ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ცივია. მაგრამ, ამასთანავე, ძალიან მოხარული ვარ საქართველოს მოსახლეობის პოზიციით და თბილი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. ვიცი, რომ მათ დიდი ფასი გადაიხადეს თავისუფლებისთვის და უფლება აქვთ, რომ იცხოვრონ კომფორტულად ევროკავშირში.
საქართველოშიც არსებობენ “მაღალხარისხიანი” მენეჯერები, რომელთაც პროევროპული პოზიცია უკავიათ. ამ ჭრილში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილია. ასევე გავიმეორებ, რომ უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის ცივი ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, თბილისის მთავრობის დამოკიდებულებაა ყოფილი პრეზიდენტ, სააკაშვილთან მიმართებაში. ამ საკითხზე ძნელია ლაპარაკი, სანამ სააკაშვილი პატიმრობაშია, არ მგონია, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს.