პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

აღკვეთის ღონისძიებიდ პატიმრობის შეფარდება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა, ამის მიზეზად – მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა.
“არსად არ დავიმალები, იმიტომ რომ ყოველ საღამოს ვიდგე რუსთაველზე, და ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები ლიტერატურაში, მეტაფორის გამეორებაც არ გვჩვევია, რა თქმა უნდა იმავეს გამეორებას არ ვაპირებ, ეს იმ ჰიპოთეზურ შემთხვევაში, აქედან რამდენიმე კვირით რომ მიშვებდნენო.
პროკურატურამ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, 25 ივნისს წარუდგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. მას პოლიციის უფროსისთვის სახეში ხელის დარტყმას ედავებიან.
ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.