პოდოლიაკის თქმით, უკრაინის შესახებ ნაიჯელ ფარაჟის მოსაზრებები ამაზრზენი და ახლომხედველია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ბრიტანელი მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჟის მიერ ახლახან გამოთქმულ მოსაზრებებზე ში მიმდინარე ომის შესახებ.
გასული კვირის ბოლოს ფარაჟმა ბრიტანეთის მედიაში განაცხადა, რომ დასავლეთმა, ევროკავშირისა და ნატოს სახით, აღმოსავლეთისკენ გაფართოების გადაწყვეტილებით მოახდინეს პუტინის პროვოცირება, თავს დასხმოდა უკრაინას. მისი აზრით, პუტინს მისცეს საბაბი იმისთვის, რასაც ის ისედაც აპირებდა.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში ფარაჟმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს, რამდენად რეალისტურია ს მიერ მიტაცებული ყველა უკრაინული ტერიტორიის დაბრუნება.
დიდი ბრიტანეთის ყველა დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა დაგმეს ფარაჟი ამ გამონათქვამებისთვის. ბევრის აზრით, ფარაჟის მოსაზრებები ემთხვევა რუსულ პროპაგანდას.
„ცხადია, ნებისმიერი წინადადება, რომელიც უკრაინას კაპიტულაციის სასურველობაზე მიუთითებს, უკიდურესად ამაზრზენია მორალური თვალსაზრისით და ერთობ ახლომხედველია პოლიტიკური თვალთახედვით. ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს რუსეთის აგრესიული სურვილების ზრდას,“ თქვა პოდოლიაკმა.
„ბატონი ფარაჟის წინადადება ასე გამოიყურება: ‘ისინი მოვიდნენ უკრაინის დასანგრევად, ისინი მოვიდნენ უკრაინელების დასახოცად. მაგრამ თქვენ, უკრაინელები, მაინც უნდა დადგეთ მუხლებზე და დაეთანხმოთ ამას. საკუთარი მიწები უნდა დათმოთ. უნდა დათმოთ თქვენი შინაგანი და საგარეო სუვერენიტეტი. უნდა დაივიწყოთ მოტაცებული ბავშვები და სისტემატური წამება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. და რუსეთისგან არაფერი არ უნდა მოითხოვოთ’. ეს მინიმუმ სასაცილო და უსამართლოა“, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანაშემწემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას