პლუტონზე უნიკალური კლიმატი აღმოაჩინეს

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა კოსმოსური ტელესკოპის „ჯეიმს ვების“ დახმარებით პლუტონზე კლიმატის ახალი ტიპი აღმოაჩინა – ისეთი, რომელიც აქამდე მზის სისტემის არცერთ სხვა პლანეტაზე არ შეგვხვედრია.
2015 წელს, ზონდ „ახალი ჰორიზონტების“ მისიის შემდეგ ჯუჯა პლანეტა პლუტონი უსიცოცხლო ყინულის სამყაროდ აღარ ითვლება – მის ზედაპირზე ყინულის მინდვრები და მთებია, ატმოსფერო კი ლურჯი ნისლით არის გარშემორტყმული. „ჯეიმს ვებმა“ ეს უნიკალურობა დაადასტურა და უფრო დეტალურადა შეისწავლა.
აღმოჩნდა, რომ მტვრის ნისლი პლანეტის ზედაპირზე, 300 კილომეტრის სიმაღლეზე ერთგვარ ფარდას ქმნის. ის მეთანისა და აზოტის ურთიერთქმედებისა და მზის გამოსხივების ფონზე წარმოქმნილი ორგანული მოლეკულებისგან შედგება.
2017 წელს გაჩნდა ჰოპითეზა, რომ ეს ნაწილაკები დღისით მზის სინათლეს შთანთქავენ, ღამე კი სითბოს ინფრაწითელ დიაპაზონში ასხივებენ, რითაც ატმოსფეროს მნიშვნელოვნად აციებენ. „ჯეიმს ვებმა“, რომელსაც მძლავრი ინფრაწითელი კამერები აქვს, ეს თეორია დაადასტურა. მისმა მოწყობილობებმა დააფიქსირეს ნისლიგან მომდინარე სუსტი ინფრაწითელი გამოსხივება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მილიარდობით წლის წინ, მსგავსი ორგანული ნისლი დედამიწაზეც იყო, რაც პლანეტას ტემპერატურის შენარჩუნებაში და სიცოცხლისთვის საჭირო პირობების შექმნაში დაეხმარა. ახლა სპეციალისტები ტელესკოპის ახალ მონაცემებს ელოდებიან, რათა გაარკვიონ, რამდენად გავრცელებულია ამ ტიპის კლიმატური სისტემა სამყაროში და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ატმოსფერული მექანიზმები სიცოცხლის შექმნისა და შენარჩუნებისთვის.
imedinews.ge