუშაობენ“,- აღნიშნავდა ალიხანაშვილი.
YD (Build Your Dreams), ჩინური კომპანია, რომელიც ელექტრომობილების (EV), ჰიბრიდული მანქანების, ავტობუსების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლადაა ცნობილი. BYD ერთ-ერთი უდიდესი და პოპულარული ბრენდია მსოფლიოში ელექტრომობილების სფეროში, განსაკუთრებით ჩინეთის ბაზარზე.
ქართულ ბაზარზე BYD-ის ელექტრომობილები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდია, პოპულარობა კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ზრდადია.
BYD-ის ოფიციალური წარმომადგენელი რომ არ ჰყავს, ამას ბრენდის შემომტანში, BYD Georgia-შიც გვიდასტურებენ. მათი თქმით, კომპანია ჩინური ავტომწარმოებლის ოფიციალური პარტნიორია, მაგრამ არა ოფიციალური სერვისცენტრი, რის შესახებაც მომხმარებლებს წინასწარ აფრთხილებენ.
ამის პარალელურად, BYD-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნა, მაინც სტაბილურად ზრდადია.
„ჩვენ მომხმარებლებს 150 000 კილომეტრის გავლის გარანტიას ან 3-წლიან გარანტიას ვაძლევთ, ქარხნულ გარანტიას მხოლოდ ოფიციალური წარმომადგენელი იძლევა.
ჩვენ აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში BYD-ის ოფიციალური ცენტრი არ არსებობს. პირიქით, ვეუბნებით, რომ თუ ვინმე იტყვის, რომ BYD-ის ოფიციალური წარმომადგენელია, ესეიგი ატყუებს.
BYD-ისთან ვპარტნიორობთ, პირდაპირ ქარხნიდან მოგვყავს მანქანები, მაგრამ ოფიციალური ცენტრი არ ვართ.“,- აღნიშნავს BYD Georgia-იას წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
ელექტრომობილის ოფიციალური დილერის გარეშე ყიდვა გარკვეულ რისკებს შეიცავს:
· სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა:ოფიციალური წარმომადგენლის გარეშე მანქანის სერვისის მიღება რთულდება. შესაძლოა არ იყოს ოფიციალური სერვისცენტრები, სადაც სანდო და ხარისხიანი მომსახურება მიიღება.
· გაგარანტირებული ნაწილები:ოფიციალური წარმომადგენელი უზრუნველყოფს ორიგინალური ნაწილების მიწოდებას. წარმომადგენლის გარეშე, შეიძლება რთული იყოს ხარისხიანი ნაწილების პოვნა ან გაზრდილი იყოს ყალბი ან არასაკმარისად ხარისხიანი ნაწილების რისკი.
· გარანტიის პრობლემა:ოფიციალური წარმომადგენელი აკონტროლებს და იძლევა ოფიციალურ გარანტიას. მისი არქონა ნიშნავს, რომ გარანტიით სარგებლობა შესაძლოა შეუძლებელი იყოს ან პრობლემური.
· წინასწარ ინფორმაციის და მხარდაჭერის ნაკლებობა:მომხმარებელი შეიძლება ვერ მიიღოს სრული და სანდო ინფორმაცია ავტომობილის გამოყენების, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ან უსაფრთხოების საკითხებში.
· ხელმისაწვდომობის და საბაზრო მხარდაჭერის პრობლემა:არარსებული წარმომადგენლობა შეიძლება იწვევდეს მაღალ ფასებს, შეზღუდულ არჩევანს და სიძნელეს ავტომობილის საქართველოში შეძენისას და მოხმარებისას.
ასე რომ ქართული ავიაბაზარზე ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლობა ჯერ კიდევ ვაკანტურია და შესაბამისს კანდიდატს ელოდება.