“პოზიტიურად ვხვდებით, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი ცვლილებები” – მიხეილ სარჯველაძე საკადრო ცვლილებებზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. როგორც აცხადებს, ეს ცვლილება იყო საჭირო და გუნდში პოზიტიური განწყობაა.
გადაინაცვლებს და პარტიულ საქმიანობას განაგრძობს. იმავდროულად, ჩვენ პარტიულ ყრილობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ყრილობაზე ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და რაც ასახავს ცვლილებებს, იქნება გამოტანილი და კენჭი ეყრება. მე რაც ვიცი, განწყობა ასეთია – პოზიტიურად ვხვდებით, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწორი ცვლილებები, შესაბამისად, ეს პოზიტიური განწყობა არსებობს გუნდში მთლიანად,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა 2 დღეში გაიმართება. სწორედ პირველი თებერვლის შემდეგ წარადგენს ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს. ირაკლი პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ყრილობაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები, პრემიერობის კანდიდატი გუნდთან ერთად შეხვდება ოპოზიციასა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ საკითხი უკვე კენჭისყრაზე დგება. საჭიროა დეპუტატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. პირველი თებერვლის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, ასევე უნდა გასამართლდნენ ე.წ. „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი, უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციასაც კი არ აძლევს ბანკი გამოძიებას, რაც იმის დამატებითი დასტურია, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია