პოდოლიაკი ორბანზე: ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„როგორ გავუგოთ მათ, ვინც ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდებს?“ – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას.

ორბანმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის მიერ შეთავაზებული წინადადება ზელენსკიმ უარყო.

პოდოლიაკის თქმით, ასეთი შეთავაზებები არასერიოზულია და ომს ვერ დაასრულებს.

„ძალიან საინტერესო შეთავაზებაა – მ დაუყოვნებლივ და ცალმხრივად უნდა შეწყვიტოს ცეცხლი. რა თქმა უნდა, იგულისხმება შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმები, განსაკუთრებით, ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის საზღვართან. რუსეთს კი შეუძლია, გააგრძელოს დარტყმები, რაზეც არაერთხელ მიუთითა სერგეი ლავროვმა, რომლის თქმითაც, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაშიც, არ შეწყვეტენ უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს“, – ამბობს პოდოლიაკი.

მისი თქმით, რუსეთი, შუამავლების საშუალებით ცდილობს, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს, თავად კი ახალი შეტევები დაგეგმოს.

„კითხვა რიტორიკულია – როგორ გავუგოთ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან იძულების კამპანიაში, რომ იმ ქვეყანამ, რომელსაც თავს დაესხნენ, ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა – ნუთუ, ეს შეთავაზებები სერიოზულად კეთდება და ნუთუ, ისინი ომის დასრულებამდე მიგვიყვანენ?“, – წერს პოდოლიაკი Telegram-ზე.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტ ს შესთავაზა, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ